8 იშვიათი და უცნაური ფობია, რომელთა შესახებ აქამდე არ გსმენიათ
ზოგიერთი ფობია ადამიანთა დიდ ნაწილს აწუხებს და ყოველდღიურ ცხოვრებაში ხელს უშლის, ზოგიერთი კი იმდენად იშვიათი და ამოუხსნელია, რომ მათი არსებობაც კი ძნელად დასაჯერებელია. ყველაზე გავრცელებულ ფობიებსა და იშვიათ შიშებს ერთი საერთო მაინც აქვთ, ისინი ძირითადად ტრავმული გამოცდილებების შედეგად ყალიბდება.
გახსოვდეთ, საგნების, სიტუაციებისა თუ შეგრძნებების პანიკური შიში, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ხელს გიშლით, სპეციალისტის დახმარებით უნდა მართოთ. ამ სტატიაში კი 8 ყველაზე იშვიათი და უცნაური ფობიის შესახებ წაიკითხავთ, რომელთა შესახებაც, შესაძლოა, აქამდე არც კი გსმენიათ.
1. აბლუტოფობია
აბლუტოფობია იგივე დაბანის შიშია, რომელიც ხშირად ტრავმული გამოცდილების შედეგია და ძირითადად ბავშვებს აქვთ. ასაკის მატებასთან ერთად, ადამიანთა უმეტესობა შიშის გადალახვას ახერხებს, თუმცა თუ ასე არ მოხდა, სპეციალისტის დახმარებაა საჭირო.
2. არაქიბუტიროფობია
არაქისის კარაქის სასაზე მიკვრის შიშიც არსებობს და მისი საფუძველი დახრჩობის, პირის ვერგაღების შიშია. ამ ფობიისთვის გვერდის ავლა მარტივია, მაგრამ არა მათთვის, ვისაც არაქისის კარაქის გემოს არაფერი ურჩევნია.
3. არითმოფობია
მათემატიკის სიძულვილს ამ ფობიით ნუ გაამართლებთ, მაგრამ გეტყვით, რომ არითმოფობია მათემატიკური ამოცანების შიშია. ეს მათემატიკური სიმბოლოების შიშით არ გამოიხატება, უფრო ისეთი სიტუაციებისას მოგვრილი შფოთვით, რომელიც ამოხსნის პროცესს გულისხმობს. გამომწვევი მიზეზი ანჩხლი მასწავლებელი, კლასის წინაშე განცდილი უხერხულობა თუ მკაცრი მშობლები შეიძლება იყვნენ.
4. ეიზოფტროფობია
ეს ფობია ბევრად შემაწუხებელია, ვიდრე ზემოთ ჩამოთვლილი შიშები და ის სარკეების, უფრო მწვავე შემთხვევაში კი ნებისმიერი ამრეკლავი ზედაპირის პანიკურ შიშს გულისხმობს. მისი ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზი სარკესთან დაკავშირებული ცრურწმენებია, თუმცა ფობიის საფუძველი დაბალი თვითშეფასებაც შეიძლება გახდეს. დილაობით სარკეში ჩახედვა უმეტესობას აკრთობს, თუმცა თუ თვლით, რომ ფობია გაწუხებთ, აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს.
5. ომპალოფობია
გაგიკვირდებათ, მაგრამ ჭიპის შიშიც არსებობს და ადამიანები, რომელთაც ეს ფობია აწუხებთ, სანაპიროებსაც კი ერიდებიან. მწვავე შემთხვევებისას ადამიანი საკუთარ ჭიპსაც კი პლასტირით ფარავს, რათა ვერ დაინახოს. ის შეიძლება დაკავშირებული იყოს ტრიპოფობიასთან (ხვრელების შიში) ან გადატანილი ინეფქციის შედეგად განვითარდეს. თუ ომპალოფობია თქვენთვისაც გადაულახავი დაბრკოლებაა, სპეციალისტს მიმართეთ.
6. ოფტოფობია
ოფტოფობია იშვიათი, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე ხელისშემშლელი შიშია, რადგან ის თვალის გახელის შიშს გულისხმობს და ყოველდღიურობაზე პირდაპირი გავლენა აქვს. ფობია, ძირითადად, ტრავმული გამოცდილების შედეგად ყალიბდება და ადამინები, რომელთაც ეს შიში აწუხებთ, ერიდებიან დღის სინათლეს, ბნელ ადგილებს ეძებენ და ამის გამო არაერთი თანმდევი პრობლემაც აწუხებთ, როგორიც შფოთვა, პანიკური შეტევა, დეპრესიული განწყობა და მენტალური ჯანმრთელობის სხვა პრობლემებია. თუ თვლით, რომ ოფტოფობიის ნიშნები გაქვთ, სჯობს სპეციალისტთან ერთად მართოთ.
7. ნომოფობია
ტელეფონებზე დამოკიდებულება იშვიათ შემთხვევებში ნომოფობიას — უტელეფონოდ ყოფნის შიშს იწვევს. მისი მწვავე ფორმა ტელეფონის დაჯდომის ან იმ იდეის წარმოდგენის პანიკური შიშიც კი არის, რომ შეიძლება უტელეფონოდ დარჩე. სმარტფონები ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდა და მისი გარკვეული დროით არქონა დისკომფორტს გვიქმნის, თუმცა თუ ნომოფობია გაწუხებთ, სპეციალისტის ჩარევა აუცილებელია.
8. პლუტოფობია
თუ დანაზოგის გაკეთებას ვერაფრით ახერხებთ, შეგიძლიათ თავი იმით იმართლოთ, რომ პლუტოფობია — სიმდიდრისა და ფინანსური სტაბილურობის შიში გაქვთ. ფობიის გამომწვევი მიზეზი იმ პასუხისმგებლობის შიშია, რაც დიდძალი თანხის ქონას მოსდევს, კიდევ ერთი საფუძველი ის განცდაა, რომ სიმდიდრე მომხვეჭელი ადამიანების სამიზნედ გაქცევთ.
Responsible.ge ევროპაბეთის პლატფორმაა, რომელიც საზოგადოებაში აზარტული თამაშების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პასუხისმგებლიანი თამაშის პოპულარიზაციას ემსახურება. ამასთანავე, პლატფორმის დახმარებით, შეგიძლიათ, გაეცნოთ პასუხისმგებლიანი თამაშის ხელსაწყოებსა და ანგარიშებს, ასევე ინფორმაციას ევროპაბეთის პასუხისმგებლობის შესახებ საზოგადოების მიმართ, ბიზნესსა და კომუნიკაციაში.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
კომენტარები