ფულის დაზოგვის 10 ჭკვიანური ხერხი, რომელზეც შეიძლება აქამდე არ გიფიქრია
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
თუ მაინცდამაინც მილიონერებისა და მილიარდერების სიაში არ წერია შენი სახელი-გვარი, მაშინ, ალბათ, შენთვისაც არასდროსაა საკმარისი ფული და ყოველთვის შეიძლება აღმოჩნდე ისეთ კრიტიკულ მომენტში, როცა მოულოდნელად გაიაზრებ, რომ ჯიბეცარიელი ხარ.
თან ასეთ დროს ვერც კი ხვდები, თუ როდის, სად და როგორ დაგეხარჯა მთელი ხელფასი. Reddit-ის მომხმარებელმა იკითხა, თუ ვის რა ხერხი ჰქონდა სწორედ ასეთი სიტუაციების მაქსიმალურად შესამცირებლად და შესაბამისი პასუხებიდან ახლა რამდენიმე ისეთ იდეას წარმოგიდგენთ, რომლებიც, შესაძლოა, თქვენც გამოგადგეთ.
1. "ყოველ ჯერზე, როცა რაღაც "განსაკუთრებულის" (იმპულსურად) ყიდვა მოგინდება, პრინციპულად ერთი კვირა დაიცადე, სანამ მართლა იყიდდე. თუ გადაგავიწყდა, ესე იგი, სულაც არ გინდოდა ეგრე ძალიან"
2. "საჭმელი თავად მოიმზადე. ასე დროსაც უფრო საინტერესოდ გაიყვან და უამრავ ფულსაც დაზოგავ, განსაკუთრებით მაშინ, თუ კაფე-რესტორნების ხშირი სტუმარი ხარ"
3. "სცადე, გაფუჭებული საგნები თავად შეაკეთო, ვიდრე მაშინვე ახლით ჩაანაცვლო ან ვინმეს გადაუხადო ფული მათ შეკეთებაში. ამაში YouTube-ც დაგეხმარება"
4. "სანამ სადმე გასვლას დავაპირებ, იქამდე სახლში ვსვამ ხოლმე ალკოჰოლს, რადგან მსგავსი სასმელები ძალიან ძვირი ღირს ხოლმე და ამ გზით ფული ძალიან მეზოგება"
5. "არასდროს წახვიდე მშიერი საყიდლებზე"
6. "ყოველთვის ყველაზე იაფიანი გამოსავლით ნუ დაიძვრენ თავს. ეცადე, ოდნავ უკეთესი ვარიანტი შეიძინო. ყველაზე იაფი სარეცხის მანქანა სამი წელი გაგიძლებს და შემდეგ ახლის ყიდვა მოგიწევს. ამიტომ ჯობია, განსაკუთრებულ შეთავაზებას დაელოდო, მაგალითად, შავ პარასკევს ან სხვა ფასდაკლებას და უკეთესი მოდელი შეიძინო შენთვის ხელსაყრელ ფასად"
7. "სამსახურში საჭმელი სახლიდან გაიყოლე"
8. "რასაც გამოიმუშავებ, იმის 10% სრულად შენ გეკუთვნის და გადაინახე" — როცა ყველაზე მდიდარი ბაბილონელი კაცის ეს სიტყვები წავიკითხე, მაშინვე დავიწყე ბანკის ერთ ანგარიშზე ყოველთვიურად ჩემი ხელფასის მეათედის შენახვა. თავიდან ბევრი არ ჩანს, მაგრამ რაღაც დროის შემდეგ უზომოდ კმაყოფილი დარჩები შენი დანაზოგით"
9. "როცა სამსახურში გარკვეულ ანაზღაურებას გთავაზობენ, ყოველთვის შეგიძლია, თავაზიანად უფრო მეტი მოითხოვო. როგორც წესი, ამას დამსაქმებელი ელის კიდეც და გასარისკი არაფერია, თუ ამას ისე არ წარმოაჩენ, როგორც ულტიმატუმს"
10. "მაქსიმალურად ეცადე, რომ ნებისმიერი პროდუქტი დიდ შეფუთვაში იყიდო და თანაც ფასდაკლებებს ჩაუსაფრდე. ამავდროულად, შეგიძლია, უკვე ყოველდღიურობაში გაცილებით პატარა კონტეინერებით გამოიყენო: მაგალითად, თუ დიდი ზომის შამპუნი იყიდე, უფრო პატარა ჭურჭელში გადაასხი და ისე მოიხმარე ეტაპობრივად. ასე უფრო ნაკლებს დახარჯავ და უფრო გვიან მოგიწევს ახლის ყიდვაც"
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები