TikTok-ზე ნიღბიანების ჯგუფი ტროლების ვინაობას ამხელს და ამტკიცებს, რომ ასე კიბერბულინგს ებრძვიან
ცოტა ხნის წინ ტიკტოკზე მომხმარებლების ჯგუფი გამოჩნდა, რომლებიც პლატფორმაზე ტროლებისა და ყალბი ანგარიშების უკან მდგარი ადამიანების ვინაობებს ამხელს მათი თანამშრომლებისა და მშობლების წინაშე.
ჯგუფს, სახელად The Great Londini-ს, საკუთარი ვებსაიტი, ტვიტერის ანგარიში და იუთუბარხიც აქვს, თუმცა, ყველაზე დიდი პლატფორმა ტიკტოკია. აქ მათ 2,3 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავთ. ჯგუფის წევრები მოკლე ვიდეოებში ნიღბებით ჩნდებიან და კიბერბულერების რეალურ იდენტობას თავიანთ აუდიტორიას უმჟღავნებენ.
მაგალითად, ერთ-ერთი ვიდეოში, The Great Londini-მ ის კაცი გამოააშკარავა, რომელიც ახალგაზრდა პოლიციელს თავისი იარაღის შეჭმისკენ მოუწოდებდა. ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა ყალბი ანგარიშის მფლობელი კაცის ფოტო, სახელი და პროფესიაც კი გამოაქვეყნა.
"სამსახურში ოდესმე აიყვანდით ისეთ იურისტს, რომელიც პოლიციის ოფიცერზე ასეთ კომენტარს აკეთებს? არც ჩვენ. ასე რომ, რა ვქნათ? უნდა ვთქვათ — სულელური თამაში სულელურ პრიზს იმსახურებს".
BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში კაცმა, სახელად ლეომ, ჯგუფის სახელით ისაუბრა. მისი თქმით, ის, უბრალოდ, "სახეა" მოხალისეების იმ ჯგუფის, რომელსაც სამხედრო და კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფის გამოცდილება აქვს და სურს, კონკრეტული სახელის ქვეშ ერთიანდებოდეს. ჯგუფის განცხადებით, ერთობლივი გამოცდილება საშუალებას აძლევს, ფარდა ახადოს ნებისმიერი ანგარიშის მფლობელის იდენტობას სულ რაღაც შვიდი-რვა კლიკით.
ლეო საკუთარ თავს "ანტიტროლს" უწოდებს და ამბობს, რომ ტიკტოკს კონტენტის მოდერაციასა და მოძალადე ანგარიშების ამოცნობაში პლატფორმისთვის მთელი ინფორმაციის გაგზავნით ეხმარება.
თუმცა, ტიკტოკს ჯგუფი დიდად არ მოსწონს. ლეოს თქმით, აპლიკაციამ The Great Londini-ის სახელთან დაკავშირებული ცხრა ანგარიში წაშალა და მეათე რამდენჯერმე დაბლოკა ონლაინ შევიწროებისა და ბულინგისთვის.
ჯგუფთან დაკავშირებული კითხვებისათვის ტიკტოკს არ უპასუხია, მაგრამ განაცხადა, რომ მხოლოდ 2021 წლის პირველ სამ თვეში 62 მილიონი ვიდეო წაშალა წესების დარღვევის გამო. პლატფორმის ცნობით, ეს მთლიანი კონტენტის 1 პროცენტზე ნაკლებია.
-
გადახედვავერტმფრენს, რომელშიც ირანის პრეზიდენტი იჯდა, მთიან რეგიონში ეძებენ — რა ვიცით ავიაკატასტროფის შესახებ ვერტმფრენს, რომელშიც ირანის პრეზიდენტი იჯდა, მთიან რეგიონში ეძებენ — რა ვიცით ავიაკატასტროფის შესახებ
-
გადახედვაშოლცი და მაკრონი: საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული შოლცი და მაკრონი: საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
კომენტარები