აშშ ყურადღებით აკვირდება მოვლენებს — ბაიდენის პირველი განცხადება ავღანეთზე
აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების ჯგუფი "ყურადღებით აკვირდება" ავღანეთში არსებულ სიტუაციას. ის ამ წუთებში პირევლად გამოდის ტელემიმართვით მას შემდეგ, რაც ავღანეთში ვითარება დაიძაბა და უკვე თალიბანის ხელში გადავიდა.
აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ აშშ-ის მისია ავღანეთში "არასოდეს იყო ერის მშენებლობა", არამედ მიზნად ისახავდა "ტერაქტის თავიდან აცილებას აშშ-ის მიწაზე".
ამასთან, მან განაცხადა, რომ ავღანეთში აშშ-ის სამხედროების ყოფნის დროს ორი ათწლეულის განმავლობაში "ბევრი შეცდომა" იქნა დაშვებული, რაზეც პასუხისმგებლობას იღებს და ამბობს, რომ ამ პერიოდში ოთხი პრეზიდენტი შეიცვალა და ის პასუხისმგებლობას მეხუთეს არ გადააბარებს.
"მე ვარ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, მე ვიღებ პასუხისმგებლობას და არავისთვის გადაბრალებას არ ვაპირებ. მე ძალიან დამწუხრებული ვარ იმ ფაქტებით, რასაც ახლა ვაწყდებით, მაგრამ მე არ ვნანობ ჩემს გადაწყვეტილებას ავღანეთში ამერიკის ომის დასრულების შესახებ.
მე არ შევცდები ამერიკელი ხალხის მოტყუებას ცოტა დროის მოთხოვნით, რომ ამით ავღანეთში რაღაც შეიცვლება. მე არ ვამცირებ ჩემი პასუხისმგებლობის წილს, თუ სად ვართ დღეს და აქედან როგორ უნდა წავიდეთ წინ", — განაცხადა პრეზიდენტმა.
ბაიდენი ამბობს, რომ ის ამერიკელი სამხედროების გამოყვანის გადაწყვეტილებაზე "მყარად დგას" და არ შეცვლის, რადგან ეს გზა სწორად მიაჩნია, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის რთული გზა.
"არ შეიძლება, ამერიკელი ჯარისკაცები იბრძოდნენ და იღუპებოდნენ ომში, სადაც ავღანური ძალები არ არიან მზად, იბრძოლონ საკუთარი თავისთვის", — ამბობს პრეზიდენტი.
ის ამბობს, რომ ის აცნობიერებს ჯარის გაყვანის გადაწყვეტილების სირთულეს, მაგრამ აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ იგივე შეცდომები აღარ უნდა დაუშვან.
"20 წლის შემდეგ მე გავიგე, რომ ეს არის ისეთი რთული გზა, არასოდეს რომ არ ყოფილა ხელსაყრელი დრო აშშ-ის ჯარების გაყვანისთვის. ამიტომაც ვართ იქ ჯერ კიდევ", — ამბობს ის.
ამასთან, მისივე თქმით, როდესაც ჯარის გაყვანის გადაწყვეტილებას იღებდნენ, "აშკარად ხედავდნენ რისკებს", მაგრამ "სიმართლე ის არის, რომ ეს უფრო სწრაფად განვითარდა, ვიდრე ველოდით".
როგორც მან აღნიშნა, მას ესმის ხალხის ტკივილის, რასაც ახლა ავღანეთში მოსახლეობა განიცდის. ასევე აქცენტი გააკეთა სამხედროებზე და ვეტერანებზე, რომლებიც პირადად ასრულებდნენ ავღანეთში მისიას. მან თქვა, რომ ოთხჯერ იყო პირადად ჩასული, სადაც შეხვდა მოსახლეობას, ესაუბრა ლიდერებს, გაატარა დრო ამერიკელ ჯარისკაცებთან და მიხვდა, რა იყო ავღანეთში შესაძლებელი და რა არა.
"ასე რომ, ახლა ჩვენ ორიენტირებული ვართ იმაზე, რაც შესაძლებელია. ჩვენ გავაგრძელებთ ავღანელი ხალხის მხარდაჭერას", — აცხადებს ბაიდენი.
ბოლო დღეების განმავლობაში ბაიდენი წერილობით განცხადებაში მტკიცედ იცავდა ავღანეთის დატოვების გადაწყვეტილებას და აცხადებდა, რომ ის არ გადასცემდა 20-წლიან კონფლიქტს სხვა პრეზიდენტს.
თალიბანმა ავღანეთის დედაქალაქი ქაბულიც აიღო და განაცხადა, რომ "ომი დასრულდა". გუშინ, 15 აგვისტოს, მას შემდეგ, რაც თალიბანი დედაქალაქს მიადგა, ქვეყანა პრეზიდენტმა და მთავრობის რამდენიმე წევრმა დატოვა. მებრძოლები პრეზიდენტის სასახლეში შევიდნენ და ახლა ადმინისტრაციას ისინი აკონტროლებენ.
თავდაპირველად თალიბები ამბობდნენ, რომ ქალაქის ბრძოლით აღება და სისხლისღვრა არ სურთ, მხოლოდ შესასვლელთან გამაგრდებიან და ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარებისთვის მოემზადებიან, თუმცა მოგვიანებით რამდენიმე დასახლებაში შევიდნენ — ქალაქში ისმოდა სროლის ხმა, არიან დაშავებულები. თალიბების მტკიცებით, ეს იმიტომ გააკეთეს, რომ პოლიციამ და მთავრობამ ქალაქი დატოვა და "წესრიგის უზრუნველყოფა" იყო საჭირო.
გუშინ დილიდანვე პრობლემურ საკითხად იქცა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოდ გაყვანა. აშშ-მ საელჩოს თანამშრომლების ევაკუაცია თალიბების მისვლისთანავე დაიწყო. ისინი ვერტმფრენით გადაიყვანეს ქაბულის აეროპორტში. ამავე აეროპორტიდან ახორციელებდნენ ევაკუაციას სხვა ქვეყნებიც. რამდენიმე საათში აეროპორტს ათასობით ადამიანი მიადგა, რომელსაც ავღანეთიდან გაქცევა სურდა — ისინი თვითმფრინავში შეჭრას ცდილობდნენ, აეროპორტში ამ დრომდე უკონტროლო სიტუაციაა.
ქვეყნების უმრავლესობამ ქაბულში საელჩოები დახურა და დიპლომატიური კორპუსის გაყვანას ცდილობს. გამონაკლისი რუსეთი და ჩინეთია, რომლებიც ამბობენ, რომ მუშაობას აგრძელებენ.
ქაბულში დილა თალიბანის მმართველობის ქვეშ გათენდა. ქუჩებს შეიარაღებული დაჯგუფებები აკონტროლებენ.
-
-
გადახედვასად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე სად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
კომენტარები