რა თქვა ბაიდენმა ავღანეთში მიმდინარე პროცესზე — მთავარი აქცენტები
აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ის ავღანეთიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანის გადაწყვეტილებას არ შეცვლის და პასუხისმგებლობას არ გაურბის. ეს იყო ბაიდენის პირველი განცხადება, რომელიც თალიბების მიერ ავღანეთზე კონტროლის აღების შემდეგ გაკეთდა. ორი დღის წინ მისი წერილობითი განცხადება გავრცელდა, სადაც ჯარის გაყვანის გადაწყვეტილების ერთგული რჩებოდა. თუმცა, მას შემდეგ ვითარება კიდევ რადიკალურად შეიცვალა და ძალიან დიდი მოლოდინი იყო, თუ რას იტყოდა აშშ-ის პრეზიდენტი. 16 აგვისტოს მან განაცხადა, რომ პოზიციას არ იცვლის, თუმცა ჰქონდა სხვა მნიშვნელოვანი მესიჯებიც.
"მე ვარ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, მე ვიღებ პასუხისმგებლობას და არავისთვის გადაბრალებას არ ვაპირებ"
აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ ის ამერიკელი სამხედროების გამოყვანის გადაწყვეტილებაზე "მყარად დგას" და არ შეცვლის, რადგან ეს გზა სწორად მიაჩნია, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის რთული გზა.
ამასთან, მან განაცხადა, რომ ავღანეთში აშშ-ის სამხედროების ყოფნის დროს ორი ათწლეულის განმავლობაში "ბევრი შეცდომა" იქნა დაშვებული, რაზეც პასუხისმგებლობას იღებს და ამბობს, რომ ამ პერიოდში ოთხი პრეზიდენტი შეიცვალა და ის პასუხისმგებლობას მეხუთეს არ გადააბარებს.
"მე ვარ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, მე ვიღებ პასუხისმგებლობას და არავისთვის გადაბრალებას არ ვაპირებ. მე ძალიან დამწუხრებული ვარ იმ ფაქტებით, რასაც ახლა ვაწყდებით, მაგრამ მე არ ვნანობ ჩემს გადაწყვეტილებას ავღანეთში ამერიკის ომის დასრულების შესახებ.
მე არ შევცდები ამერიკელი ხალხის მოტყუებას ცოტა დროის მოთხოვნით, რომ ამით ავღანეთში რაღაც შეიცვლება. მე არ ვამცირებ ჩემი პასუხისმგებლობის წილს, თუ სად ვართ დღეს და აქედან როგორ უნდა წავიდეთ წინ", — განაცხადა პრეზიდენტმა.
ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების გაყვანისთვის კარგი დრო არასდროს ყოფილა
ბაიდენის ორ მთავარ მესიჯს შორის, რომ ის ჯარის გაყვანის გადაწყვეტილებას არ ცვლის და პასუხისმგებლობას თავად იღებს, განსაკუთრებით საინტერესოა მისი ახსნა, თუ რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება.
ის აცხადებს, რომ ტრამპის გარიგება თალიბანთან ქვეყანაში პირველ ეტაპზე ამერიკელი ჯარისკაცების რაოდენობის 15 000-დან 2 500-მდე შეამცირებას და 2021 წლის 1 მაისიდან კი გაყვანას ითვალისწინებდა. შესაბამისად, მას ან ეს შეთანხმება უნდა შეესრულებინა, ან ათასობით ამერიკელი ავღანეთში გაეგზავნა.
"2001 წლიდან [ბოლო პერიოდში] თალიბანი სამხედრო თვალსაზრისით ყველაზე ძლიერი იყო. არჩევანი, რომელიც მე უნდა გამეკეთებინა, როგორც ამერიკის პრეზიდენტს, იყო ამერიკული ძალების ამ ქვეყნიდან გაყვანა, ან კიდევ ათასობით სამხედროს ავღანეთში გაგზავნა ომის მესამე ათწლეულის დასაწყებად", — ამბობს ის.
ბაიდენის განცხადებით, აცნობიერებს ჯარის გაყვანის გადაწყვეტილების სირთულეს, მაგრამ აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ იგივე შეცდომები აღარ უნდა დაუშვან.
"20 წლის შემდეგ მე გავიგე, რომ ეს არის ისეთი რთული გზა, არასოდეს რომ არ ყოფილა ხელსაყრელი დრო აშშ-ის ჯარების გაყვანისთვის. ამიტომაც ვართ იქ ჯერ კიდევ", — ამბობს ის.
ამასთან, მისივე თქმით, როდესაც ჯარის გაყვანის გადაწყვეტილებას იღებდნენ, "აშკარად ხედავდნენ რისკებს", მაგრამ "სიმართლე ის არის, რომ ეს უფრო სწრაფად განვითარდა, ვიდრე ველოდით".
"არ შეიძლება, ამერიკელი ჯარისკაცები იბრძოდნენ და იღუპებოდნენ ომში, სადაც ავღანური ძალები არ არიან მზად, იბრძოლონ საკუთარი თავისთვის"
განსაკუთრებით საინტერესოა მისი მეორე არგუმენტი, თუ რატომ უნდა გამოეყვანა აშშ-ს ჯარი ავღანეთიდან, სადაც ამდენი რესურსი დახარჯა.
"მე ამერიკელი ხალხისთვის მაქვს მიცემული პირობა, რომ ვიქნებოდი ყოველთვის გულწრფელი. სიმართლე კი ისაა, რომ [მოვლენები ავღანეთში] უფრო სწრაფად განვითარდა, ვიდრე ველოდით. რა მოხდა? ავღანელი პოლიტიკური ლიდერები დანებდნენ და ქვეყანა დატოვეს, ჯარმა კი კოლაფსი განიცადა, ზოგჯერ ბრძოლის გარეშეც კი დანებდნენ. არ შეიძლება, ამერიკელი ჯარისკაცები იბრძოდნენ და იღუპებოდნენ ომში, სადაც ავღანური ძალები არ არიან მზად, იბრძოლონ საკუთარი თავისთვის.
ჩვენ ტრილიონ დოლარზე მეტი დავხარჯეთ, ჩვენ გავწვრთენით და იარაღით მოვამარაგეთ ავღანური ძალები და შევქმენით ძალიან კარგად შეიარაღებული 300 000-იანი არმია, რომელიც უფრო დიდია, ვიდრე ბევრი NATO-ს მოკავშირე ქვეყნის შეიარაღებული ძალები. ჩვენ მათ მივეცით ყველა ბერკეტი, რომელიც სჭირდებოდათ, ჩვენ ვიხდიდით მათ ხელფასებს, უზრუნველვყოფდით მათი საჰაერო ძალების საჭიროებებს, რომელიც თალიბანს საერთოდ არ გააჩნია. ჩვენ მათ მივეცით ყველა შესაძლებლობა, რომ განესაზღვრათ საკუთარი მომავალი. რითაც მათი უზრუნველყოფა არ შეგვეძლო, ეს არის სურვილი, რომ იბრძოლო ამ მომავლისთვის", — ამბობს ის.
ავღანეთში ჩვენი მიზანი იყო ტერორიზმთან ბრძოლა და არა სახელმწიფოს აშენება
კიდევ ერთი არგუმენტი, რაზეც აშშ-ის პრეზიდენტი ავღანეთიდან ჯარის გამოყვანის გადაწყვეტილების კონტექსტში საუბრობს, არის ის, თუ რა იყო ამერიკის მისია ავღანეთში.
"პირველივე დღიდან დღემდე ამერიკის მთავარი ინტერესი ავღანეთში ტერორიზმის აღმოფხვრა იყო და არა ახალი სახელმწიფოს აშენება, ან ხელისუფლების შეცვლა", — აცხადებს ბაიდენი.
მისი თქმით, აშშ ავღანეთში 20 წლის წინ იმ მიზნით შევიდა, რომ "შეგვეპყრო ისინი, რომლებიც თავს დაგვესხნენ 2001 წლის 9 სექტემბერს და დავრწმუნებულიყავით, რომ ალ-ქაიდას აღარ შეეძლო გამოეყენებინა ავღანეთი, როგორც ბაზა, რათა თავს დაგვსხმოდა კიდევ ერთხელ".
ბაიდენი ამბობს, რომ ამერიკამ ეს მიზანი შეასრულა და "სასტიკად დაამარცხა" ალ-ქაიდა ავღანეთში.
"ჩვენი ერთადერთი სასიცოცხლო ეროვნული ინტერესი ავღანეთში დღესაც რჩება იგივე, რაც ყოველთვის იყო — ტერორისტული თავდასხმების პრევენცია. მე მრავალი წლის განმავლობაში ვამტკიცებდი, რომ ჩვენი მისია ფოკუსირებული უნდა იყოს კონტრტერორიზმზე და არა აჯანყების გამკლავებასა ან სახელმწიფოს მშენებლობაზე", — აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.
ადამიანების უფლებები დიპლომატიით უნდა დავიცვათ
აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, მას ესმის ხალხის ტკივილის, რასაც ახლა ავღანეთში მოსახლეობა განიცდის. ასევე აქცენტი გააკეთა სამხედროებზე და ვეტერანებზე, რომლებიც პირადად ასრულებდნენ ავღანეთში მისიას. მან თქვა, რომ ოთხჯერ იყო პირადად ჩასული, სადაც შეხვდა მოსახლეობას, ესაუბრა ლიდერებს, გაატარა დრო ამერიკელ ჯარისკაცებთან და მიხვდა, რა იყო ავღანეთში შესაძლებელი და რა არა.
"ასე რომ, ახლა ჩვენ ორიენტირებული ვართ იმაზე, რაც შესაძლებელია. ჩვენ გავაგრძელებთ ავღანელი ხალხის მხარდაჭერას. ჩვენ გავაგრძელებთ ავღანელი ხალხის დახმარებას, რასაც დიპლომატიის, საერთაშორისო გავლენების გამოყენებისა და ჰუმანიტარული დახმარებების სახე ექნება", — აცხადებს ბაიდენი.
მისი თქმით, დიპლომატიური ძალისხმევა გაგრძელდება იმისთვის, რომ ხმამაღლა ვისაუბროთ ავღანელი ხალხის ძირეულ უფლებებზე, ქალებსა და გოგოებზე, როგორც ამას მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვაკეთებთ.
"არაერთხელ მითქვამს, რომ ადამიანების უფლებები ჩვენი საგარეო პოლიტიკის ცენტრი უნდა იყოს და არა პერიფერია, მაგრამ ამ მიზნის მისაღწევი გზა არა გაუთავებელი სამხედრო ოპერაციები, არამედ დიპლომატია, ეკონომიკური ბერკეტები უნდა იყოს, რომელშიც მთელი მსოფლიო უნდა ჩავრთოთ", — ამბობს ის.
თალიბანმა ავღანეთის დედაქალაქი ქაბულიც აიღო და განაცხადა, რომ "ომი დასრულდა". გუშინ, 15 აგვისტოს, მას შემდეგ, რაც თალიბანი დედაქალაქს მიადგა, ქვეყანა პრეზიდენტმა და მთავრობის რამდენიმე წევრმა დატოვა. მებრძოლები პრეზიდენტის სასახლეში შევიდნენ და ახლა ადმინისტრაციას ისინი აკონტროლებენ.
თავდაპირველად თალიბები ამბობდნენ, რომ ქალაქის ბრძოლით აღება და სისხლისღვრა არ სურთ, მხოლოდ შესასვლელთან გამაგრდებიან და ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარებისთვის მოემზადებიან, თუმცა მოგვიანებით რამდენიმე დასახლებაში შევიდნენ — ქალაქში ისმოდა სროლის ხმა, არიან დაშავებულები. თალიბების მტკიცებით, ეს იმიტომ გააკეთეს, რომ პოლიციამ და მთავრობამ ქალაქი დატოვა და "წესრიგის უზრუნველყოფა" იყო საჭირო.
გუშინ დილიდანვე პრობლემურ საკითხად იქცა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოდ გაყვანა. აშშ-მ საელჩოს თანამშრომლების ევაკუაცია თალიბების მისვლისთანავე დაიწყო. ისინი ვერტმფრენით გადაიყვანეს ქაბულის აეროპორტში. ამავე აეროპორტიდან ახორციელებდნენ ევაკუაციას სხვა ქვეყნებიც. რამდენიმე საათში აეროპორტს ათასობით ადამიანი მიადგა, რომელსაც ავღანეთიდან გაქცევა სურდა — ისინი თვითმფრინავში შეჭრას ცდილობდნენ, აეროპორტში ამ დრომდე უკონტროლო სიტუაციაა.
ქვეყნების უმრავლესობამ ქაბულში საელჩოები დახურა და დიპლომატიური კორპუსის გაყვანას ცდილობს. გამონაკლისი რუსეთი და ჩინეთია, რომლებიც ამბობენ, რომ მუშაობას აგრძელებენ.
ქაბულში დილა თალიბანის მმართველობის ქვეშ გათენდა. ქუჩებს შეიარაღებული დაჯგუფებები აკონტროლებენ.
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
კომენტარები