ვიფიქრე, რომ დასასრულია და მოვკვდებოდი — აიშა აჰმადი ავღანეთიდან
22 წლის ავღანელი სტუდენტი, აიშა აჰმადი ორშაბათს აეროპორტში იმ იმედით მივიდა, რომ თალიბანის სასტიკ რეჟიმს გაექცეოდა, მაგრამ ვერ შეძლო. აიშა CNN-ს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს და ყვება, თუ რატომ ეშინია მომავლის.
მას თავდაპირველად ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებმა მეგობარმა დაურეკა და უთხრა, რომ მოსახლეობა ავღანეთს სამხედრო ფრენების საშუალებით ტოვებდა. აჰმადისთვის ეს ამბავი დაუჯერებელი აღმოჩნდა მანამ, სანამ არ ესაუბრა მეორე მეგობარს, რომელმაც ინფორმაცია სამხედრო ფრენების შესახებ დაადასტურა.
როდესაც აიშა აეროპორტისკენ გარბოდა, ქუჩებში ჯერ კიდევ სიმშვიდე იყო, თუმცა აეროპორტში სხვა რეალობა დახვდა — იქაურობა სავსე იყო ათასობით ადამიანით, რომლებსაც პასპორტებიც კი არ ჰქონდათ თან.
"ეს იყო განკითხვის დღე. ერთ მომენტში ვიფიქრე, რომ ეს დასასრულია და მე მოვკვდებოდი", — ამბობს აჰმადი.
აიშამ თვითმფრინავში ასვლა და ქაბულის დატოვება ვერ შეძლო და აეროპორტიდან ნაკაწრებითა და სისხლჩაქცევებით გამოვიდა.
თალიბანის სპიკერმა და ლიდერებმა განაცხადეს, რომ ისინი ქალებსა და გოგოებს სკოლაში სიარულის უფლებას მისცემენ, თუმცა ავღანეთის მოსახლეობა ამ დაპირების მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი, მათ ახსოვთ თალიბანის მმართველობა ოცი წლის წინ, როდესაც ქალებს აკრძალული ჰქონდათ განათლების მიღება, მუშაობა და თავისუფლად ცხოვრება.
"ზოგი ამბობს, რომ თალიბანი შეიცვალა, დანარჩენები ამბობენ, რომ ის არ შეცვლილა, სიმართლე გითხრათ მე არ მჯერა თალიბანის", — ამბობს აჰმადი.
აიშა ტვიტერზე მისთვის გამოგზავნილ მუქარის შემცველ მიმოწერას აქვეყნებს, სადაც თალიბანის მიმართ დამოკიდებულების გამო მოკვლით ემუქრებიან. აჰმადი წერს, რომ ის არავის და მათ შორის არც თალიბანს შეურაცხყოფას არ აყენებს და მხოლოდ საკუთარ, პერსონალურ შეხედულებებს აფიქსირებს.
თალიბანის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ადამიანებმა უნდა განაგრძონ ყოველდღიური ცხოვრება. აიშა ტელევიზიით გადმოცემული ვითარებიდან გამომდინარე ფიქრობს, რომ სკოლაში დაბრუნება შეუძლია, მაგრამ ამაში დარწმუნებული მაინც არ არის.
22 წლის აიშას ეშინია, რომ ვერ შეძლებს სწავლის დასრულებას და წუხს იმის გამო, რომ მომავალი დღეებისა და კვირების შემდეგ ქალების ცხოვრება ავღანეთში კიდევ უფრო გართულდება.
"გარეთ არც ისე ბევრი ხალხია და მათ არ იციან, როგორი იქნება ყოველდღიური საქმიანობა, როდესაც ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება. აიძულებენ ისინი მაღაზიებს ლოცვის დროს დაკეტვას? დასჯიან მათ ვინც მეჩეთში არ წავა? აიძულებენ თუ არა ხალხს იქ სიარულს?... არავინ იცის", — ამბობს აიშა აჰმადი.
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
კომენტარები