"მე, ინეზა, მამაო ხვალიდან სახლში" — რესპუბლიკურის სამი ცნობილი პაციენტი გამოჯანმრთელდა
"მე, ინეზა და მამაო გარეთ გამოვალთ!!!!!" — უთხრა თამუნა თანდაშვილმა On.ge-ს რამდენიმე დღის წინ წერილობითი ინტერვიუს დროს. თამუნას დღეების განმავლობაში საუბარი არ შეეძლო.
ხვალ, 18 აგვისტოს რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციის სამი ცნობილი პაციენტი, რომელთა ამბავს ფეისბუქიდან ათასობით ადამიანი ელოდა, სახლში დაბრუნდება.
"ასეთი წრეა — გადარჩები თუ გადაარჩენ. ჩვენ ვიბრძოლეთ, თქვენ გადაგვარჩინეთ — ყველა სიტყვა და ფიქრი და მხარდაჭერა მოვიდა ჩვენთან და ავდექით!!!!! ვსუნთქავთ!!!! ცოცხლები ვართ ხალხნო, თქვენ გენაცვალეთ!!!! რესპუბლიკური საავადმყოფო თქვენს ექიმებს და პერსონალს ქედს ვუხრით! მადლობა ისეთი პატარა სიტყვაა, ვერაფერს იტევს. გულით გთხოვთ აიცერით, გადარჩები თუ გადაარჩენ".
"ჯოჯოხეთი გავიარე, წუთითაც კი და ზმეიკიანი პარკის კანდიდატი ვიყავი", — ასე იხსენებს რეანიმაციაში გატარებულ ყველაზე რთულ დღეებს ინეზა კოპალეიშვილი.
"სამივეს გვინდა სიცოცხლე ძალიან და რას არ მივცემდით, ახლა აცრილები რომ ვიყოთ!"
"გთხოვთ, აიცერით";
"გულით გთხოვთ, აიცერით";
"აიცერით, გთხოვთ";
"გთხოვთ, განაგრძეთ აცრები";
"არ მოგიწოდებთ, გთხოვთ რომ აიცრათ და აქ არ მოხვდეთ"...
თამუნა თანდაშვილი ამ დროის განმავლობაში ყველა სტატუსს ერთი თხოვნით ასრულებდა. თავის პოსტებში იგი აღწერდა იმ რეალობას, რომელიც საავადმყოფოს შიგნით იყო მაშინ, როცა საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება მკვეთრად უარესდებოდა. ის წერდა ლიმიტირებულ ადგილებზე, ადამიანებზე, რომლებიც ვერ გადარჩნენ, ექიმებზე, რომლებიც არ ისვენებდნენ... ასევე მასთან ერთად რეანიმაციაში მყოფ პაციენტებზე.
თამუნა თანდაშვილმა რეანიმაციაში — 27, ინეზა კოპალეიშვილმა კი 34 დღე გაატარა. მათთან ერთად საავადმყოფოს მარტვილის ღვთისმშობლის ტაძრის წინამძღვარი — ხვიჩა ცაავაც დატოვებს. სამივეს სიცოცხლის გადასარჩენად გულიკო ქილიფთარი და ნანა მელიქიშვილი იბრძოდნენ.
თამუნა მათთან მომუშავე ქართველ ექიმებს "სუპერ პროფესიონალების გუნდს" უწოდებს:
"რეანიმაციაში დისციპლინა და თავდადებული ექიმები და ახალგაზრდა ექთნები არიან. ქალების ძალა დიდია. სრული მობილიზებაა, უბრალოდ ძალიან მძიმე პაციენტები არიან, პაციენტები არ არიან აცრილები და ძალიან გვიჭირს ამ ვერაგ ვირუსთან ბრძოლა".
თამუნას სიტყვებით რეანიმაციაში სიცოცხლე "გაუფასურებული" და "პირობითია", ხოლო საავადმყოფოში გატარებული დღეები სავსეა კოლაფსებით, ჰალუცინაციებით, უიმედობით. მისი თქმით, ძილისაც ეშინოდა, თუმცა პალატაში მყოფი სამეული ერთმანეთს ამხნევებდა:
"ინეზა მე მამხიარულებს, მე მამაოს ვთხოვ გააორმაგოს ლოცვები და მრევლს მოუწოდოს აცრებისკენ, ინეზა მაგალითს გვაძლევს. მაგის ჯინაზე ვდგები ფეხზე, რო ნახოს რო სუსტი არ ვარ. 65 წლის ქალი რკინის ქალამნებით ადგება და ყველას დაუმტკიცებს რომ სიცოცხლე ძვირფასია და ყველაფერს აიტანს და გადარჩება".
თამუნა თანდაშვილი კორონავირუსით მეორედ 21 ივლისს დაინფიცირდა. პირველ ინფიცირებაზე მაშინ გაიგო, როცა ანტისხეულების ტესტი გაიკეთა და აღმოაჩინა, რომ 2020 წლის თებერვალში გადატანილი მაღალი სიცხეები და სისუსტე კორონავირუსი იყო.
"შეცდომა დავუშვი რომ არ ავიცერი მყისიერად. რას ვიფიქრებდი რომ კორონა თავს თავიდან დამატყდებოდა და ჩამაგდებდა სიკვდილის ხახაში".
რეინფიცირებას მარტივად არ ჩაუვლია. თამუნას მდგომარეობა მაღალი სიცხეების შემდეგ დამძიმდა. თავდაპირველად კოვიდ სასტუმროში იყო, შემდეგ კი რესპუბლიკურ სავადმყოფოს რეანიმაციაში გადაიყვანეს.
აქედან დაიწყო თამუნამ თავისი ისტორიის საჯაროდ მოყოლა. რეანიმაციაში ყოფნის დროს ის ყველაზე მეტად იმას ნანობდა, რომ აცრილი არ იყო:
"მე ცუდი მაგალითი ვარ, ვარჩევდი ვაქცინას და არ ვიჩქარე. მინდა რომ იცოდნენ როგორ მეშინია, რა სუსტი ვარ, რა განსაცდელია და არაფრით არ მოხვდნენ აქ. მერე ყველაფერი პირობითი ხდება".
17 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 6 208 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 3 539, ხოლო გარდაიცვალა — 47 ადამიანი. ინფიცირების დღევანდელი მაჩვენებელი ანტირეკორდია.
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას.
ქვეყნის მასშტაბით ვაქცინაცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO)-ს მიერ ავტორიზებული 4 ვაქცინით მიმდინარეობს. ვაქცინაზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ საიტს booking.moh.gov.ge-ს.
-
გადახედვაროგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ როგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
კომენტარები