ხარვეზები კონსტიტუციის ცვლილების პროექტში — სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასება
სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიიჩნევს, რომ მიშელის შეთანხმების ის ნაწილი, რომელიც პროკურატურის რეფორმირების ნაწილს ეხება, ვერ შესრულდება, თუკი პოლიტიკური ძალები კონსტიტუციაში ამ მიმართულებით არსებით ცვლილებებს არ შეიტანენ. ამასთან დაკავშირებით ორგანიზაციის მიერ მომზადებულია კვლევა, სადაც გაანალიზებულია, რამდენად პახუხობს კონსტიტუციის ცვლილების პროექტი 19 აპრილის შეთანხმებას. ორგანიზაცია არასაკმარისად მიიჩნევს შემოთავაზებულ ცვლილებებს და პარლამენტს მოუწოდებს, კონსტიტუციურ ცვლილებებთან ერთად, უზრუნველყოს პროკურატურის სისტემის რეალური რეფორმა, რომლიც პროკურატურას მაღალი ანგარიშვალდებულების და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის მქონე უწყებად გარდაქმნის.
19 აპრილის დოკუმენტი და პროკურატურასთან დაკავშირებული საკითხები
როგორც ცნობილია, მიშელის დოკუმენტი ხუთპუნქტიანია და მოიცავს პოლიტიკურად მოტივირებულ მართლმსაჯულებას, ამბიციურ საარჩევნო რეფორმას, სასამართლოს და პროკურატურის რეფორმას, ძალთა გადანაწილებას პარლამენტში და მომავალ არჩევნებს.
რაც შეეხება კონკრეტულად გენერალური პროკურორის არჩევის წესს, დოკუმენტში წერია, რომ პარტიები იღებენ ვალდებულებას, შეათანხმონ პოზიციები გენერალური პროკურორის არჩევის ანტი-ჩიხური მექანიზმის შესამუშავებლად, სადაც მთავარი ფაქტორი პარლამენტარების კვალიფიციური უმრავლესობის გადაწყვეტილება იქნება.
- პირველი ორი მცდელობა საჭიროებს კვალიფიციურ უმრავლესობას. შემდგომი მცდელობები მოითხოვს უბრალო უმრავლესობას;
- ხმის მიცემა ჩატარდება წინა კენჭისყრიდან 4 კვირის შემდეგ;
- ნებისმიერი დანიშვნა ამ ჩიხში შესვლის საწინააღმდეგო პროცედურის შესაბამისად დროებითია, ვადა შეზღუდულია ერთი წლით, რომლის განმავლობაშიც დანიშვნის სტანდარტული პროცედურა ხელახლა უნდა დაიწყოს.
დოკუმენტის ხელმოწერიდან დღემდე მიშელის შეთანხმების საკითხებზე ხელისუფლებას და ოპოზიციური პოლიტიკური ძალების უდიდეს ნაწილს შორის მუდმივი დაპირისპირებაა და მმართველმა პარტიამ დოკუმენტი ანულირებულადაც კი გამოაცხადა. თუმცა, ამ დოკუმენტით გათვალისწინებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა მაინც დაწყებულია. ამ დროისთვის პროექტის საზოგადოებრივი განხილვა მიმდინარეობს და და რეალურად ცვლილებები ამ განხილვის შემდეგ უნდა შევიდეს პროექტში.
საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი — პროკურატურის ნაწილი
პროექტის თანხმად, გენერალურ პროკურორთან დაკავშირებით შემდეგი ცვლილებები უნდა შევიდეს:
- მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი გენერალურ პროკურორს ირჩევს
სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით, ანუ 90 ხმით; - თუ პარლამენტი სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით გენერალურ პროკურორს ორჯერ ვერ აირჩევს, პარლამენტი გენერალურ პროკურორს ირჩევს სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ანუ 76 ხმით;
- მეორე და მესამე კენჭისყრა ტარდება შესაბამისი წინა კენჭისყრიდან არაუადრეს 28-ე დღისა და კენჭი ეყრება ერთსა და იმავე კანდიდატს;
- მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტის მიერ სრული შემადგენლობის უმრავლესობით არჩეული გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადაა 1 წელი.
ცნობისთვის, დღეს მოქმედი კანონმდებლობით, გენერალურ პროკურორს 6 წლის ვადით ირჩევს პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ანუ 76 ხმით, ოღონდ კანდიდატი წარდგენილი უნდა იყოს საპროკურორო საბჭოს მიერ.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის შენიშვნები
"მიუხედავად იმისა, რომ ინიცირებული პროექტი, ფორმალურად შეესაბამება 19 აპრილის შეთანხმებას, კონსტიტუციური კანონის პროექტი არ ქმნის სრულ გარანტიებს პირველ რიგში, გენერალური პროკურორის კანდიდატის ღიად, გამჭვირვალედ და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებით შერჩევისთვის", — ნათქვამია დასკვნაში.
კონკრეტულად კი გამოყოფილია შემდეგი პრობლემები:
- ინიცირებული პროექტი ვიწროდ განიხილავს პროკურატურის რეფორმის საკითხს და მხოლოდ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნის წესის ცვლილებით შემოიფარგლება. რაც ერთმნიშვნელოვნად არ არის საკმარისი უწყების დამოუკიდებლობისა და ნდობის ხარისხის ზრდისთვის;
- შეთანხმებისგან განსხვავებით, ინიცირებული პროექტი ზღუდავს იმ პირთა წრეს, ვინც შეიძლება იყოს განხილული გენერალური პროკურორის თანამდებობაზე პარლამენტის მიერ;
- გენერალური პროკურორის არჩევის წესი პრობლემურია არა მხოლოდ პარლამენტის დონეზე საბოლოო გადაწყევტილების მიღებისას, არამედ საწყის ეტაპზეც, საპროკურორო საბჭოს დონეზე გენერალური პროკურორობის კანდიდატის შერჩევის დროსაც;
- საპროკურორო საბჭოს დონეზე კანდიდატის შერჩევის არსებული მოდელი და წესი, არ არის საკმარისად გამჭვირვალე და არ დგას ახლოს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან;
- საპროკურორო საბჭოს ეტაპზე კანდიდატის შერჩევის პროცესი არ არის სრულად მოწესრიგებული ორგანული კანონით, რაც ტოვებს თავისუფალ სივრცეს საპროკურორო საბჭოსთვის, საკუთარი შეხედულებისამებრ შეცვალოს დებულებით დადგენილი წესი.
- მსგავსი მოწესრიგება განსაკუთრებით პრობლემურია საპროკურორო საბჭოს არსებული შემადგენლობის, უფლებამოსილების და ნდობის კრიზისის ფონზე, რადგან პრობლემურია საპროკურორო საბჭოს შემადგენლობა და მისი უფლებამოსილების ფარგლებიც;
- სათანადოდ არ არის გადანაწილებული ფუნქციები გენერალურ პროკურორს და საპროკურორო საბჭოს შორის;
- მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ის, რომ დღეს დევნის და გამოძიების უფლებამოსილება ერთი უწყების ხელშია მოქცეული.
ორგანიზაციის რეკომენდაციები
იმ ხარვეზების გათვალისწინებით, რაც ორგანიზაციის კვლევიდან იკვეთება, სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიიჩნევს, რომ აუცილებელია:
- გენერალური პროკურორის არჩევის წესის სრულად ცვლილება, საპროკურორო საბჭოს ეტაპიდან, პარლამენტის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე;
- საპროკურორო საბჭოს კომპოზიციის და უფლებამოსილების გადასინჯვა, საბჭოსა და გენერალურ პროკურორს შორის უფლებამოსილების გადანაწილება;
- ინდივიდუალურ პროკურორთა დამოუკიდებლობის ხარისხის ზრდა;
- საპროკურორო და საგამოძიებო უფლებამოსილების გამიჯვნა და პროკურატურის ფუნქციებიდან საგამოძიებო უფლებამოსილების გატანა.
შესაბამისად, ორგანიზაცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს პოლიტიკურ ჯგუფებს, რომ "გონივრულად გამოიყენონ არსებული შესაძლებლობა და გააფართოვონ ინიცირებული პროექტის ფარგლები". მათი რეკომენდაციით, რეფორმა არ უნდა შეიზღუდოს მხოლოდ პარლამენტის დონეზე გენერალური პროკურორის არჩევის საკითხით და უნდა მოიცვას ზემოთ აღნიშნული საკითხები.
-
გადახედვამეცნიერებმა ორი მამრისგან ჯანმრთელი თაგვები გამოიყვანეს და ეს მდედრის დნმ-ის გარეშე მეცნიერებმა ორი მამრისგან ჯანმრთელი თაგვები გამოიყვანეს და ეს მდედრის დნმ-ის გარეშე
-
გადახედვაისტორიაში პირველად, პაპმა ფეხთბანვის რიტუალი მხოლოდ ქალების მონაწილეობით ჩაატარა ისტორიაში პირველად, პაპმა ფეხთბანვის რიტუალი მხოლოდ ქალების მონაწილეობით ჩაატარა
-
გადახედვაშაქრო კალაშოვმა ციხე დატოვა შაქრო კალაშოვმა ციხე დატოვა
-
-
გადახედვაბეთჰოვენის დნმ-ში განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი არ გამოვლინდა — რას ნიშნავს ეს ბეთჰოვენის დნმ-ში განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი არ გამოვლინდა — რას ნიშნავს ეს
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც მაშინ უნდა გააკეთო, როცა მოწყენილი ხარ On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც მაშინ უნდა გააკეთო, როცა მოწყენილი ხარ
-
გადახედვაკალაძე მელიასა და გვარამიაზე: ბოროტების და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის კალაძე მელიასა და გვარამიაზე: ბოროტების და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის
-
გადახედვაორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა ორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა
-
გადახედვაComcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე Comcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე
-
გადახედვანახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან ნახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან
-
გადახედვასომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა სომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა
-
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას
-
გადახედვაბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს
-
გადახედვაჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა ჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა
-
გადახედვათბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი
-
გადახედვადედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი დედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი
-
გადახედვავენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა ვენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა
-
-
გადახედვაინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს ინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს
-
გადახედვაბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე
კომენტარები