ქალების მიმართ არ იქნება დისკრიმინაცია, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენი წესების ფარგლებში — თალიბანის პრესსპიკერი
20-წლიანი ომის დასრულებისა და ავღანეთზე კონტროლის ხელში აღების შემდეგ თალიბანმა მედიასთან პირველი პრესკონფერენცია გამართა, სადაც თალიბანის პრესსპიკერმა, ზაბიჰულაჰ მუჯაჰიდმა ქალთა უფლებებზე ისაუბრა. მან ამ საკითხს "ძალიან მნიშვნელოვანი" უწოდა და თქვა, რომ მხარს უჭერენ ქალთა უფლებებს, თუმცა მხოლოდ შარიათის კანონის ფარგლებში.
"ისლამური საამირო შარიათის კანონის ფარგლებში მხარს უჭერს ქალთა უფლებებს. ჩვენს დებს აქვთ იგივე უფლებები, ისინი შეძლებენ, რომ ისარგებლონ ამ უფლებებით. შეეძლებათ დაკავდნენ აქტივობებით სხვადასხვა სექტორში, სფეროში ჩვენი წესებისა და რეგულაციების საფუძველზე. ისინი ჩვენთან ერთად, მხარდამხარ იმუშავებენ და თუ საერთაშორისო საზოგადოება წუხს, ჩვენ გვსურს ისინი დავარწმუნოთ, რომ ქალების მიმართ არ იქნება რაიმე სახის დისკრიმინაცია, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენი წესების ფარგლებში", — თქვა პრესსპიკერმა.
საგულისხმოა, რომ 1996-2001 წლებში, როდესაც ავღანეთი შარიათის კანონის შესაბამისად იმართებოდა, ქალებს უწევდათ, რომ ეტარებინათ ბურკა, რომელიც მათ მთელს სხეულს ფარავდა. ასევე, შარიათის კანონი უკრძალავდა 10 წელზე უფროს გოგოებს, რომ სკოლაში ევლოთ.
თალიბანის პრესსპიკერმა პრესკონფერენციაზე, ასევე, განაცხადა, რომ ისინი შურისძიებას არ აპირებენ.
"მსურს, დავარწმუნო თანამემამულეები, არ აქვს მნიშვნელობა ისინი თარჯიმნები იყვნენ, იყვნენ თუ არა სამხედრო საქმიანობაში ჩართული, თუ იყვნენ მოქალაქეები, მათ ყველას ვპატიობთ. შურს არავისზე ვიძიებთ. ახალგაზრდები, რომელთაც აქვთ ნიჭი, ვინც აქ გაიზარდნენ, ჩვენ არ გვინდა, რომ ისინი წავიდნენ", — განაცხადა მან.
რაც შეეხება მედიის საქმიანობას, ზაბიჰულაჰ მუჯაჰიდის განცხადებით, თალიბანი თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის მხარდამჭერია, თუმცა ამ მხრივ არაფერი უნდა იყოს ისლამური ღირებულებების საწინააღმდეგო.
"როდესაც საქმე ეხება მედიის საქმიანობას, არაფერი უნდა იყოს ისლამური ღირებულებების საწინააღმდეგო, ამიტომ აქ ისლამური ღირებულებები უნდა იყოს გათვალისწინებული. მედია არ უნდა მუშაობდეს ეროვნული ღირებულებების, ეროვნული ერთიანობის წინააღმდეგ", — ამბობს დაჯგუფების პრესსპიკერი.
გაიგე მეტი:
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვამოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
-
გადახედვავენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს ვენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს
-
გადახედვაDRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს DRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს
კომენტარები