ავღანეთის ვიცე-პრეზიდენტი მოსახლეობას წინააღმდეგობისკენ მოუწოდებს
ავღანეთის ვიცე-პრეზიდენტი, ამრულა სალეჰი მოსახლეობას თალიბანის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდებს. სალეჰი ერთ-ერთია იმ პოლიტიკოსებიდან, რომლებმაც ქვეყანა მას შემდეგაც არ დატოვეს, რაც თალიბანმა ავღანეთის 24 პროვინცია, მათ შორის, ქაბული აიღო. ვიცე-პრემიერი აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებას ტვიტერზე ეხმაურება:
"ახლა პრეზიდენტ ბაიდენთან ავღანეთის შესახებ კამათს აზრი არ აქვს. აცადეთ გაიაზროს. ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ ავღანეთი ვიეტნამი არ არის, ხოლო თალიბები ახლოსაც კი ვერ მივლენ ვიეტკონგელებისგან. ჩვენ ამერიკისა და ნატოსგან განსხვავებით, შემართება არ დაგვიკარგავს და წინ დიდ შესაძლებლობებს ვხედავთ. უსარგებლო გაფრთხილებები დასრულდა. შემოუერთდით წინააღმდეგობას!"
16 აგვისტოს მან სოციალური ქსელის მეშვეობით ავღანეთში დარჩენილი მოსახლეობა გაამხნევა და დაწერა, რომ ქვეყანაში მათთან ერთად ისიც რჩება: "ჩემს მიწაზე. ჩემს ხალხთან ერთად. მიზეზისა და მიზნისთვის. სიმართლის მყარი რწმენით."
ამრულა სალეჰი იმასაც განმარტავს, რომ რადგან პრეზიდენტმა ქვეყანა დატოვა, მისი ადგილი კონსტიტუციურად ვიცე-პრეზიდენტს ეკუთვნის, შესაბამისად, ქვეყნის მმართველად ახლა საკუთარ თავს მიიჩნევს:
"სიცხადისთვის: ავღანეთის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის არყოფნის, გაქცევის, გადადგომის ან გარდაცვალების შემთხვევაში, მის ადგილს დროებით ვიცე-პრეზიდენტი იკავებს. ამჟამად ჩემს ქვეყანაში ვიმყოფები და ლეგიტიმურად პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ვარ. ვცდილობ, სხვა ლიდერებსაც დავუკავშირდე, მათი მხარდაჭერა მოვიპოვო და ერთად მივაღწიოთ კონსესუსს."
ვიცე-პრეზიდენტი ამბობს, რომ თალიბანთან ერთად ერთ ჭერქვეშ ყოფნას არ აპირებს და მათ არ დაემორჩილება, რის გამოც იგი ქვეყნის სხვა ლიდერებთან შეხვედრას იწყებს.
"მე არასოდეს, არავითარ შემთხვევაში არ დავემორჩილები თალიბანის ტერორირსტებს. მე არასოდეს ვუღალატებ ჩემი გმირის აჰმად შაჰ მასუდის ხსოვნასა და მემკვიდრეობას... მე არ გავუცრუებ იმედებს იმ მილიონობით ადამიანს, რომლებმაც მომისმინეს. მე არასოდეს ვიქნები თალიბანთან ერთ ჭერქვეშ", — აცხადებს ის.
ამ სიტყვებიდან მეორე დღეს, 16 აგვისტოს ჟურნალისტების მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ამრულა სალაჰი, აჰმად შაჰ მასუდის ვაჟს, აჰმად მასუდსა და ქვეყნის სხვა ლიდერებს, მასუდის მშობლიურ პროვინციაში, ფანჯშირში ხვდება. აჰმად შაჰ მასუდი, რომელსაც ფანჯშირის ლომსაც უწოდებენ, ავღანეთის ეროვნული გმირია, რომელიც ქვეყნის გათავისუფლებისთვის წლების განმავლობაში, ჯერ საბჭოთა რეჟიმის, შემდეგ კი, თალიბანის წინააღმდეგ იბრძოდა. იგი 2001 წელს თალიბმა ტერორისტეტმა მოკლეს. ფანჯშირი ამ დროისთვის ერთადერთი პროვინციაა, რომლის დაკავებაც თალიბანმა ვერ შეძლო. იმავე დღეს ვრცელდება ფოტო, რომელშიც სალეჰი და ქვეყნის სხვა ლიდერები ერთ ოთახში სხედან და სავარაუდოდ, თალიბანის წინააღმდეგ სამოქმედო გეგმაზე საუბრობენ.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები