თქვენ ჩვენი უკანასკნელი იმედი ხართ — აჰმად მასუდი დასავლეთს დახმარებას სთხოვს
The Washington Post-ზე გამოქვეყნდა ავღანეთის ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტის ლიდერის, აჰმად მასუდის წერილი, რომელშიც ის დასავლეთს დახმარებას სთხოვს, ავღანელი ხალხის თალიბებისგან დასაცავად. ის ავღანეთის სამოქალაქო ომის დროინდელი მხედართმთავრისა და ჩრდილოეთის ალიანსის მეთაურის, აჰმად შაჰ მასუდის შვილია, რომელსაც განათლება ბრიტანეთში აქვს მიღებული და პროგრესულ ძალად ითვლება.
მასუდი ამბობს, რომ მოჯაჰედის მეომრები საბრძოლველად მზად არიან და იბრძოლებენ, მაგრამ დასავლეთის დახმარების გარეშე დამარცხდებიან და ეს ავღანელების საბოლოო დაღუპვის ტოლფასი იქნება.
გთავაზობთ The Washington Post-ზე გამოქვეყნებულ ოპ-ედს სრულად:
მოჯაჰედების წინააღმდეგობა თალიბანის წინააღმდეგ ახლა იწყება. მაგრამ ჩვენ გვჭირდება დახმარება
1998 წელს, როდესაც მე 9 წლის ვიყავი, მამაჩემმა — მოჯაჰედის მეთაურმა აჰმად შაჰ მასუდმა, თავისი ჯარისკაცები ჩრდილოეთ ავღანეთში, პანჯშირის ხეობის გამოქვაბულში შეკრიბა. ისინი ისხდნენ და უსმენდნენ მამაჩემის მეგობარს, ფრანგ ფილოსოფოსს ბერნარდ-ანრი ლევის, რომელიც მათ მიმართავდა — "როდესაც თქვენ იბრძვით თქვენი თავისუფლებისთვის, თქვენ ასევე იბრძვით ჩვენი თავისუფლებისთვის".
მამაჩემს თალიბანის რეჟიმთან ბრძოლის დროს ეს არასდროს დავიწყებია. იქამდე, სანამ მას 2001 წლის 9 სექტემბერს თალიბანისა და ალ ქაიდას ბრძანებით მოკლავდნენ, ის ავღანეთის ბედისწერისთვის და ასევე დასავლეთისთვის იბრძოდა.
ახლა ეს საერთო ბრძოლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე ყოფილა ჩემი სამშობლოსთვის ბნელ და რთულ საათებში.
დღეს მე პანჯშირის ხეობიდან ვწერ, მზად ვარ, გავყვე მამაჩემის ნაკვალევს მოჯაჰიდის იმ მებრძოლებთან ერთად, რომლებიც მზად არიან, კიდევ ერთხელ შეებრძოლონ თალიბანს. ჩვენ გვაქვს საბრძოლო მასალისა და იარაღის მარაგები, რომლებსაც მამაჩემის დროიდან მოთმინებით ვაგროვებდით, რადგან ვიცოდით, რომ შესაძლოა, ასეთი დღე დამდგარიყო.
ჩვენ ასევე გვაქვს იმ ავღანელთა იარაღი, ვინც პანჯშირში წინააღმდეგობისთვის შეერთების ჩემს მოწოდებას ბოლო 72 საათის განმავლობაში გამოეხმაურა. ჩვენ გვყავს ავღანეთის რეგულარული არმიის ჯარისკაცები, რომლებიც შეურაცხყოფილნი იყვნენ თავიანთი მეთაურების დანებებით და ახლა თავიანთი აღჭურვილობით მიემართებიან პანჯშირის გორაკებისკენ. ავღანეთის სპეცრაზმის ყოფილი წევრებიც შემოუერთდნენ ჩვენს ბრძოლას.
მაგრამ ეს არ არის საკმარისი. თუ თალიბანის მეთაურები დაიწყებენ თავდასხმას, ისინი, რა თქმა უნდა, ჩვენგან მედგარ წინააღმდეგობას წააწყდებიან. ყველა პოზიციაზე, რომლის დაკავებასაც ისინი ცდილობენ, ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტის დროშა ფრიალებს ისევე, როგორც ერთიანი ეროვნული ფრონტის დროშა ფრიალებდა 20 წლის წინ. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი სამხედრო ძალები და ლოჯისტიკა არ იქნება საკმარისი. ისინი სწრაფად ამოიწურება, თუკი ჩვენი მეგობრები დასავლეთში ჩვენი დაუყოვნებელი მომარაგების გზას ვერ იპოვიან.
შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა ბრძოლის ველი დატოვეს, მაგრამ ამერიკას ჯერ კიდევ შეუძლია, იყოს "დემოკრატიის დიდებული არსენალი", როგორც ფრანკლინ რუზველტმა თქვა, როდესაც რთულ სიტუაციაში მყოფი ბრიტანელების დასახმარებლად აშშ მეორე მსოფლიო ომში ჩაერთო.
ამ მიზნით, მე ვევედრები ავღანეთის მეგობრებს დასავლეთში, რომ იშუამდგომლონ ჩვენთვის ვაშინგტონში და ნიუ იორკში, კონგრესთან და ბაიდენის ადმინისტრაციასთან. იშუამდგომლონ ჩვენთვის ლონდონში, სადაც მე სწავლა დავასრულე და პარიზში, სადაც მამაჩემის ხსოვნას ამ გაზაფხულზე პატივი მიაგეს ელისეის ბაღებში ერთ-ერთი ბილიკისთვის მისი სახელის დარქმევით.
იცოდეთ, რომ მილიონობით ავღანელი იზიარებს თქვენს ღირებულებებს. ჩვენ ამდენი ხანია ვიბრძვით, რომ გვქონდეს ღია საზოგადოება, სადაც გოგოებს შეეძლებათ, გახდნენ ექიმები, ჩვენი მედია თავისუფლად გააშუქებს მოვლენებს, ჩვენს ახალგაზრდებს შეეძლებოდათ ცეკვა და მუსიკის მოსმენა, ან ფეხბურთის მატჩებზე დასწრება სტადიონებზე, რომლებიც ერთ დროს თალიბანის მიერ სახალხო სიკვდილით დასჯებისთვის იყო გამოყენებული და შესაძლოა, მალე ისევ გამოიყენონ.
თალიბანი მხოლოდ ავღანელი ხალხის პრობლემა არ არის. ავღანეთი თალიბანის კონტროლს ქვეშ უდავოდ გახდება რადიკალური ისლამისტური ტერორიზმის საყრდენი; დემოკრატიების წინააღმდეგ შეთქმულებები აქ კიდევ ერთხელ გამოიჩეკება.
რაც არ უნდა მოხდეს, მე და ჩემი მოჯაჰიდი მებრძოლები დავიცავთ პანჯშირს, როგორც ავღანეთის თავისუფლების უკანასკნელ ბასტიონს. ჩვენი სულისკვეთება ურყევია. ჩვენ გამოცდილებიდან ვიცით, რაც გველოდება.
მაგრამ ჩვენ გვჭირდება მეტი იარაღი, მეტი საბრძოლო მასალა და მეტი მარაგები.
ამერიკასა და მის დემოკრატიულ მოკავშირეებს ავღანელებთან საერთო მხოლოდ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა არა აქვთ. ახლა ჩვენ გვაქვს ხანგრძლივი ისტორია, რომელიც საერთო იდეებმა და ბრძოლებმა შექმნა. ჯერ კიდევ ბევრი რამის გაკეთება შეგიძლიათ თავისუფლების მიზნის დასახმარებლად. თქვენ ჩვენი უკანასკნელი იმედი ხართ.
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
კომენტარები