თალიბანის მებრძოლებმა DW-ს ჟურნალისტის ძებნისას მისი ნათესავი მოკლეს
თალიბანის მებრძოლებმა, რომლებიც გერმანული მედიის, Deutsche Welle-ს ჟურნალისტს ეძებდნენ, მისი ოჯახის ერთი წევრი მოკლეს, მეორე კი მძიმედ დაშავდა. DW-ს ინფორმაციით, ჟურნალისტი ამ დროისთვის გერმანიაშია. მისი სხვა ნათესავები თალიბანის სასტიკ რეჟიმს გაექცნენ და იძულებულნი არიან დაიმალონ.
DW-ს დირექტორმა, პიტერ ლიმბურგმა მომხდარი ფაქტი დაგმო და გერმანიის ხელისუფლებას მოქმედებისკენ მოუწოდა.
"გუშინ თალიბანის მიერ ჩვენი ერთ-ერთი რედაქტორის ახლო ნათესავის მკვლელობა წარმოუდგენლად ტრაგიკულია და მოწმობს იმ მწვავე საფრთხის შესახებ, რომელიც ჩვენს ყველა თანამშრომელს და მათ ოჯახის წევრებს ემუქრებათ ავღანეთში.
აშკარაა, რომ თალიბები უკვე აწარმოებენ ჟურნალისტების ორგანიზებულ ჩხრეკას, როგორც ქაბულში, ისე პროვინციებში. ჩვენ დრო გვეწურება", — განაცხადა ლიმბურგმა.
გამოცემის ინფორმაციით, თალიბანმა დაარბია DW-ს სულ მცირე სამი ჟურნალისტის სახლი. დაჯგუფების წევრები დევნიან, იტაცებენ და კლავენ სხვადასხვა მედიასაშუალებებში მომუშავე ჟურნალისტებს და მათ ოჯახის წევრებს.
სავარაუდოდ, თალიბანის წევრებმა გაიტაცეს კერძო ტელევიზიის, Ghargasht TV-ის ჟურნალისტი, ნემატულაჰ ჰემატი და დახვრიტეს რადიო Paktia Ghag-ის ხელმძღვანელი ტოოფან ომარი. ასევე, სავარაუდოდ თალიბების წარმომადგენელმა ორმა კაცმა, ორ აგვისტოს ჯალალაბადის ქუჩაში მოკლa გერმანული გაზეთის, Die Zeit-ის თანამშრომელი და მთარგმნელი ამდადულაჰ ჰამდარდი. ერთი თვის წინ კი, გარდაიცვალა მსოფლიოში ცნობილი ინდოელი ფოტოგრაფი და პულიცერის პრემიის ლაურეატი დანიელ სიდიკი, მისი მკვლელობაც თალიბანის პასუხისმგებლობაა.
გერმანიის ჟურნალისტთა ასოციაცია (DJV) ასევე მოუწოდებს გერმანიის მთავრობას, მიიღოს სწრაფი ზომები. გაერთიანების თავმჯდომარის თქმით, გერმანია არ უნდა იყოს უმოქმედოდ, როცა ჟურნალისტებს დევნიან და კლავენ. მისი თქმით, აუცილებელია ამ ჟურნალისტების გადარჩენა და გერმანიაში თავშესაფრის მიცემა.
თალიბანმა ხელისუფლების ყველა წარმომადგენლისათვის საყოველთაო "ამნისტია გამოაცხადა" და მთავრობაში ქალები მიიწვია. მათი თქმით, ხალხს შეუძლია, დაუბრუნდეს თავის რუტინულ ყოველდღიურობას. ამის მიუხედავად, ისინი დევნიან ქუჩაში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამოსულ მოქალაქეებს, იმ ქალებს, რომლის ჩაცმის სტილიც არ მოსწონთ, ჟურნალისტებს და ახლა უკვე მათ ოჯახის წევრებსაც.
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
კომენტარები