10 მითი მასტურბაციის შესახებ
როგორც წესი, მასტურბაციაზე არ ლაპარაკობენ ხოლმე. თუ მაინცდამაინც, მხოლოდ ჩურჩულით, გადაკვრით, ბილწი ხუმრობით ან მორცხვი ღიმილით თუ იტყვიან რამეს. არადა ადამიანების სრული უმრავლესობა მიმართავს ხოლმე საკუთარი თავის სიამოვნების ამ ხერხს და მასში სათაკილო ან არაბუნებრივი არაფერია.
ამის მიუხედავად, საზოგადოების დიდ ნაწილში ეს საკითხი დღემდე ტაბუირებულია, რის გამოც მუდმივად უამრავი მითი და არასწორი წარმოდგენა ვრცელდება, რომელთაც ხშირად გარშემომყოფებისგან მცირე ასაკიდანვე ვისმენთ და ხანდახან ბევრ ზრდასრულსაც კი სჯერა ამ მოარული ცრუ ამბების.
ახლა სწორედ იმ რამდენიმე საყოველთაოდ გავრცელებული მითის შესახებ გიამბობთ, რომელთაც არაფერი აქვს საერთო სიმართლესთან და მხოლოდ სიამოვნების მიღების ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო, ჯანსაღ და ბუნებრივ გზაზე გვაბრკოლებს.
1. "მხოლოდ კაცები მასტურბირებენ"
პირველი რიგში, სწორედ ეს წარმოდგენა უნდა გაბათილდეს, რადგან როცა მასტურბაციაზე საუბრობენ, თითქმის ყოველთვის და ყველგან უპირველესად კაცების გამოცდილება მოიაზრება. თუ თქვენც ასე ფიქრობდით, მაშინ განსაკუთრებული ახალი ამბავი გვაქვს: დიახ, ქალებიც მასტურბირებენ. მეტსაც გეტყვით: სხვადასხვა კვლევის თანახმად, ქალების არც ისე მცირე ნაწილს სხვასთან სექსსაც კი ურჩევნია მასტურბაცია.
კვლევები აჩვენებს იმასაც, რომ მართალია, ქალებთან შედარებით უფრო ბევრი კაცი მიმართავს მასტურბაციას თავისი სიცოცხლის განმავლობაში, მაგრამ ეს იმ უთანასწორო სოციალური ნორმებით შეიძლება აიხსნას, რომლებიც კაცებს სექსუალურ ცხოვრებაში მეტ თავისუფლებას ანიჭებს და სანაცვლოდ ქალებს ზღუდავს: მაგალითად, ჯერ კიდევ ბავშვობაში ბიჭებს სხვა კაცები თითქმის ყოველთვის ესაუბრებიან სექსუალობასთან დაკავშირებულ საკითხებზე და მათი გაგებით, "კაცად ჩამოყალიბებაში" ეხმარებიან მაშინ, როცა გოგოებს უფროსები, მთელი სოციუმი და კულტურა მუდამ მოკრძალებისკენ და თავშეკავებისკენ მოუწოდებს. პოპკულტურაც, იქნება ეს ფილმები, სერიალები ან თუნდაც საქვეყნოდ ცნობილი ხუმრობები, უმეტესად კაცების მასტურბაციის ისტორიებს გვიყვება. პორნოინდუსტრიაც კი ძირითადად სწორედ კაცების მკვეთრად მასკულინურ ფანტაზიებზეა აგებული, არადა (კიდევ ერთი სიურპრიზი!) ქალებიც უყურებენ პორნოს და ბევრი მათგანისთვის ისეთივე სიამოვნების წყაროა ეს, როგორც კაცების დიდი ნაწილისთვის.
2. "მასტურბაცია გარყვნილებაა"
თუ ისევ და ისევ სამეცნიერო კვლევებს დავუჯერებთ, ადამიანების სრული უმრავლესობა მასტურბირებს ან ცხოვრების რაღაც ეტაპზე და გარკვეულ ასაკში მაინც აკეთებდა ამას. თუ ამ მოვლენის მსგავს სრულიად გაუმართლებელ მორალისტურ, პურიტანულ შეფასებას დავუჯერებთ, თითქმის ყველა ჩვენგანი გარყვნილია. მეტსაც გეტყვით: ვინც ამბობს, რომ "მასტურბაცია გარყვნილებაა", დიდი ალბათობით, საკუთარ თავსაც მოიაზრებს ამაში.
მასტურბაცია სრულებით ბუნებრივი მოვლენაა, რომელიც არ გვნებს და მხოლოდ ერთი უწყინარი მიზანი აქვს: საკუთარი თავის სიამოვნება, რაც დანაშაულად ნამდვილად ვერ ჩაითვლება.
3. "მეტისმეტად ბევრი მასტურბაცია საზიანოა"
თუ მასტურბაციისას ფიზიკურ ზიანს არ აყენებ შენს სხეულს, მაშინ სხვა მხრივ ის სრულიად უსაფრთხოა. არ არსებობს კონკრეტულად დადგენილი სტანდარტი, თუ რა სიხშირით უნდა დაკავდე მასტურბაციით ან რაოდენობა, რომელსაც დღის, კვირის ან თვის განმავლობაში არ უნდა გადასცდე: ყველას ორგანიზმი და მოთხოვნილებები ინდივიდუალურია.
4. "მასტურბაცია დამოკიდებულებას იწვევს"
მასტურბაციაზე დამოკიდებულების ისეთივე საფრთხე შეიძლება ემუქრებოდეს ვინმეს, როგორც სხვა ნებისმიერ რამეზე, მაგალითად, ვიდეოთამაშებზე ან ფულის ფლანგვაზე, თუმცა ამ რისკის გამო ჩვენ ხომ არ ვეუბნებით ადამიანებს, რომ ვიდეოთამაშები ან მაღაზიაში საყიდლებზე წასვლა საშიშია? იგივეა მასტურბაციის შემთხვევაშიც.
თანაც კონკრეტულ დამოკიდებულების პრობლემურობას მაინცდამაინც რაოდენობა არ განსაზღვრას: მასტურბაციის პრაქტიკა მაშინაა საყურადღებო, თუ ის ყოველდღიურ ცხოვრებაში გიშლით ხელს — პირად ურთიერთობაში, სამსახურში, სწავლასა და ა.შ. ძალიან იშვიათია, მაგრამ თუ ემოციურად სხვა რამეზე კონცენტრაციას ვეღარ ახერხებთ და დიდი ხნის განმავლობაში უკვე დისკომფორტი გექმნებათ, მაშინ უნდა მიმართოთ სპეციალისტს.
5. "მასტურბაცია უნაყოფობას იწვევს"
ესეც კიდევ ერთი მითი, რომელიც საკმაოდ პოპულარულია დღესაც კი, არადა ამის დამადასტურებელი რეალური ფაქტები არ არსებობს. დადგენილია, რომ მასტურბაცია ქალების რეპროდუქციულ უნარზე გავლენას საერთოდ არ ახდენს და იგივე შეგვიძლია ითქვას კაცებზეც.
უბრალოდ კაცების შემთხვევაში ერთი დეტალია გასათვალისწინებელი: თუ სისტემატურად, დღეში ერთზე მეტჯერ მასტურბირებ, ამან შესაძლოა გარკვეული დროით სპერმის რაოდენობის შემცირება გამოიწვიოს, რადგან ორგანიზმს სპერმის სათანადო რაოდენობის აღსადგენად 12-დან 24 საათამდე დრო სჭირდება. სწორედ ამ პერიოდში დამყარებული სექსუალური კავშირისას შეიძლება ჩასახვის შანსები მცირე იყოს, რაც, ცხადია, მალევე თავისით გამოსწორდება.
6. "მასტურბაცია ერექციულ დისფუნქციას იწვევს"
ამაზე პირდაპირ პროფესიონალი ექსპერტის, ამერიკელი ექიმი სუზან კელოგის პასუხს შემოგთავაზებთ, რომელიც აშშ-ში, პენსილვანიის შტატში ქალთა სექსუალური ჯანმრთელობის ცენტრს უძღვება:
"ერექციული დისფუნქცია მასტურბაციის შედეგად არ ვითარდება. ის, რამაც შეიძლება როგორც კაცებს, ისე ქალებს დაბრკოლება შეუქმნას, არის ხშირი მასტურბაციისას კონკრეტული შეხების ტიპთან (იქნება ეს ვიბრატორი თუ ხელი) მიჩვევა, რამაც, შესაძლოა, შემდგომში პარტნიორთან სექსუალური აქტის დროს მგრძნობელობა შეამციროს და ორგაზმის მიღწევა გაართულოს".
7. "მასტურბაცია ჯანმრთელობას და სასქესო ორგანოს ვნებს"
როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, მასტურბაციას თქვენი ჯანმრთელობისთვის ზიანი არ მოაქვს, თუ თავად ემოციურად არ გრძნობთ იმას, რომ ჩვეულ ურთიერთობებსა თუ სექსუალურ ცხოვრებაში ხშირი მასტურბირება გაბრკოლებთ.
პირიქით, აქვე გეტყვით, რომ მრავალი კვლევის თანახმად, კაცებში სისტემატური მასტურბაცია პროსტატის კიბოს განვითარების რისკს საგრძნობლად ამცირებს.
8. "მასტურბაციას სარგებელი არ აქვს"
ამას, ალბათ, ისინი ამბობენ, ვისთვისაც ნებისმიერი სექსუალური შინაარსის აქტი მხოლოდ ბავშვის ჩასახვასთანაა კავშირში. საკუთარ თავს რომ სიამოვნებას ანიჭებ, საკმარისი არ არის ვითომ? მაგრამ, ბევრის გასაკვირად, მასტურბაციას სხვა დადებითი შედეგებიც ახლავს თან: მაგალითად, სამედიცინოს სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ მასტურბაცია ადამიანებს ხშირად სტრესის შემცირებაში, ძილის ხარისხის გაუმჯობესებაში, დასვენებაში, საკუთარი სხეულის უკეთ გაცნობასა და სექსუალური ცხოვრების გაუმჯობესებაშიც კი ეხმარება.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მასტურბაცია ისეთი ჰორმონების გამოყოფასაც ზრდის, როგორებიც სეროტონინი და დოფამინია, რაც ჩვენს გუნება-განწყობილებაზეც დადებითად აისახება.
9. "მხოლოდ ისინი მასტურბირებენ, ვისაც პარტნიორი არ ჰყავს"
ესეც მცდარი მოსაზრებაა, რადგან მასტურბაცია აუცილებლად და ყოველთვის სექსის სათადარიგო ვარიანტი არ არის. ბევრი ადამიანი, ვისაც შეყვარებული ან მუდმივი პარტნიორი ჰყავს, მაინც მასტურბირებს ხოლმე და ამაში არაფერია დასაძრახი — ბოლოსდაბოლოს, საკუთარი სხეულია ის ერთადერთი, რომელზეც ყოველთვის შეიძლება დარწმუნებული იყო, რომ მუდამ შენ გვერდით იქნება.
ასევე ვინმესთან ურთიერთობისას მასტურბაციის მოთხოვნილებაც აუცილებლად არ ნიშნავს, რომ არაჯანსაღი ურთიერთობა გაქვს, ეს არ არის ამის განმსაზღვრელი ინდიკატორი. ბევრ ადამიანს სხვა რაღაცებთან ერთად მაინც დიდ სიამოვნებას ანიჭებს ეს პროცესი და ამაში არაფერია საგანგაშო, თუ თავად არ ფიქრობს, რომ ეს ფაქტორი აბრკოლებს და ხელს უშლის ურთიერთობაში.
10. "მასტურბაცია სიბრმავეს, ხელებზე თმის ამოსვლას, სახეზე გამონაყარს, ფსიქიკურ პრობლემებს და ა.შ. იწვევს"
ჩამოთვლილთაგან არცერთი და სხვა მსგავსი უსაშველოდ გაზვიადებული ცრუ გაფრთხილებები სიმართლეს არ შეესაბამება. მსგავსი ტყუილები, ალბათ, დიდი ხნის წინ იმათ მოიგონეს, ვისთვისაც სექსი მხოლოდ განაყოფიერებასთან იყო გაიგივებული. რადგანაც მასტურბაცია არავის განაყოფიერებას არ იწვევს, მეტიც — სექსუალური სიამოვნების მიღების ყველაზე უსაფრთხო გზაა, ვიღაცებმა ამ პროცესისთვის რეპუტაციის შესალახად უსაფუძვლო შიშების გაჩენა სცადეს. არადა, საკუთარი სხეულის შესწავლა და იმის გაგება, თუ რა მოგწონს, არც საშიშია, არც სირცხვილი, არც სიბინძურე და არც გარყვნილება.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
კომენტარები