ფაიზერის მეორე დოზის გასაკეთებლად მისული მოქალაქე შეცდომით სინოფარმით აცრეს
ფაიზერის მეორე დოზის გასაკეთებლად მისული მოქალაქე შეცდომით სინოფარმით აცრეს. მარი ჭეიშვილი ამბობს, რომ შემთხვევა წმინდა ნიკოლოზის სახელობის სამედიცინო ცენტრში მოხდა.
ჭეიშვილის თქმით, კლინიკაში მისულს უთხრეს, რომ იმ დღეს ვაქცინაცია მხოლოდ ფაიზერით მიმდინარეობდა და მიუხედავად იმისა, რომ დასაზუსტებლად იკითხა, ჰქონდათ თუ არა ნამდვილად ფაიზერის ვაქცინა, მაინც შეეშალათ და სინოფარმი გაუკეთეს.
"ძლივს მოხუც ექიმთან გავლილი კონსულტაციის შემდეგ მივედი ექთანთან. უსაყვარლესი ქალი იყო, ძაან შინაურულად ლაპარაკობდა და მეთქი თბილისში გავიგე, რომ აერიათ ვაქცინები და შეიძლება ვნახო-მეთქი და კი, აი, ნახე, თუ გინდა გადაიღეო. მანახა ფლაკონი გადაჯღაპნილი ჰქონდა რაღაც, მე მივაწერე, მჭირდებოდაო და უკან ჩინური წარწერებია. ვეკითხები, რატომ აწერია ჩინურად, წინაზე წავიკითხე ფაიზერი-მეთქი და არა ეს არის ფაიზერიო, დღეს სხვა ვაქცინა არც გვაქვსო, სინოფარმი ორშაბათს და ოთხშაბათს არისო და დღეს პარასკევიაო.
აცრის შემდეგ გადმოვჯექი ცოტა მოშორებით, მოდის ეს ექთანი, აი, მაცივარი აქ არის, განახებ შეფუთვას, თუ გინდა გადაიღეო, თითქოს არც ვაპირებდი, მაგრამ გამიმზადა და გადავიღე. აქაც ჩინურად აწერია ყველაფერი, მაგრამ მაინც არ ვიხრი წარბს, რადგან ზოგადად ადამიანებს ვენდობი. აქაც ვკითხე, აი, ეს აწერია მეთქი და არაო ესააო რა და გავჩერდი. ამასობაში ჩემს მერე ვიღაც კაცი შევიდა და იმანაც იკითხა ხო ფაიზერიაო და კიო ექიმმაც და ექთანმაც, დღეს ფაიზერის დღეაო", — წერს ის ფეისბუქგვერდზე.
მისივე თქმით, ფლაკონზე წაიკითხა წარწერა Beijing Institute of Biological Products და დაგუგლა, რის შემდეგაც დარწმუნდა, რომ მათი წარმოებული ვაქცინა სწორედ სინოფარმია. ჭეიშვილი ამბობს, რომ კლინიკაში პასუხი მოითხოვა, რის შემდეგაც ჯანდაცვის სამინისტროში დარეკეს და გაარკვიეს, რომ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
"2 კვირაში მობრძანდით, გაგიკეთებთ ანტისხეულებზე ტესტს და მერე გეტყვით, ითვლებით თუ არა სრულად ვაქცინირებულიო. თუ არადა, ისიც არ იციან, ალბათ, რას იზამენ. დირექტორმა, მამუკა იოსელიანმა პირველ ადგილზე დავაყენებ ამ საქმეს და თითქოს ჩემი პირადი იყოს ისე მივხედავო, იმნაძესაც დავურეკავო, ავაწრიალე ყველაო.
პირველ რიგში, არის ჯანდაცვის სისტემის ბრალი, რადგან წესიერად ექიმები/ექთნები ვერ გადაუმზადებიათ და ვერ დაამახსოვრებინეს რომ ფაიზერის ვაქცინის დროს ფაიზერი უნდა ეწეროს ფლაკონს და სინოფარმის დროს რაღაც ჩინური იეროგლიფები", — წერს ის ფეისბუქზე.
წმინდა ნიკოლოზის სახელობის სამედიცინო ცენტრი ევექსი კლინიკების შემადგენლობაშია. კომპანიაში On.ge-ს განუცხადეს, რომ დაწყებულია მოკვლევა და მედდას უფლებამოსილება შეუჩერეს. მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაციის პროცესი მაქსიმალურად კონტროლდება, მსგავსი ფაქტი მოხდა.
"გვინდა აღვნიშნოთ, რომ კლინიკურად ასეთი შემთხვევები შესწავლილია და საბედნიეროდ, სიცოცხლისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს. ამის მიუხედავად, ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა, მედდას უკვე შეუჩერდა უფლებამოსილება და გრძელდება ამ ფაქტის შესწავლა შემდგომი რეაგირებისათვის.
საბედნიეროდ, ვაქცინირებული 2 პირი თავს კარგად გრძნობს. მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვაზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს კომპანია. ნებისმიერი საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ კლინიკური გუნდის ჩართულობით ჩავუტაროთ მათ ყველა შესაბამისი გამოკვლევა და ჯანმრთელობის მონიტორინგი", — წერია მათ განცხადებაში.
On.ge ცდილობს ჯანდაცვის სამინისტროსა და NCDC-ში დამატებითი ინფორმაციის მიღებას.
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
კომენტარები