იან კელი და დევიდ კრამერი: საქართველო ზურგს აქცევს დასავლეთს
საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, იან კელიმ და ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარმა, დევიდ კრამერმა The Foreign Policy-ში წერილი გამოაქვეყნეს სახელად — საქართველო ზურგს აქცევს დასავლეთს. ისინი აკრიტიკებენ მმართველ გუნდს რიგი გადაწყვეტილებებისა, თუ განცხადებების გამო და ამბობენ, რომ ქართული ოცნება თბილისს მოსკოვის ორბიტაზე აქცევს, როცა დემოკრატიულ ინსტიტუციებს შლის.
კელი და კრამერი აღნიშნავენ, რომ წლების განმავლობაში საქართველო იყო ყველაზე პროდასავლური ქვეყანა რეგიონში და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების სურვილით, დემოკრატიის მიმართულებით, უდიდეს პროგრესს მიაღწია. თუმცა მათი თქმით, ამ პროგრესს ემუქრება მმართველი გუნდი.
"ქართული ოცნება, როგორც ჩანს, უფრო მეტად აპირებს ძალაუფლების ხელში ჩაგდებას, ვიდრე დასავლური მმართველობის სტანდარტების დაკმაყოფილებას. ის ასევე აძლიერებს კავშირებს რუსეთთან და ბელორუსთანაც კი", — ვკითხულობთ წერილში.
ისინი განიხილავენ სერგეი გავრილოვის ვიზიტს, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, არჩევნებს, მელიასა და რურუას საქმეებს, მედიისა და სასმართლოს თავისუფლების საკითხს, შეთანხმების ანულირებას და სხვა მოვლენებს, როგორც მაგალითებს იმისა, რომ მმართველი გუნდი დასავლეთს აქცევს ზურგს და რუსეთისკენ ისწრაფვის. მათ შორის, საუბრობენ ფეისბუქის მიერ ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული ქსელების წაშლაზეც და ხაზს უსვამენ, რომ ის ანგარიშები ანტიდასავლურ ნარატივებს აღვივებდნენ და თავს ესხმოდნენ აშშ-სა და ევროპას მაშინ, როცა ისმოდა კრიტიკული განცხადებები ხელისუფლების მიმართ.
"ზოგი ქართულ ოცნებაში აკეთებს იმას, რაც სახელმწიფოს ხელში ჩაგდების ტოლფასია. ხდება ძალაუფლებისა და სიმდიდრის კონცენტრაცია ელიტის მცირე ჯგუფის ხელში — იმ დროს, როდესაც კორონავირუსის პანდემია მძვინვარებს ქვეყანაში და ზიანს აყენებს ეკონომიკას", — წერენ ისინი.
კელი და კრამერი მიმოიხილავენ არჩევნებსაც და აღნიშნავენ, რომ ეჭვგარეშეა, ქართულმა ოცნებამ ხმების უმრავლესობა მიიღო, მაგრამ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ის, საკმარისი იყო თუ არა ეს ხმები კოალიციის გარეშე ხელისუფლებაში მოსასვლელად. მათივე თქმით, არჩევნები საერთაშორისო დამკვირვებლებმა კონკურენტულად შეაფასეს, თუმცა ანალიტიკოსების უმეტესობა თანხმდება, რომ ქართული ოცნება ცდილობდა ოპოზიციური ძალების მარგინალიზაციას, ძალაუფლების მონოპოლიზაციას და სასამართლო სისტემის კონტროლს.
განცხადებაში საუბარია 5-6 ივლისის ძალადობრივ მოვლენებზე და აღნიშნულია, რომ აქციის მონაწილეთა ნაწილი დაკავშირებული იყო რუსეთთან და საქართველოს ეკლესიასთან, რომელიც ინარჩუნებს კავშირს რუსულ ეკლესიასთან. ამასთანავე, კელი და კრამერი ამბობენ, რომ პრემიერმინისტრმა ვერ აღკვეთა და არ დაგმო ძალადობა, რითიც ხელი შეუწყო დაძაბულობას.
"მისმა უუნარობამ, დაეგმო და მოეხდინა ძალადობის პრევენცია, ხელი შეუწყო დაძაბულობას, ერთის მხრივ, ღირსების მარშის მონაწილეებსა და ჟურნალისტებსა და მეორე მხრივ, კონტრაქციის მონაწილეებს შორის
"ღარიბაშვილმა ითამაშა რა ქართული საზოგადოების ნაკლებად ტოლერანტული ნაწილისა და მართლმადიდებელი ეკლესიის გრძნობენზე, პრაიდის მარში შეაფასა, როგორც "ქართული საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მიუღებელი" და "ორგანიზებული რევანშისტული ძალების მიერ, როგორიცაა რადიკალური ოპოზიცია". მარშის ორგანიზატორები, რომლებიც ფაქტობრივად ძალადობის მსხვერპლი იყვნენ, ღარიბაშვილის აზრით, იქცეოდნენ "არაგონივრულად" და "სამოქალაქო დაპირისპირების" საფრთხე შექმნეს", — ვკითხულობთ განცხადებაში.
ისინი ამბობენ, რომ ძალაუფლების ბოროტად გამოყენება არ არის უპრეცენდენტო ქართული პოლიტიკისთვის და მაგალითად 2007 წლის ნოემბრის მოვლენები მოყავთ, თუმცა იქვე აღნიშნავენ, რომ უპრეცენდენტოა ქართული ოცნების მიერ შარლ მიშელის შეთანხმების ანულირება და მიიჩნევენ, რომ ეს დასავლეთზე უფრო მეტად ჩამოშორება და არალიბერალურ რეჟიმებთან დაახლოებაა.
კელი და კრამერი განიხილავენ ბელორუსთან შეთანხმების ამოქმედებასაც და ამბობენ, "ქართული ოცნების სტანდარტებისთვისაც კი გამაოგნებელია", რომ ეს არის შეთანხმება მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ რეჟიმთან, მაშინ, როცა ბელარუსის KGB ცნობილია რუსულ FSB-სთან ახლო კავშირით.
"ევროკავშირთან შეთანხმების გაუქმება მაშინ, როცა ძალაში შედის მინსკში დიქტატორულ რეჟიმთან შეთანხმება საქართველოსთვის არ არის საუკეთესო ვარიანტი. ეს აძლიერებს შეშფოთებას დღევანდელი ქართული ხელისუფლების დასავლური ორიენტაციისა და დემოკრატიული ღირებულებების ერთგულებასთან დაკავშირებით",— აცხადებენ ისინი.
კელი და კრამერი ამბობენ, რომ ბოლოდროინდელი მოვლენები ძირს უთხრის წლების განმავლობაში გაწეულ მძიმე შრომას ევროინტეგრაციისთვის და ახლა "ზოგიერთი ევროპელი უკან იხევს", კერძოდ, ისინი საუბრობენ იმაზე, რომ ბალტიის ქვეყნებმა პრემიერმინისტრ ღარიბაშვილს ვიზიტები გაუუქმეს. აღსანიშნია, რომ ამ ფაქტს მთავრობა უარყოფს.
მათი თქმით, ამგვარი დემოკრატიული უკუსვლის ფონზე, არის ნაბიჯები, რომლის გადადგმაც ვაშინგტონს შეუძლია და უნდა გადადგას. კერძოდ, კელი და კრამერი ფიქრობს, რომ თუ მმართველი გუნდი არ დაუბრუნდება შეთანხმებას, არ გააუქმებს ხელშეკრულებას ბელორუსთან, ბაიდენის ადმინისტრაციამ სანქციებზე უნდა იფიქროს. როგორც ისინი აღნიშნავენ, ასეთი ზომები საჭიროა დაღმასვლის შესაჩერებლად.
კელი და კრამერი ამბობენ, რომ აშშ-მ ეს საქართველოს მოსახლეობის იმ უმრავლესობისვის უნდა გააკეთოს, ვისაც დასავლური მომავალი სურს. მათივე თქმით, ვაშინგტონის ინტერესებშია, რომ რეგიონში ყველაზე პროამერიკულ ქვეყანაში აშშ-ს ინტერესები დაიცვას.
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
კომენტარები