ნაყოფია ამბობს, უკრაინაში, სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ ქვეყანაში შემოსვლისას, საზღვართან შეაყოვნეს და ბარგი გაუჩხრიკეს
დეპუტატი, ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი კობა ნაყოფია აცხადებს, რომ უკრაინიდან საქართველოში დაბრუნებისას საზღვარზე ერთი საათით შეაყოვნეს და ბარგი გაუჩხრიკეს. მისი თქმით, საბაჟოს წარმომადგენლები ფაქტს "ტექნიკური ხარვეზით" ხსნიდნენ, თუმცა თავად ამის არ სჯერა და ინციდენტს უკრაინაში, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას უკავშირებს.
"ერთი საათი მე გახლდით გაჩერებული საზღვარზე. თავიდან მეუბნებოდნენ, რომ ეს არის ტექნიკური ხარვეზი. რა თქმა უნდა, მე ამ ტექნიკური ხარვეზის არ მჯერა, იმიტომ, რომ ზუსტად ვიცი, რომ ყველა ის მგზავრი, რომელიც ჩამოვიდა იგივე რეისით — მე გახლდით კიევში, ვხვდებოდი პრეზიდენტ სააკაშვილს და დღეს მოვფრინავდი კიევიდან საქართველოში — ყველა მგზავრი, რა თქმა უნდა, გაატარეს, დარჩენილი ვიყავი მარტო მე.
ელოდებოდნენ ჩემს ბარგს, რომელიც დროზე არ იქნა, რატომღაც, მოტანილი. ეტყობა ათვალიერებდნენ ჩემს ბარგს. მერე ხელჩანთაც გაჩხრიკეს, რისი უფლებაც, სხვათა შორის, არ ჰქონდათ, მაგრამ, ყველანაირი კანონის დარღვევით ქნეს ეს", — განაცხადა კობა ნაყოფიამ.
ნაყოფია ამბობს, რომ მისი, როგორც დეპუტატის ჩანთის ჩხრეკის უფლება მებაჟეებს არ ჰქონდათ, ამიტომ, ფაქტზე რეაგირებისკენ პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდებს. ის, ასევე, აპირებს სამართალდამცავ ორგანოებს მიმართოს.
"რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან იქნება სათანადო რეაგირება და მე, პირველ რიგში, მოვუწოდებ პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ კუჭავას, რომ ეს ინციდენტი იქნას გამოძიებული. ჩვენ აუცილებლად მივმართავთ სამართალდამცავ ორგანოებს ამ ინციდენტის გამოძების საკითხთან დაკავშირებით", — განაცხადა კობა ნაყოფიამ.
On.ge დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროსაც, სადაც გვითხრეს, რომ კითხვებზე ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ გვიპასუხებენ. უწყების ოფიციალურ პასუხს მიღებისთანავე შეგატყობინებთ.
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
კომენტარები