ისრაელმა საქართველო ე.წ. წითელი ქვეყნების სიიდან ნარინჯისფერ ჯგუფში დააბრუნა
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ბოლო ორი-სამი კვირის განმავლობაში კოვიდსიტუაცია მძიმეა, ისრაელმა საქართველო ე.წ. წითელი ქვეყნების სიიდან ნარინჯისფერ ჯგუფში დააბრუნა. მიღებული გადაწყვეტილებით, ისრაელის მოქალაქეები კვლავ შეძლებენ საქართველოში მოგზაურობას, თუმცა სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, დაექვემდებარებიან თვითიზოლაციას, ან კარანტინს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ისრაელის საელჩო ავრცელებს. თუმცა, ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე, სადაც კოვიდვითარებასთან დაკავშირებით ქვეყნების სტატუსი და რეკომენდაციებია მოცემული, ინფორმაცია ჯერ არ განახლებულა.
"მოხარული ვართ, გაცნობოთ, რომ გუშინ ისრაელის მთავრობამ საქართველო წითელი ქვეყნების ჯგუფიდან ნარინჯისფერ ქვეყნებში გადაიყვანა. რაც იმას ნიშნავს, რომ ისრაელელ ტურისტებს კვლავ შეუძლიათ ამ ულამაზეს ქვეყანაში სტუმრობა, ხოლო დაბრუნებისას ისინი დაექვემდებარებიან თვითიზოლაციას (ან კარანტინს). აღნიშნული გადაწყვეტილება, საქართველოს ახალ კატეგორიაში გადაყვანის თაობაზე, ძალაში შედის 1 სექტემბრიდან", — წერია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ისრაელმა საქართველოს ე.წ. წითელი ქვეყნის სტატუსი 23 ივლისს მიანიჭა, ხოლო საკუთარ მოქალაქეებს მოგზაურობა 30 ივლისიდან აუკრძალა.
მაშინ ისრაელის საელჩო საქართველოში აცხადებდა, რომ გადაწყვეტილება პერიოდულად გადაიხედებოდა, რაც ვირუსის გავრცელებაზე იქნებოდა დამოკიდებული.
ისრაელს აქვს ყვითელი — უსაფრთხო, ნარინჯისფერი — რისკის შემცველი და წითელი — მაღალი კოვიდრისკის მქონე ქვეყნების სიები, რომლებთანაც მოგზაურობა შესაბამისად დაშვებული ან შეზღუდულია. სიები ყოველ კვირა კოვიდსიტუაციიდან გამომდინარე ახლდება. ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ისრაელის მოქალაქეებმა და ქვეყანაში მუდმივმა მაცხოვრებლებმა, რომელთაც სურთ COVID-19 ინფიცირების ყველაზე მაღალი რისკის მქონე ქვეყნებში გამგზავრება, ნებართვა უნდა აიღონ გამონაკლისების კომიტეტისგან, რომელიც ნებართვას ინდივიდუალური ქეისის საჭიროებების შესწავლის საფუძველზე გასცემს. ამასთან, ყველა იმ მგზავრისთვის, ვინც ისრაელში ამ მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩადის, სავალდებულია იზოლაცია, მათ შორის გამოჯანმრთელებული და ვაქცინირებული პირებისთვის.
24 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 5 924 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 4 777, ხოლო გარდაიცვალა — 60 ადამიანი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 523 022-ს, სულ გამოჯანმრთელდა 458 265 ადამიანი, ხოლო ვირუსს ჯამში ემსხვერპლა 6 891 პირი.
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები