კარნეგის სამეცნიერო უნივერსიტეტის მეცნიერის, სკოტ შეპერდის თაოსნობით, მკვლევართა ჯგუფმა მზის სისტემაში ყველაზე სწრაფად მოძრავი ასტეროიდი აღმოაჩინა.

სულ რაღაც 1 კილომეტრის სიგრძის, პატარა კოსმოსური ქვა სახელად 2021 PH27 მზის გარშემო ერთი სრული წრის დარტყმას 113 დედამიწურ დღეს ანდომებს. ეს ჩვენთვის ცნობილი ყველაზე სწრაფი კოსმოსური ობიექტია თუ არ ჩავთვლით მერკურის, რომელიც მზის გარშემო ერთი სრული წრის დარტყმას 88 დღეს ანდომებს, მაგრამ PH27 მზეს 19.9 მილიონი კილომეტრით უახლოვდება, ხოლო მერკურის მიახლოების მაქსიმალური მანძილი 47 მილიონი კილომეტრია.

აღმოჩენა შუქს მოჰფენს მრავალ ასტეროიდს, რომლებიც მზის სისტემაში არიან. ჩვენ შევძლებთ უკეთ გავიგოთ მათი წარმომავლობისა თუ შემადგენლობის შესახებ.

მაშინ, როდესაც 2021 PH27 მზეს უახლოვდება, მისი ზედაპირი 482 გრადუსამდე ცხელდება, რაც საკმარისია იმისათვის, რომ მისმა ზედაპირმა ლღვობა დაიწყოს.

ამჟამად 2021 PH27 მზის უკან იმალება, თუმცა მკვლევრები იმედოვნებენ, რომ მომავალი წლის დასაწყისში ის ისევ გამოჩნდება და მასზე დაკვირვების გაგრძელებას კვლავ შეძლებენ.