შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩხოროწყუში კაცის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა 23 აგვისტოს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 1993 წელს დაბადებულ მ.მ.-სა და მის ძმას, 1996 წელს დაბადებულ ა.მ.-ს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ა.მ. გარდაიცვალა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.