"საქართველოს კაპიტალმა" განათლების სექტორში მორიგი ინვესტიცია განახორციელა
საინვესტიციო კომპანიამ "საქართველოს კაპიტალი" განათლების სექტორში ინვესტირების გაგრძელების შესახებ განაცხადა. საინვესტიციო კომპანიის საგანმანათლებლო მიმართულებას ორი ახალი სკოლა დაემატა: "ქართულ-ავსტრიული სკოლა ფესვები" დიდ დიღომში და "მწვანე სკოლის" ახალი, მეორე კამპუსი ნაძალადევის რაიონში.
ქართულ-ავსტრიული სკოლა ფესვები 2011 წელს დაარსდა და მას შემდეგ წარმატებით ოპერირებს საგანმანათლებლო სექტორში. სკოლა გამოირჩევა ინტერაქციული სასწავლო პროგრამით, რომელიც გულისხმობს მოსწავლეებთან ინდივიდუალურ მიდგომას და მათი უნარ-ჩვევების სრულ რეალიზებას. სკოლა მდებარეობს დიდ დიღომში და აღჭურვილია თანამედროვე საკლასო ოთახებით, საცურაო აუზითა და ღია სტადიონით, რომელიც გამწვანებულ 1,5 ჰექტარზეა განთავსებული.
"ძალიან სასიხარულოა, რომ ამ შეთანხმებით ჩვენს სკოლას შესაძლებლობა ეძლევა შეუერთდეს "საქართველოს კაპიტალის" საგანმანათლებლო გუნდს და განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდეს", — განაცხადა ქართულ-ავსტრიული სკოლა ფესვების დირექტორმა, მანანა გვირჯიშვილმა.
მწვანე სკოლის ქსელი 2021 სასწავლო წელს სიახლეებით ხვდება. დიღმის კამპუსს დაემატა ახალი სასწავლო კორპუსი და ახალი სპორტული ინფრასტრუქტურა: შიდა და გარე ჩოგბურთის კორტები. მწვანე სკოლის ქსელს ასევე დაემატა ახალი, მეორე კამპუსი. ახალი კამპუსი ნაძალადევის რაიონში, ისტორიულ რეკრეაციულ ზონაში, ხუდადოვის ტყეში, 5 ჰექტარზეა გაშლილი. სკოლის შენობა 600 მოსწავლეზეა გათვლილი, თანამედროვე სტანდარტებით არის გარემონტებული და მოწყობილი. ახალ კამპუსში ბავშვები ჯანსაღ გარემოში შეძლებენ განვითარებას და განათლების მიღებას. მწვანე სკოლას ამ ეტაპზე 1,300-ზე მეტი მოსწავლე ჰყავს და სკოლაში 150-ზე მეტი მაღალკვალიფიციური მასწავლებელია დასაქმებული. მწვანე სკოლა ნაძალადევში მოსწავლეების მიღება ბაღის ასაკიდან მე-6 კლასის ჩათვლით დაწყებულია და 2021 წლის სექტემბრიდან სკოლა მოსწავლეების პირველ ნაკადს ელოდება.
ბაკურ სულაკაური, მწვანე სკოლის დამფუძნებელი და საქართველოს კაპიტალის პარტნიორი: "სასიხარულოა რომ "საქართველოს კაპიტალთან" ერთად ვაგრძელებთ განვითარებას და დასახული მიზნების სისრულეში მოყვანას. ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში დასახული გვაქვს მომავალი განვითარების გეგმა, რომლის მიხედვითაც გვინდა მაღალი ხარისხის განათლება, უსაფრთხო გარემო და ინფრასტრუქტურა საქართველოში კიდევ უფრო ფართო მასშტაბზე გავხადოთ ხელმისაწვდომი".
ირაკლი გილაური, "საქართველოს კაპიტალის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი: "მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ "საქართველოს კაპიტალმა" განათლების სექტორში მორიგი ინვესტიცია განახორციელა. ეს ინვესტიცია წინ გადადგმული ნაბიჯია "საქართველოს კაპიტალის" სამომავლო გეგმების განხორციელებაში. ვგეგმავთ განვაგრძოთ ინვესტირება საგანმანათლებლო მიმართულებით და ხელი შევუწყოთ ამ სექტორის გაძლიერებასა და განვითარებას".
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები