ყველაფერი, რაც ილიაუნის ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამაზე უნდა იცოდეთ
25 აგვისტოს, 15:00 საათ-ზე, ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორები და წარმომადგენლები დაინტერესებული პირებისთვის გამართავენ შეხვედრას — LIVE-საინფორმაციო შეხვედრა: ილიაუნის ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამა. (შეხვედრის ბმული: https://bit.ly/3myosKZ)
ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამის მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული შესაძლებლობების შესახებ დაინტერესებულ პირებს ინფორმაციას გააცნობენ პროგრამის პროფესორები და წარმომადგენლები. პირებს ამ თემაზე გთავაზობთ ინტერვიუს, ილიაუნის სრულ პროფესორთან ფსიქოლოგიის მიმართულებით, ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამის თანადამფუძნებელთან, ჯანა ჯავახიშვილთან.
რა მიმართულებებს მოიცავს ილიაუნის ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამა?
ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამა მოიცავს ერთ მიმართულებას, რომელიც, თავის მხრივ, მოიცავს მთელ რიგ უაღრესად საინტერესო კურსებს: ნარკოვითარების ანალიზი (ნარკოეპიდემიოლოგია და ნარკოვითარების მონიტორინგი), ლეგალური და არალეგალური ფსიქოაქტიური საშუალებების ავადმოხმარების პრევენცია, წამალდამოკიდებულების მკურნალობა (ფსიქოკონსულტირებისა და ფსიქოლოგიური თერაპიების ჩათვლით), რეაბილიტაცია და ზიანის შემცირება, ადიქტოლოგიური შემთხვევის მართვა, ადიქციის ეკონომიკური და იურიდიული ასპექტები და ა.შ.
ილიაუნის ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამა პრაღის ჩარლზის უნივერსიტეტის ადიქტოლოგიის დეპარტამენტთან თანამშრომლობით შეიქმნა. მოგვიყევით ამის შესახებ.
ეს თანამშრომლობა დაიწყო 2010 წლიდან, როდესაც პრაღის ჩარლზის უნივერსიტეტის კოლეგებმა პროფესორი ტომაშ ზაბრანსკის ხელმძღვანელობით და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის — დამოკიდებულების კვლევის ცენტრის "ალტერნატივა ჯორჯიას" გუნდმა დავით ოთიაშვილის ხელმძღვანელობით მოახდინეს ინიციირება პროექტისა, რომელიც საქართველოში ადიქტოლოგიური განათლების ინსტიტუციური მექანიზმების განვითარებაზე იყო მიმართული. 2010-2017 წლების ინტერვალში მოხდა რამდენიმე ამგვარი პროექტის ერთმანეთის მიყოლებით განხორციელება საქართველოში — პროექტებს მხარს უჭერდნენ ჩეხეთის რესპუბლიკის განვითარების სააგენტო, ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტო და ევროკავშირი (ტემპუსის მექანიზმის ფარგლებში). შედეგად, გაკეთდა ძალიან კარგი საქმეები: ჩარლზის უნივერსიტეტში, ჰამბურგის უნივერსიტეტში, კრაკოვის იაგელონიურ უნივერსიტეტში სწავლება გაიარა ქართველი ადიქტოლოგების პირველმა თაობამ, 2013 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დავაფუძნეთ ადიქტოლოგიის ინსტიტუტი, რომელიც დღეს ჩვენი ახლახანს გარდაცვლილი კოლეგის, ტომაშ ზაბრანსკის სახელს ატარებს, 2015 წელს ილიაუნიში ამოქმედდა ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამა. დღეს ამ პროგრამას კურსდამთავრებულთა უკვე 6 გამოშვება ყავს. ჩვენი კურსდამთავრებულები მუშაობენ სხვადასხვა ადიქტოლოგიურ სერვისში, ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნულ ცენტრში, კვლევით დაწესებულებებში, მედია ორგანიზაციებში, ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებში და ა.შ. ადიქტოლოგია, როგორც თანამედროვე მულტიდისციპლინური დარგი, თანდათანობით ფეხზე დგება და ვითარდება საქართველოში.
პროგრამა თეორიულ ნაწილთან ერთად პრაქტიკულსაც მოიცავს?
პრაქტიკულ სწავლებას ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ ადიქციის კვლევების პროგრამაში. დავიწყოთ იქიდან, რომ სწავლების ყველა სემესტრში ჩვენი სტუდენტები საველე კვლევებს ატარებენ, სამაგიდო კვლევებთან ერთად. ხოლო მეოთხე სემესტრში, სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობის პარალელურად, მთელი სემესტრის განმავლობაში, სტუდენტები გადიან პრაქტიკას, რომლის დროსაც მათ აქვთ სხვადასხვა ორგანიზაციის მუშაობის სპეციფიკის გაცნობის საშუალება. მაგ., ე.წ. “Think tank”-ებში ისინი ეცნობიან კვლევით და ადვოკატირების საქმიანობას, ადიქტოლოგიურ სერვისებსა და ფსიქიკური ჯანმრთელობის ორგანიზაციებში — ფსიქოთერაპიულ და არტთერაპიულ მუშაობას ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე ან/და აზარტულ თამაშზე დამოკიდებულ ადამიანებთან, ზიანის შემცირების არასამთავრობო ორგანიზაციებში — სამუშაოებს ველზე, კლუბურ და საფესტივალო გარემოში და ა.შ.
ვის შეუძლია ილიაუნის ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარება? / მნიშვნელობა აქვს თუ არა ბაკალავრიატის სპეციალობას?
რამდენადაც ჩვენი პროგრამა მულტიდისიცპლინურია, აქ ჩაბარება შეუძლიათ სხვადასხვა სპეციალობის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულებს, დაწყებული სამედიცინო სპეციალობებიდან, ფსიქოლოგებიდან და სოციალური მუშაკებიდან, დამთავრებული პედაგოგებით, სკოლის ადმინისტრატორებით, იურისტებით, ჟურნალისტებითა და მედიამენეჯერებით.
სად შეძლებენ დასაქმებას ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულები?
ჩვენი კურსდამთავრებულები დასაქმებულები არიან როგორც სამთავრობო (საჯარო დაწესებულებებში), ასევე არასამთავრობო სექტორში. კერძოდ, ისინი მუშაობენ ადიქციებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებში, სარეაბილიტაციო ცენტრებში, ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნულ ცენტრში, განათლების სამინისტროში, მედიაორგანიზაციებში, კვლევით დაწესებულებებში, სკოლებში და ა.შ.
ადიქცია თანამედროვე მიმართულების სპეციალობაა, რამდენად მზარდია მასზე მოთხოვნა?
მოთხოვნა ადიქციის სპეციალისტებზე მაღალია როგორც საერთაშორისო მასშტაბით, ასევე საქართველოში. ორიათასიანი წლების მეორე ათწლეულიდან, ჩვენს ქვეყანაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ნარკოტიკების პრობლემის მართვის ინსტიტუციური მექანიზმების განვითარების თვალსაზრისით. კერძოდ, 2011 წელს შეიქმნა უწყებათაშორისი საბჭო, სამდივნოთი იუსტიციის სამინისტროში, რომელიც აკოორდინირებს სხვადასხვა უწყების შესაბამის ძალისხმევას; 2013 წელს შემუშავებულ იქნა სახელმწიფო ანტინარკოტიკული სტრატეგია, რომელსაც მოყვა, წლების მიხედვით, 4 ორწლიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება და განხორციელება; 2020 წელს დაფუძნდა ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრი; ასევე 2020 წელს შემუშავებულ იქნა ნარკოტიკების ავადმოხმარების პრევენციის ეროვნული სტრატეგია, ამჟამად პრევენციის სტრატეგიის შესაბამისი ეროვნული გეგმა შემუშავების პროცესშია. შემუშავებული სტრატეგიებისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმების განსახორციელებლად ქვეყანაში აუცილებელია სათანადოდ მომზადებული სპეციალისტების არსებობა, რაც განაპირობებს მზარდ მოთხოვნას ადიქტოლოგებზე საქართველოში.
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
კომენტარები