მომღერალი კანიე ვესტი სახელის შეცვლას აპირებს. მას უნდა, რომ Ye [იე] დაირქვას. სახელის ოფიციალურად შესაცვლელად კანიემ ლოს-ანჯელესის სასამართლოს 24 აგვისტოს მიმართა.

ლოს-ანჯელესის სასამართლოში გაგზავნილი დოკუმენტაციის მიხედვით, კანიეს სურს თავისი სრული სახელის — კანიე ომარი ვესტის ნაცვლად, დიდი ხნის განმავლობაში გამოყენებული ზედმეტსახელი Ye დაირქვას. დოკუმენტებში სახელის შეცვლის მიზეზად "პირადი მიზეზებია" მითითებული.

მუსიკოსმა სახელის შეცვლის სურვილი ჯერ კიდევ 2018 წელს გამოთქვა და ტვიტერზე დაწერა, რომ ამიერიდან ის კანიე ვესტის მაგივრად Ye იქნებოდა. სახელის ოფიციალურად შეცვლამდე შესაბამისი გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს.

აღსანიშნავია, რომ კანიეს 2018 წელს გამოშვებულ მე-8 ალბომსაც Ye ჰქვია.

2019 წელს კანიემ განაცხადა, რომ შეიძლებოდა "მილიარდერი ქრისტიანი გენიოსი კანიე ვესტი" დაერქვა. 2009 წელს, როდესაც სპორტული ფეხსაცმლის ხაზი გამოუშვა, კანიემ თქვა, რომ სურდა მისთვის "მარტინ ლუი მეფე უმცროსი" ეწოდებინათ.