დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

ქუთაისის კლინიკა ბომონდიში ახალნამშობიარები 26 წლის ქალი კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაცია On.ge-ს კლინიკაში დაუდასტურეს.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, ქალი საკეისრო კვეთის შემდეგ, ბათუმიდან კორონავირუსის გართულებებით ქუთაისში გადაიყვანეს. მას ფილტვის ქსოვილის დაზიანება და სუნთქვის მწვავე უკმარისობა ჰქონდა. გამოცემა ბათუმელების ინფორმაციით, ახალშობილი თავს კარგად გრძნობს.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 79 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ეს სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამასთან, 26 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 4 128 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო გამოჯანმრთელდა 5 611 ადამიანი.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: