ენმ-ს დანიშნული ზოგიერთი საარჩევნო კომისიის წევრი პროცესის მიმართ უნდობლობის დანერგვას ცდილობს — ცესკო
ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ დანიშნული ზოგიერთი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი საარჩევნო პროცესის მიმართ უნდობლობის დანერგვას ცდილობს.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ დანიშნული ზოგიერთი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი კი, მისი წარმდგენი პარტიის პოლიტიკური დღის წესრიგის ფარგლებში, საფუძველს მოკლებული ქმედებებით, ამ პროცესის მიმართ უნდობლობის დანერგვას ცდილობს. კერძოდ, მეორე დღეა საოლქო საარჩევნო კომისიებში შედის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნულ წევრთა მიმართვები განცხადებების სახით", — ამბობენ კომისიაში.
მათი თქმით, განცხადებებში პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენლები აპროტესტებენ საქმიანობას, რომელიც საუბნო საარჩევნო კომისიებმა კანონის მოთხოვნის შესაბამისად უნდა განახორციელონ.
"განცხადებებში, რომლებიც ერთნაირი შინაარსისაა, პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენლები აპროტესტებენ საქმიანობას, რომელიც საუბნო საარჩევნო კომისიებმა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მოთხოვნის შესაბამისად უნდა განახორციელონ. ამავე განცხადებებში მითითებულია, რომ პირველ სხდომებში პარტიის უფლებამოსილი პირების ჩართულობა მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს. ისინი კანონმდებლობით განსაზღვრულ ნორმებს (მაგალითად ხელმძღვანელ თანამდებობებზე ასარჩევ პირთა წრე) აპროტესტებენ განცხადებების წარდგენით საოლქო საარჩევნო კომისიებში, რაც სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია", — ამბობენ ისინი.
კომისიის განცხადებით, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს კომისიის საქმიანობაში და მათთვის გაუგებარია ნაციონალური მოძრაობის მიერ დანიშნული კომისიის წევრების პოზიცია.
"აღსანიშნავია, რომ საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს კომისიის საქმიანობაში, ესწრებოდეს კომისიის სხდომებს და მონაწილეობდეს კომისიის მიერ შესასრულებელ საარჩევნო ღონისძიებებში. შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის გაუგებარია აღნიშნული პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენლების პოზიცია, ვინაიდან კანონმდებლობის მოთხოვნები ხელმძღვანელი პირების არჩევასთან მიმართებაში, მათთვის იმთავითვე ცნობილი იყო. ყველასთვის ცნობილია ის ფაქტიც, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მოქმედებს საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, რომლითაც ცალსახადაა. დადგენილი საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა არჩევის წესი. აქედან გამომდინარე გაურკვეველია, კანონის ფარგლებში რა რეაგირებას ითხოვს აღნიშნული პოლიტიკური სუბიექტი საარჩევნო ადმინისტრაციისგან", — აცხადებენ ცესკოში.
კომისიის განცხადებით, ვარაუდობენ, რომ მიმდინარეობს დისკრედიტაციული კამპანია, რომელიც საზოგადოებაში ამ პროცესის მიმართ უნდობლობის გამოწვევას ემსახურება.
"ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის მუშაობაში აქტიური ჩართულობისთვის არ არის აუცილებელი ხელმძღვანელ თანამდებობაზე ყოფნა, საამისოდ კომისიის ყველა წევრს გააჩნია თანაბარი შესაძლებლობა ჩართული იყოს საარჩევნო პროცესში", — ამბობენ ისინი.
ცენტრალური საარჩევნო კომისია მოუწოდებს, საუბნო კომისიებში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ დანიშნულ წევრებს, იმოქმედონ რეგლამენტის მიხედვით და იყვნენ კონსტრუქციულები.
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
კომენტარები