თბილისში კორონავირუსით გარდაიცვალა 19 წლის ქალი, რომელმაც ერთი თვის წინ იმშობიარა. როგორც On.ge-ს ბოკერიას სახელობის კლინიკაში უთხრეს, კოვიდინფიცირეული ორსული მათთან 30 ივლისს შეიყვანეს, ხოლო პირველ აგვისტოს მას საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. მათივე ინფორმაციით, ქალის მდგომარეობა დამძიმდა და 2 აგვისტოს რეანიმაციაში გადაიყვანეს.

"რესპირატორული პრობლემები შეექმნა და 2-ში გადაიყავენს რეანიმაციაში. მას შემდეგ სულ რეანიმაციაში იყო. ვერ მოხერხდა მისი გადარჩენა, წუხელ, გვიან ღამით გარდაიცვალა", — აცხადებენ კლინიკაში.

მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილის შვილს ვირუსი არ აქვს და ის თავს კარგად გრძნობს.