თიბისი გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი გახდა
თიბისი გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპებს (WEPs) ოფიციალურად შეუერთდა. ამ გადაწყვეტილებით ბანკმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის მიმართ ერთგულება, რაც თიბისის კორპორაციული კულტურის განუყოფელი ნაწილია.
გაეროს ქალთა გაძლიერების შვიდი პრინციპი ერთგვარი გზამკვლევია მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბიზნესებისთვის, რომ დაიცვან სამუშაო სივრცეში და ჩვენს სოციუმში ქალთა და მამაკაცთა თანასწორი უფლებები, იზრუნონ მათ გაძლიერებაზე, ჯანმრთელობასა და მათთვის უსაფრთხო გარემოს შექმნაზე. პრინციპები სრულ თანხვედრაშია ადამიანის უფლებების, მათ შორის, შრომის უფლებების საერთაშორისო ნორმებთან.
ამ პრინციპებთან მიერთებით, თიბისი იღებს ვალდებულებას, რომ გამოიყენებს იმგვარ სამუშაო პრაქტიკას, რომელიც ქალებსა და მამაკაცებს თანაბრად აძლიერებს. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა კომპანიის მხრიდან, რომ თანასწორი, უსაფრთხო და ღირსეული გარემო შეუქმნას ყველა თანამშრომელს და მომხმარებელს.
აღსანიშნავია, რომ შვიდი პრინციპიდან სამი კომპანიის გარეთ საქმიანობას ეხება და საზოგადოებასა და მომხმარებელზე ზრუნვას ისახავს მიზნად. ამგვარი აქტივობებია საწარმოების მხარდაჭერა (ქალი მეწარმეების დაფინანსება), შესყიდვებისა და მარკეტინგის პრაქტიკის ამ პრინციპებთან შესაბამისობაში მოყვანა, სათემო ინიციატივები და სხვა საზოგადოებასა და მომხმარებელზე ორიენტირებული საქმიანობა.
„მოხარული ვარ, რომ თიბისი გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი კომპანია გახდა — ეს თიბისიში ქალების ეკონომიკური გაძლიერებისა და თანასწორობის უზრუნველყოფის მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. მთელი რიგი მიზნები დავსახეთ, რომელთა შესრულებასაც დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით. ამ პრინციპების კომპანიის საქმიანობაში ასახვა უამრავ შესაძლებლობას ქმნის. პირველ რიგში, ქალებისა და კაცების თანასწორობა თანამშრომლებისთვის უკეთეს სამუშაო გარემოს უზრუნველყოფს", — ამბობს ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.
"ვფიქრობ, რომ ამ ნაბიჯის გადადგმის შემდეგ კიდევ მეტი ნიჭიერი ადამიანი დაინტერესდება თიბისის გუნდთან შემოერთებით, რაც გააძლიერებს ჩვენი კომპანიის კონკურენტუნარიანობას და ხელს შეუწყობს მდგრად განვითარებას. ჩვენი კომპანიისთვის ასევე პრიორიტეტულია ე.წ. ESG პრინციპების დაცვა, რაც ითვალისწინებს მდგრადი განვითარების, გარემოს დაცვისა და კარგი მმართველობის პრაქტიკის დანერგვას", — დაამატა მან.
გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპები შემუშავდა გაეროს გლობალური შეთანხმებისა (UN Global Compact) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) ერთობლივი ძალისხმევით. ბოლო თვეების მანძილზე თიბისიმ აქტიურად ითანამშრომლა გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან, რაც პრინციპების ხელმოწერით დასრულდა.
-
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
კომენტარები