დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 27 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში სრულად ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 12,1%, რაც 345 315 ადამიანს შეადგენს.

მათივე განცხადებით, 1 დოზით აცრილია 749 754 პირი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 26,3%-ია. ამასთან, დღეის მდგომარეობით, ჯამში ჩატარდა 1 095 069 აცრა, ხოლო 26 აგვისტოს აიცრა 26 418 ადამიანი.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ამჟამად 10 ლოკაციაზეა შესაძლებელი, აქედან 5 დედაქალაქშია, 5 კი რეგიონებში, მათ შორის, მცხეთაში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ზესტაფონში.

ნახეთ სრულად: