იმედგაცრუებული ვართ ასეთი განცხადებებით და მიგვაჩნია, რომ შეუსაბამოა — კულება კალიულაიდზე
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრი კულებამ ესტონეთის პრეზიდენტის განცხადებას, რომ უკრაინა, მოლდოვა და საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციისთვის მზად არ არიან, "შეუსაბამო" უწოდა და აღნიშნა, რომ იმედგაცრუებული არიან. მისი თქმით, ეს პოზიცია აცნობეს ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და ესტონეთის ელჩს უკრაინაში, რადგან ასეთი შეფასებები პარტნიორი ქვეყნებისგან არ უნდა ისმოდეს.
"20 წელზე ოდნავ მეტი ხნის წინ დასავლეთის ქვეყნები ასეთივე მენტორული ტონით ეუბნებოდნენ ესტონელებს, ლატვიელებს და ლიეტუველებს რომ კიდევ 20-30 წელი უნდა გაიზარდონ ნატოსა და ევროკავშირისთვის. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩემთვის ძალიან უცნაური იყო ესტონეთის პრეზიდენტის ეს სიტყვები, მით უფრო, რომ მე მას ველაპარაკე ყირიმის პლატფორმის სამიტზე და ის ოპტიმისტურად იყო განწყობილი. მე არ ვიცი ზუსტად რა მოხდა ინტერვიუს დროს, რამ იქონია გავლენა მასზე, მაგრამ ეს განცხადებები არ შეესაბამება ჩვენი ურთიერთობების მეგობრულ ხასიათს" — განაცხადა მან.
25 აგვისტოს უკრაინულმა გამოცემამ გამოაქვეყნა ინტერვიუ ესტონეთის პრეზიდენტ კერსტი კალიულაიდთან, რომელმაც სხვა საკითხებთან ერთად, ევროკავშირის გაფართოებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, უკრაინა, მოლდოვა და საქართველო წევრობისთვის ჯერ მზად არ არიან.
"ევროკავშირისგან ვისურვებდი მეტ სითამამეს გაფართოებისთვის. საჭიროა გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან დაკავშირებით — ან იგივე წევრობის შეთავაზება, როგორიც აქვთ ევროკავშირის სხვა წევრებს, ან თანამშრომლობის ახალი ფორმატის შექმნა სახელმწიფოების სამეულთან, რომლებსაც აქვთ ევროპული ამბიციები — უკრაინა, მოლდოვა, საქართველო. პირადად მე პირველ ვარიანტს ვემხრობი, ანუ უბრალოდ გაფართოებას. მაგრამ ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ეს ძალიან დიდ დროს წაიღებს. ევროკავშირის წევრობისთვის საჭიროა უამრავი პირობის შესრულება და გულწრფელად რომ ვთქვათ, ამ სამიდან არცერთი სახელმწიფო არ არის მზად წევრობის კრიტერიუმების შესასრულებლად. თქვენ დაგჭირდებათ, ალბათ, 20 წელი, სანამ ამ მზადყოფნას მიაღწევთ.
ამიტომ, შესაძლოა, აზრი ჰქონდეს რამე შუალედური ვარიანტის პოვნას, რომელიც უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს დაეხმარება ითანამშრომლოს ევროკავშირთან, რაც არის თქვენი სურვილი. ბოლოს და ბოლოს, თქვენი ეკონომიკები ახლა ამის გარეშეც ინტეგრირდება ევროკავშირზე ეკონომიკაში.
თუმცა ამ სამი ქვეყნიდან არცერთი წევრობისთვის მზად არ არის. სამივეს აქვს პრობლემები მართლმსაჯულების სისტემასთან დაკავშირებით. ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ შეცვლაში, მაგრამ საქმე უნდა გააკეთოთ თქვენ, ამ სამი ქვეყნიდან თითოეულმა. და ეს რთული საქმეა".
კალიულადის შეფასება გააკრიტიკა თბილისის მერმა და პარტნიორი ქვეყნის პრეზიდენტს მოუწოდა, თავის ქვეყანას მიხედოს. ჟურნალისტების კითხვას, აფუჭებს თუ არა ასეთი განცხადებები ესტონეთთან ურთიერთობებს, ასე უპასუხა:
"ჰკითხეთ ესტონეთის პრეზიდენტს, აფუჭებს თუ არა. აუცილებლად დაუსვით ეს შეკითხვა ესტონეთის პრეზიდენტს", — განაცხადა თბილისის მერმა.
მან კალიულაიდის განცხადებებს "არასწორი" უწოდა. კალაძის თქმით, ევროკავშირის წევრობისთვის ყველაფერი კეთდება და "უამრავი წინსვლა გვაქვს".
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
კომენტარები