სკოლა უნდა იყოს პირველი, რაც გაიხსნება და ბოლო, რაც დაიხურება — UNICEF, WHO და UNESCO
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიციის, გაეროს ბავშვთა ფონდისა და იუნესკოს რეკომენდაციით, სკოლები უნდა იყოს პირველი, რაც გაიხსნება და ბოლო, რაც დაიხურება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ოფისი და გაეროს ბავშვთა ფონდის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური ოფისი სკოლებს მოუწოდებენ, გაიხსნან და შექმნან უსაფრთხო გარემო ვირუსის გავრცელების მინიმიზაციისთვის საჭირო ზომების მიღებით.
მათი განცხადებით, აღნიშნული ზომები მოიცავს ვაქცინაციის ეროვნულ გეგმებში სამიზნე ჯგუფებს შორის მასწავლებლებისა და სკოლის სხვა პერსონალის ჩართვას და მათ ვაქცინაციას მოსახლეობის სხვა დაუცველ ჯგუფებთან ერთად. ამის გარდა, WHO და UNICEF მიიჩნევენ, რომ უნდა აიცრან ბავშვები 12 წელს ზემოთ, რომელთა სამედიცინო ისტორია მნიშვნელოვნად ზრდის კოვიდ-19-ის მძიმე ფორმით დაავადების რისკს. მათივე განცხადებით, მნიშვნელოვანია სასკოლო გარემოს გაუმჯობესება: საკლასო ოთახების უკეთესი განიავება, საჭიროებისამებრ ბავშვების მცირე კლასებად დაყოფა, ფიზიკური დისტანცირების უზრუნველყოფა, ბავშვებისა და პერსონალის რეგულარული ტესტირება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის დირექტორის, ჰანს ჰენრი კლუგეს შეფასებით, პანდემიის გამო საგანმანათლებლო პროცესი კატასტროფულად შეფერხდა, რამაც ხელი შეუშალა ბავშვებს, გახდნენ საზოგადოების პროდუქტიული წევრები.
"პანდემიამ გამოიწვია საგანმანათლებლო პროცესის კატასტროფული შეფერხება, რომელიც ისტორიას არ ახსოვს. შესაბამისად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპის რეგიონში შეუფერხებლად გაგრძელდეს სწავლება საკლასო ოთახებში. ბავშვთა განათლების, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და სოციალური უნარებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, სკოლებმა ხელი შეუწყონ ბავშვებს, ბედნიერები და საზოგადოების პროდუქტიული წევრები იყვნენ", — აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის დირექტორი ჰანს ჰენრი კლუგე.
მისივე განცხადებით, გარკვეული პერიოდის შემდეგ პანდემია დავიწყებას მიეცემა, თუმცა მანამდე ჩვენი მთავარი ამოცანა ბავშვებისთვის სკოლის შენობაში, უსაფრთხო გარემოში განათლების მიცემა უნდა იყოს.
"არ უნდა წავართვათ შესაძლებლობები, რომლებსაც იმსახურებენ. ყველა ქვეყანას მოვუწოდებთ, სკოლები არ დაკეტონ, ხოლო ყველა სკოლას მოვუწოდებთ, აამოქმედონ კორონავისურისა და მისი სხვადასხვა ვარიანტების გავრცელების რისკის შესამცირებლად საჭირო ზომები", — ამბობს კლუგე.
გაეროს ბავშვთა ფონდის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური დირექტორის მოადგილემ ფილიპე კორის შეფასებით კი, სკოლა არ არის მხოლოდ შენობა, ესაა სწავლის, უსაფრთხოებისა და თამაშისთვის განკუთვნილი სივრცე.
"ბავშვები პანდემიის ჩუმი მსხვერპლია და მათმა ყველაზე დაუცველმა ჯგუფებმა ყველაზე დიდი დარტყმა მიიღეს. კორონავირუსის პანდემიამდე რეგიონის ყველაზე დაუცველი ბავშვები სკოლაში ისედაც არ დადიოდნენ, ან თუ დადიოდნენ, თავიანთ თანატოლებს სწავლაში ჩამორჩებოდნენ", — ამბობს ფილიპე კორი.
სკოლების ღიაობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას, გაეროს ბავშვთა ფონდსა და იუნესკოს კორონავირუსის დროს სასკოლო სასწავლო პროცესისთვის შემუშავებული აქვთ 8 რეკომენდაცია. სწორედ მათ შორისაა სკოლების გახსნა. რეკომენდაციები განკუთვნილია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის რეგიონის 53 წევრი ქვეყნისთვის:
- სკოლები უნდა იყოს პირველი, რომლებიც გაიხსნება და ბოლო, რომლებიც დაიხურება;
- შემუშავდეს ტესტირების სტრატეგია;
- შემუშავდეს რისკის შემცირებისთვის საჭირო ქმედითი ზომები;
- დაცული იქნას ბავშვების ფსიქიკური ჯანმრთელობა და სოციალური კეთილდღეობა;
- დაცული იქნან ყველაზე მოწყვლადი და მარგინალიზებული ბავშვები;
- გაუმჯობდეს სასკოლო გარემო;
- ბავშვები და მოზარდები ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
- აქტიურად განხორციელდეს ვაქცინაცია, რათა ბავშვები სკოლებში შევინარჩუნოთ.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ არსებული მონაცემების მიხედვით, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო სრული ვაქცინაცია მნიშვნელოვნად ამცირებს მწვავე დაავადებისა და სიკვდილის რისკებს. ავტორების თქმით, ამიტომაც როცა ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ, ყველა უნდა აიცრას და ჩაიტაროს ვაქცინაციის სრული კურსი.
"ვაქცინაცია ვირუსისგან ჩვენი დაცვის საუკეთესო საშუალებაა. პანდემიის დასასრულებლად სწრაფად და თანაბრად უნდა გავზარდოთ ვაქცინაციის მასშტაბი ყველა ქვეყანაში. ეს გულისხმობს მსოფლიოს მასშტაბით ვაქცინის წარმოების მხარდაჭერას, ვაქცინის დოზების გაზიარებას და მოსახლეობის ყველაზე დაუცველი ჯგუფების დახმარებას. ასევე უნდა გავაგრძელოთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის აპრობირებული ზომების გატარება, როგორიცაა ტესტირება, იდენტიფიცირება, მიკვლევა, იზოლირება და კარანტინში მოთავსება", — ამბობს ჰანს კლუგე.
ამ დროისთვის კვლავ უცნობია, დაიწყება თუ არა სწავლა საგანმანათლებლო სივრცეში. 27 აგვისტოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ სწავლა, სავარაუდოდ, დისტანციურ რეჟიმში დაიწყება. მისი განცხადებით, აუცილებელია, რომ დადებითობის მაჩვენებელი არ აღემატებოდეს 4%-ს და სკოლის პერსონალის 80% იყოს ვაქცინირებული. მანამდე მან თქვა ისიც, რომ სკოლებში, სადაც მასწავლებლების 80% იქნება აცრილი, შესაძლებელია, პირიქით, სწავლის დაწყება წაახალისონ.
ამ თემაზე 23 აგვისტოს კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმაც. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, სწავლის დაწყებისთვის მნიშვნელოვანია, რომ პედაგოგების მაქსიმალური რაოდენობა აიცრას.
დღეის, 30 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 915 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 5 929, ხოლო გარდაიცვალა — 78 ადამიანი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი 8,94%-ია.
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
კომენტარები