გაბუნიას თქმით, ეპიდსიტუაციის დასტაბილურებამდე სწავლის სკოლაში აღდგენის გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, სწავლის საკლასო ოთახში დაწყებაზე გადაწყვეტილებას ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მიხედვით მიიღებენ. მისი თქმით, დღევანდელი სიტუაცია საკმაოდ რთულია და დასტაბილურებამდე ამ საკითხზე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ.
"სასკოლო გარემოში სწავლის განახლება არის, რა თქმა უნდა, ყველასთვის ყველაზე სასურველი მოდელი და UNICEF, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაც ამ მიდგომას მხარს უჭერს. ყველაზე ბოლოს, რაც უნდა შეჩერდეს და რასაც უნდა შეეხოს კოვიდ რეგულაცია ეს არის სწავლა სასკოლო გარემოში. ესე იყო პანდემიის პირველი დღეებიდან. ჩვენი დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ის პირობები, რაც უკავშირდება სასკოლო გარემოში სწავლის დაწყებას, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, იქნება ინფექციის გავრცელების დონე და დადებითობის მაჩვენებელი.
დღევანდელი ეპიდემიური სიტუაცია საკმაოდ რთულია, ვიდრე არ მოხდება ეპიდსიტუაციის საკმარისად დასტაბილურება იმისთვის, რომ სასკოლო გარემო იყოს უსაფრთხო, რა თქმა უნდა, ამათან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება ჯერჯერობით ვერ მოხდება და ასევე ვაქცინაციის სტატუსი — პედაგოგიური პერსონალის ვაქცინაცია მიმდინარეობს ძალიან აქტიურად, ამდენად ეპიდომიური ვითარება და ვაქცინაციის სტატუსი იქნება ორი წინაპირობა, რაც ჩვენ საშუალებას მოგვცემს", — განაცხადა გაბუნიამ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიციის, გაეროს ბავშვთა ფონდისა და იუნესკოს რეკომენდაციით, სკოლები უნდა იყოს პირველი, რაც გაიხსნება და ბოლო, რაც დაიხურება. საერთაშორისო ორგანიზაციები სკოლებს მოუწოდებენ, გაიხსნან და შექმნან უსაფრთხო გარემო ვირუსის გავრცელების მინიმიზაციისთვის საჭირო ზომების მიღებით.
მათი განცხადებით, აღნიშნული ზომები მოიცავს ვაქცინაციის ეროვნულ გეგმებში სამიზნე ჯგუფებს შორის მასწავლებლებისა და სკოლის სხვა პერსონალის ჩართვას და მათ ვაქცინაციას მოსახლეობის სხვა დაუცველ ჯგუფებთან ერთად. ამის გარდა, WHO და UNICEF მიიჩნევენ, რომ უნდა აიცრან ბავშვები 12 წელს ზემოთ, რომელთა სამედიცინო ისტორია მნიშვნელოვნად ზრდის კოვიდ-19-ის მძიმე ფორმით დაავადების რისკს. მათივე განცხადებით, მნიშვნელოვანია სასკოლო გარემოს გაუმჯობესება: საკლასო ოთახების უკეთესი განიავება, საჭიროებისამებრ ბავშვების მცირე კლასებად დაყოფა, ფიზიკური დისტანცირების უზრუნველყოფა, ბავშვებისა და პერსონალის რეგულარული ტესტირება.
სკოლების ღიაობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, კორონავირუსის დროს სასკოლო სასწავლო პროცესისთვის შემუშავებული აქვთ 8 რეკომენდაცია. სწორედ მათ შორისაა სკოლების გახსნა. რეკომენდაციები განკუთვნილია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის რეგიონის 53 წევრი ქვეყნისთვის:
- სკოლები უნდა იყოს პირველი, რომლებიც გაიხსნება და ბოლო, რომლებიც დაიხურება;
შემუშავდეს ტესტირების სტრატეგია; - შემუშავდეს რისკის შემცირებისთვის საჭირო ქმედითი ზომები;
- დაცული იქნას ბავშვების ფსიქიკური ჯანმრთელობა და სოციალური კეთილდღეობა;
- დაცული იქნან ყველაზე მოწყვლადი და მარგინალიზებული ბავშვები;
- გაუმჯობდეს სასკოლო გარემო;
- ბავშვები და მოზარდები ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
- აქტიურად განხორციელდეს ვაქცინაცია, რათა ბავშვები სკოლებში შევინარჩუნოთ.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ არსებული მონაცემების მიხედვით, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო სრული ვაქცინაცია მნიშვნელოვნად ამცირებს მწვავე დაავადებისა და სიკვდილის რისკებს. ავტორების თქმით, ამიტომაც როცა ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ, ყველა უნდა აიცრას და ჩაიტაროს ვაქცინაციის სრული კურსი.
ამ დროისთვის კვლავ უცნობია, დაიწყება თუ არა სწავლა საგანმანათლებლო სივრცეში. 27 აგვისტოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ სწავლა, სავარაუდოდ, დისტანციურ რეჟიმში დაიწყება. მისი განცხადებით, აუცილებელია, რომ დადებითობის მაჩვენებელი არ აღემატებოდეს 4%-ს და სკოლის პერსონალის 80% იყოს ვაქცინირებული. მანამდე მან თქვა ისიც, რომ სკოლებში, სადაც მასწავლებლების 80% იქნება აცრილი, შესაძლებელია, პირიქით, სწავლის დაწყება წაახალისონ.
ამ თემაზე 23 აგვისტოს კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმაც. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, სწავლის დაწყებისთვის მნიშვნელოვანია, რომ პედაგოგების მაქსიმალური რაოდენობა აიცრას.
დღეის, 30 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 915 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 5 929, ხოლო გარდაიცვალა — 78 ადამიანი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი 8,94%-ია.
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
კომენტარები