სპეციალური პენიტეცნიური სამსახურის განცხადებით, ციხეებში მხოლოდ 105 პატიმარია ინფიცირებული, რაც მათი საერთო რაოდენობის 1%-ია. მათი თქმით, შემთხვევათა უმეტესობა მიმღებ დაწესებულებებში ახლადდაკავებულ პირებში გამოვლინდა.

"პროტოკოლის მიხედვით, მიმღებ ციხეებში ახლდადაკავებულები სპეცილურად მოწყობილ საკარანტინე სივრცეებში თავსდებიან. მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ ისინი შესაბამის პროცედურებს 8-12 დღის განმავლობაში გადიან. მათი განთავსება პენიტენციურ დაწესებულებაში მხოლოდ კოვიდ ტესტზე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ხდება", — აცხადებენ პენიტენციურში.

მათივე თქმით, ინფიცირებუთაგან 66 თბილისის ერთ-ერთ სამოქალაქო კლინიკაში მოთავსებულია, თუმცა ამათგან 52 კოვიდინფიცირებული ამ ეტაპზე სამედიცინო დახმარებას არ საჭიროებს და დაკვირვების მიზნით ამავე კლინიკის ე.წ სასტუმრო ნაწილში იმყოფება. პენიტენციურის ცნობით, 39 კორონავირუსით ინფიცირებული ხონის საავადმყოფოსთან არსებული საკარანტინე სივრცეშია მოთავსებული.

პენიტენციური სამსახური განმარტებით, ყველა ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია, ისინი მედპერსონალის დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან და საჭიროებისამებრ შესაბამისი დახმარება გაეწევათ. მათი ცნობით, ამ ეტაპზე პენიტენციურ სისტემაში მსჯავრდებულების 70%-მდე უკვე ვაქცინირებულია.