ტოცილიზუმაბი ოჯახმა არ უნდა იყიდოს, ერთადერთი მომწოდებელი არის როშე — გაბუნია
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, პრეპარატი, ტოცილიზუმაბი მხოლოდ კლინიკებშია ხელმისაწვდომი და პაციენტის ოჯახებს მედიკამენტის შოვნა არ უნდა მოსთხოვონ. გაბუნიას თქმით, ქვეყანაში ერთადერთმა მომწოდებელმა განკუთვნილი ლიმიტი უკვე შემოიტანა. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე ისაუბრა.
"ტოცილიზუმაბი, ასევე, არცერთი მედიკამენტი არ უნდა იყიდოს ოჯახმა. არავითარი შავი ბაზარი ტოცილიზუმაბთან მიმართებაში არ არსებობს. ტოცილიზუმაბის ერთადერთი მომწოდებელი არის როშე, რომელმაც შემოიტანა ქვეყნისთვის განკუთვნილი ლიმიტი, რაც გადანაწილდა კლინიკებში. კლინიკების ნაწილს აქვს პრეპარატი, ხშირ შემთხვევაში ხდება ისე, რომ კლინიკიდან კლინიკაში ხდება მედიკამენტების გადანაწილება, როდესაც პაციენტის მდგომარეობა აუცილებლად საჭიროებს ტოცილიზუმაბით მკურნალობას.
დღევანდელი მდგომარეობით მედიკამენტი ქვეყანაში არის გარკვეულ კლინიკებში და ჩვენც ვცდილობთ, რომ როდესაც პაციენტისათვის აუცილებელია ტოცილიზუმაბის გადასხმა კლინიკებთან კომუნიკაციის გარკვეული ფასილიტაციაც გავაკეთოთ, რომ ვისაც სჭირდება მარტივად ისესხოს კლინიკამ მეორე კლინიკისგან. არ არაფრით არ უნდა ჩაერიოს პაციენტი და არც არანაირი თანხის მობილიზება არ არის საჭირო", — განაცხადა გაბუნიამ.
გაბუნიას განცხადებითვე, რამდენიმე მწარმოებელთან მიდის მუშაობა, რომ საქართველოში კორონავირუსის სამკურნალო ახალი პრეპარატი შემოიტანონ, თუმცა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, კონკრეტული მედიკამენტები არ დაუსახელებია.
"ბოლო პერიოდში აქტუალურია მონოკლონური ანტისხეულების გამოყენების პრაქტიკა. FDA-მ, ასევე ევროპის მარეგულირებელმა მიანიჭა ავტორიზაცია რამდენიმე მწარმოებლის მონოკლონურ ანტისხეულებს. ჩვენ ვმუშაობთ მათთან იმისთვის, რომ მონოკლონური ანტისხეულების შემოტანა მოხდეს საქართველოში. აქ ჩვენება შედარებით მსუბუქი პაციენტებისთვის არის, ამბულატორიულ პირობებშიც კი იყენებენ ამ მედიკამენტებს და ვფიქრობთ, რომ მომდევნო ორი-სამი კვირის განმავლობაში გარკვეული პროგრესი ამ მიმართულებებით გვექნება. ძვირადღირებულია ეს მედიკამენტები, მაგრამ ვმუშაობთ, რომ შედარებით შეღავათიან ფასად ქვეყანაში შემოვიდეს", — განაცხადა მან.
წაიკითხეთ ასევე:
-
გადახედვაკარპენტერი: კანონის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად დადგება სათანადო შედეგები კარპენტერი: კანონის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად დადგება სათანადო შედეგები
-
გადახედვააივ ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა აივ ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა
-
-
-
-
გადახედვა"ამერიკელი პოლიტიკოსები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ" — ოცნების განცხადება კონგრესმენის კანონპროექტის შესახებ "ამერიკელი პოლიტიკოსები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ" — ოცნების განცხადება კონგრესმენის კანონპროექტის შესახებ
-
გადახედვანახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები ნახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები
-
გადახედვასტუდენტების მარში "თავისუფალი ხელოვნებისთვის", კულტურის სამინისტროსთან მსვლელობით დასრულდა სტუდენტების მარში "თავისუფალი ხელოვნებისთვის", კულტურის სამინისტროსთან მსვლელობით დასრულდა
-
გადახედვალაშა ფარულავა: საქართველოს არ მიატოვებს აშშ და ცხადია, მოითხოვენ ივანიშვილის პარტიისგან ნაბიჯებს, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიულ განვითარებას ლაშა ფარულავა: საქართველოს არ მიატოვებს აშშ და ცხადია, მოითხოვენ ივანიშვილის პარტიისგან ნაბიჯებს, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიულ განვითარებას
-
გადახედვამრავალმილიონიან ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები ქართული ოცნების შემომწირველთა სიაში — TI-ს შემოწირულებების საინფორმაციო ბიულეტენი მრავალმილიონიან ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები ქართული ოცნების შემომწირველთა სიაში — TI-ს შემოწირულებების საინფორმაციო ბიულეტენი
-
გადახედვადავით ქაცარავა: ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი — მოკალი, ეგრევე ვიგრძენი ჩემს კისერზე შემოჭერილი ყელსაბამის ძალა, მგუდავდნენ დავით ქაცარავა: ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი — მოკალი, ეგრევე ვიგრძენი ჩემს კისერზე შემოჭერილი ყელსაბამის ძალა, მგუდავდნენ
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა დააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა
-
გადახედვაზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი ზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი
-
გადახედვაბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა ბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა
-
გადახედვათუ საქართველოს ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება, აშშ განიხილავს ვიზალიბერალიზაციას, მნიშვნელოვან სამხედრო და სავაჭრო დახმარებას თუ საქართველოს ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება, აშშ განიხილავს ვიზალიბერალიზაციას, მნიშვნელოვან სამხედრო და სავაჭრო დახმარებას
-
გადახედვამეცნიერებმა მარტოსული ადამიანებისთვის ოქსიტოცინის ცხვირის სპრეი შეიმუშავეს მეცნიერებმა მარტოსული ადამიანებისთვის ოქსიტოცინის ცხვირის სპრეი შეიმუშავეს
-
გადახედვაასტრონომებმა მასიური შავი ხვრელების ყველაზე შორეული შეჯახება დააფიქსირეს ასტრონომებმა მასიური შავი ხვრელების ყველაზე შორეული შეჯახება დააფიქსირეს
-
გადახედვაფუკუიამა: "ქართულ ოცნებას" სურს უფრო მჭიდროდ მოსკოვთან იყოს დაკავშირებული, ვიდრე დასავლეთთან ფუკუიამა: "ქართულ ოცნებას" სურს უფრო მჭიდროდ მოსკოვთან იყოს დაკავშირებული, ვიდრე დასავლეთთან
-
გადახედვასენაკში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა სენაკში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
კომენტარები