Galaxy Z Fold3-ისა და Galaxy Z Flip3-ის წინასწარი შეკვეთები დღეიდან დაიწყო
სამსუნგის უახლესი დასაკეცეკრანიანი სმარტფონების Galaxy Z Fold3-ისა და Galaxy Z Flip3-ის წინასწარი შეკვეთები დღეიდან უკვე დაიწყო და 21 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. წინასწარი შეკვეთა სამსუნგის ყველა ოფიციალური პარტნიორის მაღაზიათა ქსელში, მათი ვებგვერდებისა და ქოლცენტრების საშუალებით არის შესაძლებელი.
წინასწარი შეკვეთის გაფორმებისას, თქვენ მიიღებთ საჩუქრებს სამსუნგისაგან: ორივე მოდელიდან რომელიმეს წინასწარი შეძენისას საჩუქრად გადმოგეცემათ ეკრანის 1-წლიანი გარანტია და უახლესი უსადენო ყურსასმენი Galaxy Buds2; Galaxy Z Fold3-ის შეძენისას კი, ამ საჩუქრებთან ერთად, დამატებით მიიღებთ S-Pen Cover-ს თავისი კალმით — იმისათვის რომ შეძლოთ, სრულყოფილად გამოიყენოთ თქვენი მრავალფუნქციონალური სმარტფონი;
გარდა ამისა, ოფიციალური ჰოლოგრამით Galaxy Z სერიების წინასწარი შეკვეთისას, თქვენ საშუალება გექნებათ ჩაერთოთ Trade-In აქციაში, ანუ მიიტანოთ თქვენი ძველი სმარტფონი, შეაფასებინოთ და მიიღოთ დამატებით ფასდაკლება ახალ, კეცვად სმარტფონებზე (300₾-დან 4,499 ₾-მდე);
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 11 აგვისტოს Samsung Electronics Co. Ltd.-მ ახალი ნაბიჯი გადადგა დასაკეცი ინოვაციების სფეროში და ორი ახალი სმარტფონი: Galaxy Z Fold3 5G და Galaxy Z Flip3 5G წარადგინა. ორივე მოწყობილობა არის უმაღლესი ოსტატობით და ფლაგმანური ინოვაციებით შექმნილი კეცვადი სმარტფონი, რომელსაც ასე ელოდა სამსუნგის ერთგული მომხმარებელი. Galaxy Z სერიის მესამე თაობის მოწყობილობებში გაუმჯობესებულია ყველა ის მახასიათებელი, რომელსაც ითხოვდნენ სამსუნგის დასაკეცი სმარტფონების მომხმარებლები — ისინი უფრო გამძლე გახდა და მათ გაუუმჯობესდა კეცვადი გამოცდილება, შესანიშნავი დიზაინიდან ყოვლისმომცველ გართობამდე, Z Flip3 და Z Fold3 მომხმარებლებს მუშაობის, ყურებისა და თამაშის ახალ და უნიკალურ შესაძლებლობებს სთავაზობს.
Galaxy Z Fold3 განკუთვნილია მათთვის, ვისაც სჭირდება უახლესი მოწყობილობა პროდუქტიულობისა და ყოვლისმომცველი გართობისთვის, იგი ჭეშმარიტად მრავალფუნქციური ფლაგმანია უახლესი თაობის ტექნიკური მაჩვენებლებით, 7,6’’-იანი უსაზღვრო დასაკეცი ეკრანით Infinity Flex Display და დასაკეც მოწყობილობაზე მსოფლიოში პირველი S Pen მხარდაჭერით. Z Fold3 აქვს უფრო გლუვი, თხელი და მსუბუქი დიზაინი, ვიდრე მის წინამორბედ Galaxy Z Fold2-ს და არის უფრო კომპაქტური. ის ხელმისაწვდომია შემდეგ ფერებში: შავი, მწვანე და ვერცხლისფერი.
Galaxy Z Flip3 კი სტილის, ფუნქციონალის და შეუზღუდავი გართობის იდეალური ბალანსია. იგი მომხმარებლებს თვითგამოხატვის საშუალებას აძლევს ფერების შესანიშნავი არჩევანის, გლუვი დიზაინის და პრემიუმ კლასის ფუნქციების საშუალებით. ახალი დიზაინის გარე ეკრანი ახლა ოთხჯერ უფრო დიდია, რაც კიდევ უფრო აადვილებს შეტყობინებების ნახვას და ამისთვის არ გჭირდებათ გახსნათ Z Flip3. მომხმარებლებს ახალი, გარე ეკრანის ვიჯეტების მეშვეობით შეუძლიათ: მიჰყვნენ საკუთარ განრიგს, შეამოწმონ ყოველდღიურად გადადგმული ნაბიჯების რაოდენობა, ასევე შეუხამონ გარე ეკრანის ფონი მათი მოწყობილობის ფერს, გადაიღონ ფოტოები და თვალი ადევნონ ამინდის პროგნოზს. წინასწარი შეკვეთა შესაძლებელია გააკეთოთ ოთხი ტრენდული ფერიდან — კრემისფერი, მწვანე, იისფერი და შავი;
Galaxy Z მოწყობილობების ეს თაობა დამზადებულია განსაკუთრებული ოსტატობით. Z Fold3 და Z Flip3 წარმოადგენენ პირველ დასაკეც სმარტფონებს, რომლებსაც გააჩნიათ IPX8 წყალგამძლეობის სტანდარტი. ასე რომ, მომხმარებლები მშვიდად იქნებიან წვიმაშიც კი. ორივე მოწყობილობის დამზადებისას გამოყენებულია უახლესი Armor Aluminum მასალა, რომელიც ყველაზე მტკიცე ალუმინია მათ შორის, რაც კი ოდესმე გამოუყენებიათ სმარტფონებისთვის. ხოლო, ყველაზე მდგრადი Corning® Gorilla® Glass Victus™ იცავს სმარტფონს დავარდნის შემთხვევაში დაკაწვრისა და დაზიანებისგან. Z Fold3-სა და Z Flip3-ს ჩაუტარდათ Bureau Veritas-ის მიერ ვერიფიცირებული გამძლეობის ტესტი, რომლის დროსაც მოწყობილობამ 200,000-ჯერ გადაშლას (დაკეცვას) გაუძლო. სმარტფონები აღჭურვილია უახლესი, მძლავრი 5nm AP პროცესორით და 5G მხარდაჭერით, რაც უზრუნველყოფს საუკეთესო გამოცდილებას.
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
კომენტარები