ცენტრალურ ავსტრალიაში გამართულ ფრინველების პოპულარულ შოუზე არწივი 6-დან 8 წლამდე ბიჭის გატაცებას შეეცადა.

პარკში გამართული სანახაობისას, ბავშვი უზარმაზარი ჩიტისგან 15 მეტრის დაშორებით იმყოფებოდა, როდესაც ფრინველმა მოულოდნელად ბიჭის მიმართულებით გეზი აიღო და თავზე დააცხრა.

BBC-ის ინფორმაციით, ბავშვს ზედაპირული დაზიანებები აქვს, ინციდენტის შემდეგ კი შოუ დაუყოვნებლივ დაიხურა.