ხელისუფლების მოქმედებებით ჩვენ დავშორდით და დღითიდღე ვშორდებით ევროკავშირს — წერეთელი
ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი აცხადებს, რომ ხელისუფლების მიერ ევროკავშირის დახმარებაზე უარის თქმით საქართველო დაშორდა და სულ უფრო შორდება ევროკავშირთან ინტეგრაციას. მისი თქმით, ასე გაგრძელების შემთხვევაში ქვეყანა სულ უფრო დაუახლოვდება რუსეთს და შევა მისი გავლენის სფეროში.
"ევროკავშირმა, მისმა წარმომადგენლობამ, ევროპარლამენტარებმა ძალიან მკაფიო განცხადებები გააკეთეს რატომ არ მიიღო საქართველომ და მისმა ხელისუფლებამ მაკროსაფინანსო დახმარება, რომელიც განკუთვნილი იყო სწორედაც ეკონომიკის სტიმულირებისთვის და თანადგომისთვის კოვიდ პანდემიის პირობებში. იმიტომ, რომ ხელისუფლებამ არ შეასრულა ვალდებულებები: სექტორალური და სასამართლო რეფორმა და ზოგადად იმ ვითარებას რაც დღეს საქართველოშია. ეს ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირმა ამ შემთხვევაში საქართველოს გამოუცხადა საყვედურ; ეს ნიშნავს რომ საქართველოს ხელისუფლების მოქმედებებით ჩვენ დავშორდით და დღითიდღე ვშორდებით ევროკავშირთან ინტეგრაციას, ასე გაგრძელების შემთხვევაში საქართველო უფრო და უფრო დაუახლოვდება რუსეთს და შევა მისი გავლენის სფეროში", — ამბობს წერეთელი.
პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გადაწყვეტილი აქვთ, რომ ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მეორე ნაწილის აღებისგან თავი შეიკავონ, რადგან მთავრობამ დაიწყო საგარეო ვალის შემცირება და ამ თანხის მიღების აუცილებლობა, სავარაუდოდ, აღარ იქნება. მანამდე, 30 აგვისტოს, ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირისგან მაკროსაფინანსო დახმარებას "ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს".
ამასთანავე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის დროებითი შემსრულებლის, ჟულიენ კრამპის განცხადებით, პატივს სცემენ ხელისუფლების გადაწყვეტილებას, არ მიიღოს ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარება, თუმცა აქვე აღნიშნავენ, რომ საქართველომ მისი მიღების პირობები ვერ შეასრულა. ევროკავშირის განცხადებით, საქართველოსთვის გასაცემი დახმარება დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წინსვლაზე.
24 აგვისტოს, პრემიერ ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ რეფორმები ახლა ისეა საჭირო, როგორც არასდროს. მისივე თქმით, "მოსალოდნელი მაკროსაფინანსო დახმარების გაცემის ვადა ახლოვდება და დროა, საქართველოს მთავრობამ აჩვენოს, რომ ერთგულია შეთანხმების, განსაკუთრებით რეფორმების ნაწილში".
გაიგეთ მეტი:
- რა არის ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარება
- ამ გადაწყვეტილებით მთავრობამ თქვა, რომ მისთვის სრულიად სულერთია, შეუერთდება თუ არა ევროკავშირს — კრამონი
- მმართველი პარტია კარგავს ნდობას ევროკავშირის სახელმწიფოებს შორის, პარტნიორებს შორის — კუბილიუსი
- საქართველო შორდება აუცილებელ, დასავლეთზე ორიენტირებულ რეფორმებს — კელი
-
გადახედვარამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა რამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა
-
-
-
-
გადახედვადაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ დაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვანახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
-
გადახედვა5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი 5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი
-
გადახედვა"მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ "მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
-
გადახედვასასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე სასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე
-
გადახედვარატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს რატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს
-
გადახედვარუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები
-
გადახედვაპუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე პუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე
-
გადახედვარომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა რომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა
-
გადახედვანინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს ნინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს
-
-
გადახედვადათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე დათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე
-
გადახედვაკობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში კობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში
-
-
კომენტარები