გირჩის ლიდერები ტრანსპორტის შეზღუდვის გასაპროტესტებლად ქალაქში საარჩევნო ნომრიანი მანქანით დადიან
გირჩი მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე და ოპოზიციის ნაწილის ვიცე-მერობის კანდიდატი, ცოტნე კობერიძე მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვის მოხსნის მოთხოვნით, თბილისში საარჩევნო ნომრიანი ტრანსპორტით გადაადგილდებიან.
"როგორც ვიცით, მუნიციპალური ტრანსპორტის რეგულაცია ისევ გაგრძელდა. გადავწყვიტე ეს გამეპროტესტებინა რაიმე ფორმით, უბრალოდ, ქუჩაში დგომასა და პლაკატების ქნევას რომ არ ვეთანხმები, ვარჩიე ამ ფორმით რომ გამოვსულიყავით მინივენით, მე და ზურა და რამოდენიმე ათეული ადამიანი დღის განმავლობაში მაინც რომ გადავიყვანოთ უსასყიდლოდ, ეს მათ დაეხმარებათ გაძვირებული ტაქსის პირობებში, აკრძალული ტრანსპორტის პირობებში ა პუნქტიდან ბ პუნქტში შედარებით მარტივად გადავიდნენ. ამ ადამიანებს თან გზაში დაველაპარაკებით იმ იდეაზე, რა იდეის გამოც არ მოგვწონს, რაც ხდება",— ამბობს კობერიძე.
მისი თქმით, პროტესტის ეს ფორმა ამასთანავე კამპანიის ნაწილი იქნება.
"ვთვლით, რომ გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა პანდემიის დროს, გაჭირვების დროს, განსაკუთრებით, როცა მუნიციპალურ ტრანსპორტს ეხება, არის ძალიან ცუდი რამე, რაც შეიძლება ადამიანს გაუკეთო. ამაზე ადამიანებს გავესაუბრებით, გირჩის ლოლიპოპებსაც დავურიგებთ და დღის განმავლობაში ქუჩაში ვივლით, ჩვეულებრივ ადამიანებს გავუჩერებთ, ვკითხავთ, სად მიდიან, ჩავისვამთ და იქამდე გადავიყვანთ. თან კამპანიის ნაწილი იქნება, თან რამდენიმე ათეულ ადამიანს მაინც შევუმსუბუქებთ დღეს და ასე გადავწყვიტეთ გავაპროტესტოთ ეს ამბავი", — განაცხადა ვიცე-მერობის კანდიდატმა.
ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვის გამო მოქალაქეები იმაზე მეტს ხარჯავენ ამ დღეების განმავლობაში, ვიდრე აქვთ შემოსავალი.
"ამ ქვეყნის უამრავი მოქალაქე იმაზე მეტს ხარჯავს ამ დღეების განმავლობაში ტრანსპორტირებაზე, ვიდრე აქვს შემოსავალი, მაგრამ ამას აკეთებს იმის იმედად, რო სამსახური არ დაკარგოს. უბრალოდ, სხვა შემთხვევაში სამსახურში ვერ წავა, სამსახურის შემოსავალი დაეკარგება. მთავრობამ მინუსში გაუშვა ხალხი და ეს ადამიანები ამას ითმენენ მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რო სამსახური არ დაკარგონ. უკვე სამსახურის შოვნა ამ ქვეყანაში არის სერიოზული პრობლემა", — განაცხადა ჯაფარიძემ.
ცოტნე კობერიძის განცხადებით, ქუჩებში სიარულსა და მოსახლეობისთვის ტრანსპორტირების შეთავაზებას 3 დღის განმავლობაში აპირებენ.
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
კომენტარები