ABBA ახალი ალბომითა და ვირტუალური ტურნეთი ბრუნდება — მოისმინეთ 2 ახალი სიმღერა
ლეგენდარული შვედური პოპჯგუფი, ABBA, 40 წლის შემდეგ პირველი სტუდიური ალბომით და ვირტუალური ტურნეთი ბრუნდება.
ABBA Voyage ნოემბერში გამოვა, რის შემდეგაც ვირტუალური კონცერტების სერია დაიწყება, სადაც ჯგუფის მსოფლიო ჰიტებს ციფრული ავატარები შეასრულებენ.
ალბომის შექმნის ისტორიის გახსენებისას, ოთხი წევრისგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც 1982 წელს დაიშალა, ამბობს, რომ სასცენო შოუზე მუშაობის დროს ხმისჩამწერ სტუდიაში აღმოჩდნენ.
"თავდაპირველად სულ ორი სიმღერა იყო, შემდეგ კი ვთქვით, იქნებ, კიდევ რამდენიმე ჩავწეროთო", — ამბობს ბენი ანდერსონი.
საბოლოოდ კი, ახალი ალბომი 10 სიმღერას მოიცავს. მათგან ორის პრემიერა უკვე შედგა ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე.
პირველის სახელწოდება I Still Have Faith In You ("მე ისევ მჯერა შენი") არის და როგორც ბიორნი ამბობს, ის სწორედ ჯგუფის ისტორიის შესახებაა.
"ეს [სიმღერა] იმის გააზრებაზეა, რამდენად რთულია, აღიქვა, სადაც ახლა ვართ. ვერანაირი წარმოსახვის უნარით წარმოვიდგენდით, რომ 40 წლის შემდეგ ალბომს გამოვუშვებდით, ისევ საუკეთესო მეგობრები ვიქნებოდით, ერთად ყოფნით ვისიამოვნებდით და ერთმანეთს ასე ვუერთგულებდით".
მეორე სიმღერა, Don't Shut Me Down ჯგუფის ერთ-ერთი ჰიტის, The Day Before You Came-ის ერთგვარი გაგრძელებაა, სადაც პროტაგონისტი ქალი წლების შემდეგ თავის პარტნიორს უბრუნდება.
ახალი სიმღერების გამოშვების გარდა, ჯგუფი, როგორც უკვე ვთქვით, ვირტუალურ ტურნეს გამართავს, რომელსაც ასევე ABBA Voyage ერქმევა. ტურნე მომავალ წლის 27 მაისს დაიწყება ლონდონში. ექვსი საღამოს განმავლობაში მასზე წარმოდგენილი იქნება ჯგუფის წევრების ციფრული ვერსიების — "აბატარების" — და 10 მუსიკოსისგან შემდგარი ცოცხალი ბენდის მიერ შესრულებული ABBA-ის 22 ძველი და ახალი სიმღერა.
აღსანიშნავია, რომ კონცერტების სერიის შესაქმნელად უახლესი ციფრული ტექნოლოგიები გამოიყენეს. ეგრეთ წოდებული აბატარების შექმნაზე კი, რომლებიც ზუსტად ასახავს ჯგუფის წევრების შესრულების მანერას, 850 ადამიანი მუშაობდა.
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
კომენტარები