გორის საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატს თავს დაესხნენ
27 აგვისტოს გორის საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატს, ირმა ამბარდნიშვილს თავს დაესხნენ. ამბარდნიშვილის განცხადებით, თავდამსხმელებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, აგინეს, ესროლეს სხვადასხვა ნივთი, მინის ნატეხი და იარაღით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ, რის შემდეგაც მან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი გამოიძახა.
On.ge-სთან საუბრისას დეპუტატი ამბობს, რომ ადგილზე მისულ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შესაბამისი ზომები არ მიუღიათ.
"ერთ-ერთმა თავდამსხმელმა, რომელსაც 16 წელი აქვს სასჯელი მოხდილი, დაასახელა შსს-ს მაღალჩინოსნები და მათ შორის ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ბექაური, რომელიც მათი ნათესავია და პოლიცია დაიბნა, უმოქმედოდ ერთი საათი აგინებინა, რომ მე ვარ საკრებულოს წევრი ნაციონალური მოძრაობიდან", — განაცხადა მან.
ამბარდნიშვილის თქმით, პოლიციის თანამშრომლებს სთხოვა, ამოეღოთ სათვალთვალო კამერების ჩანაწერები მიმდებარე მაღაზიიდან და ჩაეტარებინათ ჩხრეკა იმ თავდამსხმელის სახლში, რომელმაც მას იარაღი დაუმიზნა, თუმცა მისი თქმით, აღნიშნული სამუშაოები ადგილზე არ ჩაუტარებიათ.
ამბარდნიშვილი მიიჩნევს, რომ მოქმედ დეპუტატზე თავდასხმა და მსგავსი ფაქტები არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
"არჩევნები როგორ უნდა ჩატარდეს, მე რომ მაგას მიბედავენ, თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვეულებრივ მოქალაქეებს რას უზამენ", — ამბობს დეპუტატი.
On.ge-ს შსს-ში განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
-
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები