ლელოს წარმომადგენლები წერეთლის გამზირზე მოსახლეობას შეხვდნენ
ლელოს მერობის კანდიდატმა, ანა ბიბილაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ბადრი ჯაფარიძემ და დიდუბის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა, დიმიტრი აბაშიძემ წერეთლის გამზირზე მსვლელობა გამართეს. ისინი შეხვდნენ ხალხს, ისაუბრეს ლელოს ხედვებზე, თუ როგორ უნდა განვითარდეს დიდუბის რაიონი, ისე რომ ცვლილებები იყოს ხალხის სასიკეთოდ და არ დაზარალდნენ ისინი.
ლელოს საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, დიდუბე არის უზარმაზარი პოტენციალის მატარებელი, რომელიც თბილისის მიზიდულობის ცენტრად უნდა გადაიქცეს.
"დიდუბე არის რაიონი რომელიც დღეს საჭიროებს დახმარებას, რადგან მისი პოტენციალი თავიდან ბოლომდე ავითვისოთ. მაგალითად, აქ არის ოკრიბის ტერიტორია, სადაც დღეს არის ქაოსი, შესაძლებელია გადავაქციოთ საჩვენებელ ადგილად. ეს ცვლილება, რა თქმა უნდა, უარყოფითად არ აისახება ადამიანების ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ასევე, გადასარჩენია დიღმის ტყე-პარკი, რომელიც სხვადასხვა დროს იყო კომერციული ინტერესების სამიზნე, ჩვენ უნდა დავასრულოთ ამ ადგილისთვის ბრძოლა ჩვენი თანამოქალაქეების სასარგებლოდ", — აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.
"ყველა სივრცეს უნდა ჰქონდეს თავის ფუნქცია და მისი ისტორია იყოს წამოწეული", — ამის შესახებ წერეთლის გამზირზე მსვლელობის დროს ლელოს მერობის კანდიდატმა ანა ბიბილაშვილმა ისაუბრა.
"მუშტაიდის ბაღი, სადაც პირველი საბავშვო რკინიგზა იყო და დღეს არავის არ ახსოვს, ჩვენ უნდა განვავითაროთ. არ უნდა დავკარგოთ ის ისტორია რომელმაც ქალაქი და უბანი შექმნეს. აუცილებლად უნდა მივხედოთ ელიავას ბაზრობას, ოკრიბას და დიღმის ტყე-პარკს. ეს ყველაფერი კი ისე უნდა გადაწყდეს, რომ ჩვენი თანამოქალაქეები არ დაზარალდნენ. პირიქით, რაც ამ ქალაქში კეთდება, კეთდება მათ სასარგებლოდ", — განაცხადა ბიბილაშვილმა.
ლელოს დიდუბის მაჟორიტარობის კანდიდატმა დიმიტრი აბაშიძემ. რაიონის სტრატეგიულ განვითარებაზე ისაუბრა.
"დიდუბე არის სტრატეგიული ადგილი და ჩვენ უნდა მივხედოთ მას. აუცილებლად მიმაჩნია წერეთლის გამზირი მოეწყოს ისე რომ ყველა ადამიანისთვის იყოს მისაღები. სამწუხაროდ, წერეთლის გამზირზე რთულია შშმ პირების გადაადგილება და ამ საკითხს აუცილებლად უნდა მივხედოთ. რაიონში, პრობლემებთან ერთად არის წყალგაყვანილობის პრობლემაც, რომელიც უნდა გამოვასწოროთ. ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ ამ ქალაქისთვის და ჩვენი ქვეყნის უკეთესი ხვალინდელი დღისთვის", — აღნიშნა დიმიტრი აბაშიძემ.
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
კომენტარები