თუ კორონავირუსის გამო ყნოსვა დაკარგეთ, ეს სამი რჩევა აუცილებლად გამოგადგებათ
მიმდინარე პანდემიამდე, ალბათ, ყურმოკვრით თუ გვქონდა გაგებული, რომ ჩვენს ორგანიზმში მიმდინარე ვირუსულ ან ალერგიულ პროცესებს შეუძლია, დაარღვიოს ისეთი მნიშვნელოვანი შეგრძნებები, როგორიც გემო და ყნოსვაა.
COVID-19-ის სიმპტომებს შორის გამორჩეულ ადგილს ანოსმია, ანუ ყნოსვის დაკარგვა იკავებს და, უმეტესად, გემოს რეცეპტორების დაქვეითებასთან ერთად მიმდინარეობს.
2020 წლის ოქტომბერში, პენსილვანიის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, კოვიდინფიცირებულ პაციენტთა 44-დან 77%-მდე უჩიოდა ყნოსვის სრულ დაკარგვას.
პროცესი, რომლის დროსაც რაიმე სურნელს აღვიქვამთ, საკმაოდ კომპლექსური და საინტერესოა.სურნელის მოლეკულა, რომელიც კონკრეტული ნივთიერებიდან გამოიყოფა, ასტიმულირებს სუნის აღმქმელ ნერვულ უჯრედს (ეიროეპითელიუმს), რომელიც ცხვირის ღრუში საკმაოდ ღრმად არის.
მიჩნეულია, რომ ანოსმიის გამომწვევი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფაქტორი, რომელიც ნაწილობრივ ან სრულად ბლოკავს ნესტოს ან/და აზიანებს ამ კონკრეტულ ნერვს, მაგალითად:
- ცხვირის პოლიპები
- გაციება
- ანთებითი და ვირუსული დაავადებები (რომელიც მიმდინარეობს ცხვირ-ხახაში)
- ალერგია
- კონდინციონერის ან/და გამათბობლისგან გამომშრალი ჰაერი
- თავის/ცხვირის ტრავმა
- გარკვეული მედიკამენტები (მათ შორის, კონკრეტული ანტიბიოტიკები, ანთების საწინააღმდეგო წამლები და ანტიდეპრესანტები)
- დიაბეტი
COVID-19-ის შემთხვევაში, სურნელის შეგრძნებაზე პასუხისმგებელი მოლეკულების კონტაქტი ირღვევა რეცეპტორებთან, შესაბამისად ყნოსვა ერთიანად იკარგება და დაბრუნების ვადები ინდივიდუალურია. გამომწვევი მიზეზი კი, შესაძლოა, ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება, ანთებითი პროცესი ან ჭარბი გამონადენისგან შეზღუდული სუნთქვა იყოს.
რა შეგვიძლია გავაკეთოთ ყნოსვის დასაბრუნებლად?
#ციტოგირჩევთ:
1. უმკურნალეთ ანთებით პროცესს
თუ ცხვირის ღრუ დაბლოკილია, გრძნობთ ადგილობრივ ან გადაცემით ტკივილს შუბლისკენ, ცხვირიდან გამონადენი გაქვთ ან გიჭირთ სუნთქვა, მიმართეთ თერაპევტს, მიჰყევით შესაბამის მკურნალობას და გამოითავისუფლეთ წიაღები.
2. დაატენიანეთ ჰაერი
ეცადეთ, ოთახში შეინარჩუნოთ ნორმალური ტენიანობა. ხშირად გაანიავეთ სივრცე, სადაც იმყოფებით და მოერიდეთ კონდინცირებისგან გამომშრალი ჰაერის სუნთქვას.
3. გააკეთეთ ყნოსვითი ვარჯიშები
აირჩიეთ 4 ცნობილი, მძაფრი სურნელის მქონე ეთერზეთი, ნივთი ან პროდუქტი, რომელსაც დღეში მინიმუმ 2-ჯერ, გარკვეული დროის (20 წამის) მანძილზე დასუნავთ. ნუ ჩაისუნთქავთ ღრმად, პირიქით, ეცადეთ შედარებით სწრაფად დასუნოთ ნივთს და კონცენტრირდეთ. გაიხსენეთ მოვლენები, რომელიც ამ სურნელს უკავშირდება. სურნელის აღქმაში ჩართულია ჩვენი ნერვული სისტემა, ამიტომ გონების ვარჯიში ნერვული უჯრედის აღსადგენად ძალიან მნიშვნელოვანია.
დამახასიათებელი სურნელის მქონე პროდუქტები შეიძლება იყოს: ლიმონი, ვარდი, ევკალიპტის ეთერზეთი, ყავა, ვანილი, საყვარელი სუნამო, პირიქით, სურნელი რომელიც ყველაზე ნაკლებად გსიამოვნებდათ და სხვა.
გაითვალისწინეთ, ყნოსვითი ვარჯიშების გაკეთება, შესაძლოა, თვეების განმავლობაში დაგჭირდეთ, ან კიდევ უფრო საინტერესო ფენომენი — პაროსმია, იგივე ყნოსვის დამახინჯება, განვითარდეს, რა დროსაც უსიამოვნო სუნების შეგრძნება იმატებს და შესაძლოა გულისრევაც კი გამოიწვიოს. ყველაზე მთავარი სიმშვიდის შენარჩუნება და იმის გააზრება, რომ არცერთი ზემოთ აღნიშნული მდგომარეობა, არც ყნოსვისა და გემოს დაკარგვა ან დამახინჯება არ წარმოადგენს სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობას და დროთა განმავლობაში აუცილებლად მოგვარდება.
ჯანმრთელობას გისურვებთ!
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
კომენტარები