მაია რჩეულიშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო
ცენტრ პოინტის დამფუძნებლის, მაია რჩეულიშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო და ის კვლავ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. სხდომის გადადების მიზეზი მისი დის, ასევე ბრალდებულის, რუსუდან კერვალიშვილის სასამართლოში გამოუცხადებლობა გახდა.
როგორც კერვალიშვილის ადვოკატმა ჟურნალისტებს განუმარტა, ბრალდებული გუშინდელი დღიდან თავს შეუძლოდ გრძნობს და სასწრაფო დახმარების ბრიგადა დღესაც ჰყავდა გამოძახებული.
რჩეულიშვილის ადვოკატმა, მარინა ჭიღაშვილმა კი განმარტა, რომ ვინაიდან რუსუდან კერვალიშვილი კომპანიის მართვაში დიდი ხანია აღარ იღებს მონაწილეობას, სავარაუდოდ პროკურატურა მის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას არ გამოიყენებს:
"პროკურატურის გუშინდელი შუამდგომლობა პირდაპირ მაიას წინააღმდეგ იყო მიმართული. გარემოებები, რომლითაც [პროკურატურა] ცდილობდა [ბრალის] დადასტურებას, ჩვენ არ ვთვლით, რომ ეს დადასტურებული იყო. ამას ჩვენ საჩივარში ავსახავთ. მაგრამ პირდაპირი ვექტორი იყო მიმართული მაიას ჩამოშორებაზე საქმის მართვისაგან".
მაია რჩეულიშვილების მეორე ადვოკატმა, მარინა ცუცქირიძემ კი განაცხადა, რომ ვინაიდან საქმის აბსოლუტურად ყველა მოწმის მოთხოვნა მხოლოდ მშენებლობების დასრულებაა, მაია რჩეულიშვილის დაპატიმრება ამ ადამიანებისათვის მშენებლობების დაუსრულებლობას ნიშნავს:
"დღეს თუ მაია რჩეულიშვილი იქნება იზოლირებული, რა უხარიათ დაზარალებულებს, ვერ ვხვდები. მათი ეს განცხადება, რომ თურმე მაია რჩეულიშვილის ქონებას გაყიდიან და ჩვენ დაგვიბრუნებენ, იმდენად არასერიოზული და ალოგიკურია, რომ არ ვიცი, როგორ შეიძლება ჭკუათმყოფელმა ადამიანმა ეს განცხადება გააკეთოს. მეტი მოთხოვნა მათ არ აქვთ და იმ პირობებში, რაც გუშინ გააკეთა სასამართლომ, მე არ მესმის, როგორ უნდა დაკმაყოფილდნენ ეს მოწმეები, ვინ დააკმაყოფილებს და საერთოდ მომავალში რა ეშველებათ ამ ხალხს და ვინ დაუსრულებთ მშენებლობებს".
საქმის პროკურორი, დავით გუმბერიძე კი ამბობს, რომ საქმეზე დაკითხული ყველა მოწმის შედეგად უწყებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა გაფლანგეს და მიითვისეს თანხები, ასევე უკანონო შემოსავლების ლეგალიზება მოახდინეს.
ცენტრ პოინტის საქმეზე დაკავებულები არიან ცენტრ პოინტის დამფუძნებელი, მაია რჩეულიშვილი და მისი შვილი, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გუკა რჩეულიშვილი. გარდა ამისა, დაპატიმრებულები არიან კომპანიის აჭარის გაყიდვების მენეჯერი სალომე ჩარკვიანი და ცენტრ პოინტის ბათუმის საინვესტიციო პროექტის ხელმძღვანელი, ირაკლი მინდელი.
სასამართლო ცენტრ პოინტის დამფუძნებლებს ჯგუფურად სხვისი ქონების გაფლანგვას ედავება, საქმე ათეულობით მილიონ ლარს ეხება.
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
კომენტარები