მეორე კვარტალში ქვეყანაში $234 მლნ-ს პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა — კლება 2,6%-ია
მიმდინარე წლის მეორე კვარტალში საქართველოში სულ 234,2 მილიონი დოლარის მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია (FDI) შემოვიდა, რაც გასული წლის იმავე პერიოდის მონაცემზე 2,6%-ით ნაკლებია. ეს ნიშნავს იმას, რომ 2020 წლის მეორე კვარტალში, როდესაც ქვეყანაში უმძიმესი პანდემიური კრიზისი იდგა იმაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, ვიდრე მიმდინარე წლის შესაბამის პერიოდში.
საქსტატის მიერ გავრცელებულ რელიზში, ინვესტიციების კლების უმთავრეს მიზეზად სააქციო კაპიტალის შემცირება, რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში და სასესხო ვალდებულების დაფარვა სახელდება.
მეორე კვარტალში FDI-ის 81,4% რეინვესტიცია იყო. რეინვესტიციაში კომპანიის მიერ მიღებული მოგების ინვესტიციაში ჩაბრუნება იგულისხმება.
ქვეყნებს შორის, საიდანაც საქართველოში ინვესტიციები შემოდის პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო — 77,1 მილიონი დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 32,9%-ს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება ნიდერლანდები — 31,5 მილიონი დოლარით (13,5%), ხოლო მესამეზე ჩეხეთი — 30,8 მილიონი დოლარით (13,2%). გაერთიანებული სამეფოდან FDI-ს შედარებით მაღალი მაჩვენებელი, სავარაუდოდ, იმით არის გამოწვეული, რომ ქვეყანაში მოქმედი რამდენიმე ქართული საფინანსო კომპანია (საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი, "საქართველოს კაპიტალი") დიდ ბრიტანეთში, ლონდონის საფონდო ბირჟაზე არიან წარმოდგენილნი, შესაბამისად, მათ მიერ საქართველოში ჩადებული თანხები უცხოურ ინვესტიციებად განიხილება.
აღსანიშნავია, რომ 2021 წლის მეორე კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 82 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 35%-ია. მეორე ადგილზე იმყოფება ენერგეტიკის სექტორი — 65,2 მილიონი დოლარით (27,8%), ხოლო მესამეზე — დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 46,5 მილიონი დოლარით (19,9%).
უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში FDI-ის მოცულობამ 366,4 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის იმავე პერიოდის მონაცემზე 10,9%-ით ნაკლებია.
თუ გასული წლების ინვესტიციების მონაცემებს გადავხედადავთ, ვნახავთ, რომ 2017 წლის შემდეგ FDI-ის მოცულობა წლიურ ჭრილში მუდმივად კლებადია. ამ მხრივ გამორჩეული იყო 2020 წელი, როდესაც საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა დრამატულად შემცირდა.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2005-2020 წლებში
წყარო: საქსტატი
2020 წელს ქვეყანაში სულ 572 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. ეს მონაცემი 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 57,2%-ით არის შემცირებული. FDI-ს ამაზე დაბალი მაჩვენებელი ბოლოს 2005 წელს დაფიქსირდა, როდესაც ქვეყანაში 452,8 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები