ევროკავშირისა და აშშ-ის საელჩოების კრიტიკას ზარქუამ რეალობას აცდენილი უწოდა
ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი ზარქუა ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოების განცხადებებს რეალობას აცდენილი უწოდა.
"აცდენილნი არიან პირდაპირ გეტყით, შეიძლება ვიღაცას ეწყინოს, ვიღაცას არა. თუ აქვთ მოლოდინი საელჩოებს, რომ 2026-ში ჩვენ ასევე დიდი უმრავლესობით ვიქნებით, კი ბატონო, დიდი პატივია, ჩვენც გვჯერა და გვწამს, რომ ასე იქნება, მაგრამ მაინც მგონია, რომ უსაფუძვლო იყო. მაშინ, როდესაც ყველა პარტიის მხრიდან იყო კონსენსუსი და გუშინ იყო ერთადერთი დღე, სადაც ყველა პარტიამ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა, ამ დროს ასეთ განცხადებებს აკეთებენ. ეს ჩემი აზრით ცოტა რეალობას არის აცდენილი“, — აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა საქართველოს მიერ აღებული სასამართლო სისტემის რეფორმირების ვალდებულების თვალსაზრისით 8 სექტემბერს საკონსტიტუციო ცვლილებებზე უარის თქმას ორი თვის განმავლობაში მესამე წარუმატებლობად შეაფასა.
აშშ-ის საელჩომ კი პარლამენტის გადაწყვეტილებას მმართველი პარტიის კიდევ ერთი გატეხილი პირობა უწოდა.
პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, ერთი პუნქტის — გენერალური პროკურორის არჩევის წესის გამოკლებით. ცვლილებას მხარი 126-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი არავინ წასულა. საკონსტიტუციო ცვლილებისთვის დაწესებული კვორუმი 113 ხმაა.
მმართველ პარტიასა და ოპოზიციის ნაწილს შორის აზრთა სხვადასხვაობა სწორედ გენერალური პროკურორის არჩევისთვის საჭირო ხმათა რაოდენობაზეა — ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ მხოლოდ ეს ცვლილება არ არის საკმარისი ამ ინსტიტუტის დამოუკიდებლობის აღიარებისთვის, თუმცა, აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია შესრულდეს მიშელის დოკუმენტით განსაზღვრული დებულებები. გარდა ამისა, ოპოზიციაში აცხადებენ, რომ რაც უფრო მეტი დეპუტატის თანხმობა იქნება საჭირო გენერალური პროკურორის ასარჩევად, მით უფრო მეტი ლეგიტიმაცია ექნება არჩეულ კანდიდატს.
მმართველი პარტია მხარს უჭერს გენერალური პროკურორის არჩევას მხოლოდ 76 დეპუტატის თანხმობის საფუძველზე. პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც თანამდებობის პირებს უბრალო უმრავლესობით ირჩევენ. ქართული ოცნების კიდევ არგუმენტი ეხება კანონპროექტის იმ ნაწილს, რომლის მიხედვითაც კვალიფიციური უმრავლესობით ორჯერ ვერარჩევის შემთხვევაში, მესამედ, 76 ხმით არჩეული პროკურორის უფლებამოსილების ვადა მხოლოდ ერთი წელია.
გაიგე მეტი:
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
კომენტარები