საქართველოში მოდელების შრომითი უფლებების დასაცავად პროფკავშირი შეიქმნა
მაისში ქართველი მოდელები ინდუსტრიაში არსებულ მძიმე ვითარებასა და შრომითი უფლებების დარღვევის შესახებ ალაპარაკდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია პირველად მოდის ქართულ ვებსაიტზე FashionHolics Online გამოქვეყნდა. აღნიშნული მოვლენებიდან რამდენიმე თვის თავზე საქართველოში მოდელების შრომითი უფლებების დასაცავად მოდის ინდუსტრიაში დასაქმებულთა პროფესიული კავშირი შეიქმნა.
მოდელების პროფკავშირის დამფუძნებლებმა 7 სექტემბერს შეხვედრა პროფკავშირების გაერთიანებასა და ორგანიზაცია "ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) საქართველოსთან" გამართეს. შეხვედრაზე დამფუძნებლებმა და წევრებმა პროფკავშირის შექმნის მიზეზებსა და აუცილებლობაზე ისაუბრეს. ამის შესახებ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ.
"პირველ რიგში ვიტყვი, რომ გვჭირდება სივრცე, სადაც ელემენტარული ჰიგიენის ნორმები იქნება დაცული, უმეტეს შემთხვევებში მოდის კვირეულები, რომლებიც ტარდებოდა სხვადასხვა ლოკაციებზე, ვერ პასუხობს სანიტარიული მოთხოვნების ელემენტარულ სტანდარტებს. არ არის პირობები იმისთვის, რომ სრულფასოვნად იმუშაონ მოდელებს", — ამბობს პროფკავშირის დამფუძნებელი მოდელი ანა გავვა.
ანას თქმით, მოდელებს ხელი არ მიუწვდებათ გამოსაცვლელ კუთხესა და მოსასვენებელ სივრცეზე, აგრეთვე, არაა შესაბამისად უზრუნველყოფილი კვებისა და ტრანსპორტირების საკითხები. მისი თქმით, ხშირად პრობლემას შენობაში საპირფარეშოს არქონაც წარმოადგენს.
"სირცხვილია იმაზე საუბარი, რომ არ არის არც საპირფარეშო იმ შენობაში, სადაც გვიწევს მუშაობა", — ამბობს ანა გავვა.
შეხვედრაზე ისეთი პრობლემები დასახელდა, როგორებიცაა დისკრიმინაცია, კანონით დადგენილი სამუშაო საათების ლიმიტის გადაცილება, წერილობითი ხელშეკრულებების არარსებობა, ანაზღაურების საკითხთან დაკავშირებული სირთულეები და ა.შ.
შეხვედრას პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, სახალხო დამცველის ოფისი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, შრომის ინსპექციის სამსახური, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია, პროფკავშირების საერთაშორისო ორგანიზაცია, ქალთა ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები, სამოდელო სააგენტოები და ამ სფეროში დასაქმებული ადამიანები ესწრებოდნენ.
მაისში პირველი მოდელი, რომელიც მძიმე სამუშაო პირობებზე ხმამაღლა ალაპარაკდა, მარიშა ურუშაძე იყო.
"არ გვქონდა ჩამოსაჯდომი ადგილი, არც ტუალეტი იმავე შენობაში (გოგოების ნახევარს მენსტრუაცია ჰქონდა და ზოგიერთ მათგანს ტამპონის გამოცვლა კიბეებზე მოუწია), არ უზრუნველყვეს ტრანსპორტით ჩვენი გადაადგილება, არც კვება და ბოლოს ისე გამოვიდა, რომ ამაში დამნაშავეც არავინ იყო. ანაზღაურებაზე არც კი ვისაუბრებ, რაც ჩვენს შრომასთან შედარებით უბრალოდ სასაცილოა", — წერდა მოდელი Mercedes-Benz-ის მოდის კვირეულთან დაკავშირებული ერთ-ერთი გადაღების შესახებ ინსტაგრამის ე.წ. Story-ში.
"აღარ მინდა, თავს მონად ვგრძნობდე. დროა, ორგანიზატორებმა ისწავლონ, თუ როგორ უნდა იზრუნონ ჩვენს ელემენტარულ საჭიროებებზე", — დასძინა ურუშაძემ.
მარიშას ამ განცხადებას მალევე ამ სფეროში მომუშავე სხვა ადამიანებიც გამოეხმაურნენ. მათ შორის აღმოჩნდა ბალენსიაგას მოდელი ანი გავვა, რომელმაც ზოგადად ამ სფეროში გაწეული შრომისთვის სრულიად შეუფერებელი ანაზღაურების პრაქტიკაზე ისაუბრა.
"საზღვარგარეთ ერთ ჩვენებაზე საშუალოდ იხდიან 3 000/10 000 ეროვნულ ლარს ჩვენი ვალუტით. არანაკლებ ენერგიას და შრომას ვდებთ საქართველოშიც იმისთვის, რომ 200 ლარზე ვმათხოვრობდეთ, როდის ჩაგვირიცხავენ. თუ იმის პრეტენზია გვაქვს, რომ ზოგიერთი დიზაინერის ტანსაცმელი იყიდება ზუსტად იმავე ფასში, რაც დიდი და შემდგარი ბრენდების, [მაშინ] 1 ლუქის საფასური არ უნდა იყოს 20 მოდელის ერთიანი ჰონორარი", — წერდა ანი გავვა ასევე ინსტაგრამის პირად გვერდზე.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მალევე ოფიციალური განცხადება გაავრცელა Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-მა. ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში ორგანიზატორებმა აღიარეს "მთელი რიგი პრობლემების" არსებობა:
"სამწუხაროდ, მსოფლიო პანდემიის Covid-19 გამოწვევებმა უდიდესი დარტყმა მიაყენა ჩვენს სექტორს. ექსტრემალურ ვითარებაში ჩვენმა გუნდმა შეძლო მოდის კვირეულის ორგანიზება ციფრულ ფორმატში, ისევე როგორც წამყვანმა საერთაშორისო მოდის კვირეულებმა.
ამ პერიოდში გამოვლინდა მთელი რიგი პრობლემების, რომელიც მეტ კომუნიკაციას, ჩართულობასა და თანამშრომლობას საჭიროებს".
შეგახსენებთ, რომ ეს კი პირველი შემთხვევა იყო, როცა ქართველი მოდელები შეუსაბამო სამუშაო პირობებზე ღიად ალაპარაკდნენ.
ამავე თემაზე:
-
გადახედვასად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე სად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
კომენტარები