განვიხილავთ რა შეგვიძლია, რომ რეგიონში ერთმანეთის პოტენციალი უფრო გავზარდოთ — ფაშინიანი
სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, საქართველოს პრემიერმინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან განიხილავს, რა შეიძლება გააკეთონ რეგიონში ერთმანეთის პოტენციალის გაზრდისთვის. ამის შესახებ მან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე ისაუბრა.
"ჩვენ განვიხილეთ, ასევე, ის შესაძლებლობები, რომელიც არსებობს. ეს ეხება არა მხოლოდ ცალკე აღებულ სომხეთს და საქართველოს, ჩვენ განვიხილავთ, რა შეგვიძლია [გავაკეთოთ], რომ რეგიონში ერთმანეთის პოტენციალი უფრო გავზარდოთ. საუბარია ტრანზიტულ გზებზე, პროექტები ხორციელდება ენერგეტიკაში, ტრანსპორტში. ჩვენ განვიხილავთ პროექტებს და შესაძლო გადაწყვეტებიდან ყველაზე შედეგიან ვარიანტს მოვძებნით", — განაცხადა მან.
მისივე თქმით, სომხეთ-საქართველოს ურთიერთობებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნებმა თავიანთი ერთგულება გამოხატონ დემოკრატიული ღირებულებების მიმართ. ფაშინიანმა აღნიშნა ისიც, რომ შეხვედრის დიდი ნაწილი კონფლიქტურ რეგიონში ქვეყნების მშვიდობიანი განვითარების სტრატეგიაზე საუბარს დაეთმო და ამ პროცესში ერთმანეთის მხარდაჭერის როლს გაესვა ხაზი.
"ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ სამწუხაროდ, ჩვენს რეგიონში არის უამრავი კონფლიქტი და უამრავი საშიშროება. ჩვენ ვცდილობთ, ჩვენს დიალოგში ერთმანეთს დავეხმაროთ და ყურადღება გავამახვილოთ იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც პარალელურად არსებობს. ვფიქრობ, რომ შესაძლებლობების გამოყენების საკითხში ერთმანეთის მხარდაჭერა ის ფორმულაა, რომელიც ჩვენთვის უფრო შესაძლებელს და ხელმისაწვდომს გახდის რისკების მართვას" — აღნიშნავს ფაშინიანი.
პრემიერმინისტრმა ისაუბრა სომხეთ-საქართველოს მრავალსაუკუნოვან მეგობრობაზეც და ირაკლი ღარიბაშვილს მადლობა გადაუხადა სომეხი ტყვეების მშვიდობიანად დაბრუნებაში დახმარებისთვის. ფაშინიანის თქმით, შეხვედრისას მზაობა გამოთქვეს პანდემიის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლისთვისაც.
ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს დღეს, 8 სექტემბერს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფაშინიანი შეხვედრას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთანაც გამართავს.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები