კალაძის პარალელური თბილისი რეალურ თბილისს განვითარების შანსს უკარგავს — ანა ბიბილაშვილი
"სიმულაცია და პარალელური თბილისი", — ამ ფორმით აფასებს კალაძის პრეზენტაციას ლელოს მერობის კანდიდატი ანა ბიბილაშვილი.
მისი თქმით, კალაძემ პრეზენტაციით ამ ქალაქის მოსახლეობას კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მას არ გააჩნია თბილისის განვითარების ერთიანი ხედვა. მის პროგრამაში არსად ჩანდა ნამდვილი თბილისი და არც თბილისში მცხოვრები ადამიანები.
"კალაძის პრეზენტაცია არის სიმულირებული რეალობა, რომელსაც მე კალაძის პარალელურ თბილისს ვუწოდებ. პარალელურ თბილისში, კალაძემ ახალი გენერალური გეგმა მიიღო, რომელიც იცავს ქალაქს. ნამდვილ თბილისში, გენერალური გეგმის დამუშავება კალაძემდე იყო დაწყებული, მან გენ. გეგმა მხოლოდ გამოშიგნა. სად არის რკინიგზის გადატანის კონცეფცია? ამოღებულია! სად არის ელიავას განვითარების კონცეფცია? ამოღებულია! სად არის ქალაქის მომავლის ერთიანი ხედვა? ესეც გამქრალია გენერალური გეგმიდან", — აღნიშნა ბიბილაშვილმა და იმ რიგ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება, რომლის წინაშეც დღეს თბილისი დგას.
"კალაძის პარალელურ თბილისში, თურმე აღარ არის ქაოტური განაშენიანება. სამაგიეროდ, ჩვენს თბილისურ რეალობაში, ქალაქის იერსახე ყოველდღე იძირება ურბანულ ქაოსში. კალაძის პარალელურ თბილისში, გარემოს დაცვა ხელოვნური ბუჩქები და ბეტონის პარკებია. თბილისის რეალობაში არსებობს კალაძის ხელშეწყობით განადგურებული დიღმის ჭალები. თბილისურ რეალობაში, ქალაქს სასიცოცხლოდ სჭირდება მეტი ნამდვილი და ბუნებრივი მწვანე სივრცე. კალაძის პარალელურ თბილისში, ქალაქი თურმე უსაფრთხოა, მაშინ როდესაც თბილისის რეალობაში სულ რამდენიმე თვის წინ ვაშლიჯვრის მეწყერი დაიძრა და ადამიანების სიცოცხლეს შეუქმნა საფრთხე. სულ რამდენიმე კვირის წინ, საკუთარ სახლში მცხოვრებ ადამიანებს ლორთქიფანიძის ქუჩაზე გამოუთხარეს საძირკველი. ადამიანებს რეალურად სჭირდებათ უსაფრთხოების განცდა და დაცულობა. კალაძის პარალელურ თბილისში, სატრანსპორტო მწვანე პოლიტიკა არის მწვანე ავტობუსი და საცობების პრობლემას აწესრიგებს ავტობუსების და მარშრუტკების ფერის შეცვლა", — აცხადებს ბიბილაშვილი.
ბიბილაშვილმა პრობლემის მოგვარების გზაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხვალ ლელოს გუნდი წარადგენს თბილისის განვითარების ერთიან ხედვას — თბილისის მარშალის გეგმას, სადაც რეალური თბილისის რეალური განვითარების კონცეფცია იქნება წარმოდგენილი.
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
კომენტარები