აშრაფ ღანი განცხადებას ავრცელებს და ავღანელ ხალხს ბოდიშს უხდის
ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტი, აშრაფ ღანი, რომელიც ქაბულში თალიბების შესვლის შემდეგ ქალაქიდან გაიქცა, ავღანელ ხალხს ბოდიშს უხდის. ამის შესახებ მან საკუთარ Twitter-ზე დაწერა და განაცხადა, რომ ეს იყო ერთადერთი გზა მოქალაქეების გადასარჩენად.
"ქაბულის დატოვება ჩემი ცხოვრების ყველაზე რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ მჯეროდა, რომ ეს იყო ერთადერთი გზა თოფების გაჩუმებისა და ქაბულის 6 მილიონი მაცხოვრებლის გადასარჩენად. ჩემი ცხოვრების 20 წელი მივუძღვენი იმას, რომ დავხმარებოდი ავღანელ ხალხს, აეშენებინათ დემოკრატიული, წარმატებული, სუვერენული სახელმწიფო — ჩემი განზრახვა არასდროს ყოფილა, რომ მიმეტოვებინა ხალხი ან ეს ხედვა", — წერს ის.
ამასთან, ყოფილმა პრეზიდენტმა განცხადებაში უარყო ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ქვეყნიდან გაქცევისას მილიონობით დოლარი გაიტანა. მან მწუხარება გამოთქვა, რომ ავღანეთში მისი ისტორიაც წინამორბედების მსგავსად, სტაბილურობის უზრუნველყოფის გარეშე დასრულდა.
"ღრმა პატივისცემას გამოვხატავ ყველა ავღანელის მიერ გაღებული მსხვერპლის მიმართ, განსაკუთრებით, ბოლო 40 წელში, ჩვენი ავღანელი ჯარისკაცებისა და მათი ოჯახების მიერ. ღრმად და ძლიერ სამწუხაროა, რომ ჩემი ისტორიის ეს ნაწილიც წინამორბედების მსგავსი ტრაგედიით დასრულდა — სტაბილურობისა და წარმატების უზრუნველყოფის გარეშე. ბოდიშს ვუხდი ავღანელ ხალხს, რომ სხვანაირად ვერ დავასრულე. ჩემი თავდადება ავღანელი ხალხის მიმართ არასდროს შერყეულა და სიცოცხლის ბოლომდე გამიძღვება", — წერია განცხადებაში.
2021 წლის 14 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გაყვანის შესახებ განაცხადა, რომ გაყვანა 1-ელ მაისს დაიწყებოდა და 31 აგვისტომდე დასრულდებოდა. ავღანეთიდან აშშ-ის ძალების გასვლის შემდეგ, თალიბანმა მალევე შეძლო და ქაბულიც აიღო — პრეზიდენტმა ავღანეთი 15 აგვისტოს დატოვა, თალიბებმა ძალაუფლება მოიპოვეს.
მათ ხელისუფლების ყველა წარმომადგენლისათვის საყოველთაო "ამნისტია გამოაცხადეს" და მთავრობაში ქალები მიიწვიეს. მათი მტკიცებით, ხალხს შეუძლია, დაუბრუნდეს თავის რუტინულ ყოველდღიურობას, თუმცა ამის ფონზე, დევნიან მოქალაქეებს, ქალებს, რომლის ჩაცმის სტილიც არ მოსწონთ, ჟურნალისტებს. ძალაუფლების მიღების შემდეგ თალიბებმა არაერთი ადამიანი მოკლეს და დაჭრეს, მათ შორის, ისინი, ვინც ქვეყნიდან გაქცევას ცდილობდნენ.
31 აგვისტოს ოფიციალურად დასრულდა ევაკუაციის პროცესი და 20-წლიანი ომის შემდეგ ავღანეთი უკანასკნელმა ამერიკელმა სამხედრომაც დატოა. ქაბულის აეროპორტს ახლა თალიბები აკონტროლებენ. ამასთან, 8 სექტემბერს თალიბანმა ახალი მთავრობის შემადგენლობა დაასახელა, რომელსაც მოლა ჰასან ახუნდი უხელმძღვანელებს.
გაიგეთ მეტი:
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები