აიცერი, დააზღვიე სიცოცხლე! — ჯიპიაი ჰოლდინგმა თანამშრომლებისთვის ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანია დაიწყო
ჯიპიაი ჰოლდინგმა თანამშრომლებისა და მომხმარებლების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, კომპანიაში ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანია სახელწოდებით — "აიცერი, დააზღვიე სიცოცხლე!" დაიწყო. კამპანიის მიზანია, წლის ბოლომდე ჯიპიაის თანამშრომლების მინიმუმ 85% სრულად იყოს ვაქცინირებული.
თანამშრომლებში, ვაქცინაციის პროცესზე ცნობიერების გაზრდის მიზნით ყოველკვირეულად იმართება ლაივ კითხვა-პასუხის სესიები საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე ექიმებთან, ფსიქოლოგებთან, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან. ყველა თანამშრომელს ეძლევა შესაძლებლობა, დასვას მისთვის საინტერესო კითხვა და პასუხი ინდივიდუალურად მიიღოს.
საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში თანამშრომლებს ყოველდღიურად მიეწოდებათ სხვადასხვა სანდო წყაროზე დაფუძნებული ინფორმაცია ვაქცინებზე, მათ სარგებლიანობაზე. ეცნობიან სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებასა და სტატისტიკურ ინფორმაციას, რაც საშუალებას აძლევთ თავად გააკეთონ დასკვნები ვაქცინაციის ეფექტიანობასთან დაკავშირებით. შიდა საკომუნიკაციო პლატფორმების დახმარებით თანამშრომლებს საშუალება აქვთ, ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარონ და წაახალისონ ყველა, ვინც ჯერ კიდევ არ არის აცრილი.
კომპანიის მასშტაბით წამახალისებელი ლატარიაც ჩატარდება, სადაც ჯიპიაის 30 თანამშრომელი, რომელიც სრულად იქნება ვაქცინირებული, 15 ოქტომბრამდე მოიგებს სოლიდურ პრიზებს.
"ვაქცინაცია პანდემიის დასასრულებლად ერთადერთი არჩევანია. გვინდა, ამ საქმეში ჩვენი წვლილი შევიტანოთ. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ვაქცინაციის პროცესის პოპულარიზაცია ჩვენი თანამშრომლებით დავიწყეთ. ამ ეტაპზე ჯიპიაიში დასაქმებულების 50% უკვე ვაქცინირებულია, თუმცა გვინდა ეს რიცხვი წლის ბოლომდე მინიმუმ 85%-მდე გავზარდოთ და ყველაზე უსაფრთხო სადაზღვევო კომპანია გავხდეთ. აქტიური შიდა საინფორმაციო და სამოტივაციო კამპანია გვაქვს კომპანიის შიგნით, რათა რაც შეიძლება მეტი კოლეგა დავარწმუნოთ ვაქცინაციის აუცილებლობაში. ჩვენთან 700-მდე ადამიანი მუშაობს და იმედი გვაქვს, ჩვენი კამპანია არამხოლოდ მათზე მოახდენს გავლენას, არამედ თანაშრომლების ოჯახის წევრებსა და ახლობლებზეც. ამასთან, ვგეგმავთ იმ მომხმარებლების წახალისებასაც ვინც ვაქცინირებულია", — განაცხადა ჯიპიაი ჰოლდინგის HR დირექტორმა, ნინო ხაჭაპურიძემ.
ჯიპიაი ჰოლდინგში ამბობენ, რომ პანდემიის დასრულება ქვეყნის ეკონომიკის ამუშავებისა და ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაბრუნების ერთადერთი გზაა. ვაქცინაცია კი ამ პროცესს მნიშვნელოვნად დააჩქარებს.
"Covid-19-ის გავრცელების პრევენცია ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა და დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლებიც სრული პასუხიმგებლობით ეკიდებიან ვაქცინაციის პროცესს და დაგვეხმარებიან საერთო მიზნის მიღწევაში", — აცხადებენ კომპანიაში.
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
კომენტარები