ნეო ისევ წითელ აბს ირჩევს — ნახეთ The Matrix 4-ის პირველი ტრეილერი
18-წლიანი ლოდინის შემდეგ მატრიცას მე-4 ნაწილის — The Matrix Resurrections-ის პრემიერის თარიღი ცნობილია. 22 დეკემბერს ჩვენი საყვარელი გმირები — ნეო და ტრინიტი გვიბრუნდებიან. როგორც იქნა, ახალი ფილმის პირველი შთამბეჭდავი ტრეილერიც აქაა:
"გავგიჟდი?" — ტრეილერის დასაწყისში ნეოს ტომასი ჰქვია და ფსიქოთერაპევტს თავის უცნაურ სიზმრებზე უყვება. ტრეილერში ვხედავთ, რომ ნეო ცისფერ აბებს იღებს. როგორც ჩანს, ნეოსა და ტრინიტის პირველ სამ ფილმში მომხდარი მოვლენების შესახებ აღარაფერი ახსოვთ.
ნეო საბედისწერო არჩევანის წინაშე კიდევ ერთხელ აღმოჩნდება და ამჯერად წითელ აბს ირჩევს.
ტრეილერი სავსეა მასშტაბური ბრძოლის სცენებით, მაღალი შენობებიდან გადმოხტომით, აფეთქებებითა და, რა თქმა უნდა, ჩვენი საყვარელი გმირების დაბრუნების ნოსტალგიით!
ახალ ფილმში კიანუ რივზი, კერი-ენ მოსი, იაია აბდულ მატინი, პრიანკა ჩოპრა, ნილ პატრიკ ჰარისი, კრისტინა რიჩი, ჯესიკა ჰენვიკი და სხვები მონაწილეობენ. ტრეილერიდან აშკარაა, რომ გულშემატკივრებს წინ მშვენიერი სანახაობა ელით!
აღსანიშნავია, რომ პირველი ტრეილერის გამოსვლამდე გულშემატკივრებს საოცარი სიურპრიზი დახვდათ: შეიქმნა სპეციალური საიტი, რომელიც ლურჯ და წითელ აბებს შორის არჩევანს გთავაზობთ, შემდეგ კი მე-4 ნაწილის თიზერებს გიჩვენებთ.
WhatIsTheMatrix.com-ზე შესვლისას წითელ და ლურჯ აბებს შორის არჩევანი უნდა გააკეთოთ. ლურჯი აბის არჩევის შემთხვევაში, იმ სამყაროში დარჩებით, რომელსაც მთელი ცხოვრებაა იცნობთ. თუ წითელ აბს აირჩევთ — რეალობისთვის თვალის გასწორება მოგიწევთ.
ვებგვერდზე შესვლისას არჩევანის გაკეთების შემდეგ ახალი ფილმიდან სხვადასხვა სცენების ნახვას შეძლებთ. თუ ლურჯ აბს აირჩევთ, ნილ პატრიკ ჰარისის ხმას გაიგებთ: "გახსოვს, აქ როგორ მოხვდი? შენ რეალობის ფანტაზიისგან გარჩევის უნარი დაკარგე".
წითელი აბის არჩევის შემთხვევაში, იაია აბდულ მატინი კი რეალობას დაგანახებთ.
მატრიცა ეკრანებზე პირველად 1999 წელს გამოვიდა და პოპულარულობას დღემდე ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ნამუშევრად რჩება. ფილმის მე-2 და მე-3 ნაწილები 2003 წელს გამოვიდა.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
კომენტარები