იმედი გახარიას ეთერის დათმობაზე უარს ეუბნება
ტელეკომპანია იმედი ყოფილ პრემიემინისტრმ გიორგი გახარიას ეთერის დათმობაზე უარს ეუბნება და აცხადებს, რომ გახარიამ ნაციონალური მოძრაობის მმართველობა და მათ დროს არსებული მედიაგარემო ქართულ მედიასივრცეში დღეს არსებულ მოცემულობასთან კიდევ ერთხელ გააიგივა. იმედის განცხადებით, გახარიამ შეურაცხყოფა მიაყენა მათ არხს და მის თანამშრომლებს, როცა ბრალი დასდო, თითქოს ისინი მაყურებელს რეალობას უმალავენ და მოდელირებულ ქრონიკებს დგამენ.
"ასეთი დემაგოგიური საუბარი იყო და არის ნაციონალური მოძრაობის ხელწერა და ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია.
2007 წლის 7 ნოემბერს, მაშინდელმა ხელისუფლებამ, მრავალი დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოს მონაწილეობით (პროკურატურა, სასამართლო, პოლიცია, და მრავალი სხვა) დაარბია ჩვენი არხი და შემდეგ მოახდინა მისი ექსპროპრიაცია. 2012 წლამდე იმედს, ისევე როგორც ქვეყანაში არსებულ ყველა მნიშვნელოვან მედიაორგანიზაციას, აკონტროლებდა ნაციონალური მოძრაობა და მათ მიერ ხელდასმული მფლობელები. ზუსტად იმ პერიოდს ეკუთვნის მოდელირებული ქრონიკა და მახინჯი ჟურნალისტიკის სხვა მაგალითები იმედზე. ძალიან მნიშვნელოვანია ეს არავინ დაივიწყოს!", — აცხადებს იმედი.
ტელევიზია დასძენს, რომ მათ შეურაცხყოფასთან ერთად, ნახეს მოთხოვნა იმ გადაცემებში მონაწილეობის შესახებ, რომლებსაც ყოფილი პრემიერი მოდელირებულ ქრონიკას უწოდებს.
"იმედი არის საქართველოში ყველაზე მაღალრეიტინგული ტელეკომპანია, რომელიც საზოგადოების ყველაზე მაღალი ნდობით სარგებლობს. აღნიშნულის გათვალისწინებით, კვალიფიციური თუ არაკვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების სურვილი, საკუთარი თავი იხილონ ჩვენს ეთერში, სრულიად ბუნებრივია, თუმცა ჩვენი არხი ვერ იმოქმედებს ნაციონალური მოძრაობისა და მათთან ღიად თუ ფარულად დაკავშირებული პოლიტიკოსების მოთხოვნების საფუძველზე", — ნათქვამია სამთავრობო ტელეკომპანიის განცხადებაში.
მათივე თქმით, მათ ყოველთვის ჰვქონდათ კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ გადადგა თანამდებობიდან გიორგი გახარია და ამით მიეცა საშუალება ნაციონალურ მოძრაობას, მორიგი კრიზისი შეექმნა ქვეყანაში.
"ტელეკომპანია იმედი არის დამოუკიდებელი, კერძო კომპანია, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, არ დაუშვას ნაციონალური მოძრაობის რევანში საქართველოში. ამ მიზნის და საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, ის თვითონ წყვეტს ვინ, როდის და რა ამპლუაში მოიწვიოს ტელეარხზე", — აცხადებს იმედი.
საქართველოს ექსპრემიერმა და პარტია საქართველოსთვის ლიდერმა, გიორგი გახარიამ ტელეკომპანია იმედზე პირდაპირ ეთერი კიდევ ერთხელ გუშინ, 8 სექტემბერს მოითხოვა. მისი თქმით, იმედი ცალმხრივად აშუქებს მოვლენებს, მაყურებელს რეალობას უმალავს და ყველას აძლევს შესაძლებლობას, ლანძღოს ის.
გახარიამ, ასევე, აღნიშნა, რომ იმედს "ჯერ ნაციონალური მოძრაობა აიძულებდა", ახლა კი ქართული ოცნება აიძულებს "მოდელირებული ქრონიკებით", "ცალმხრივი ინფორმაციით" ასაზრდოონ მაყურებელი.
მიმდინარე წლის მაისში ექსპრემიერთან ინტერვიუს, სადაც მხოლოდ ტელევიზიების თოქ შოუების წამყვანები იყვნენ მიწვეული, ტელეკომპანია იმედისა და POS TV-ს ჟურნალისტები არ დაესწრნენ, რის შემდეგაც გახარიამ იმედს პოლიტიკურად მოტივირებული და მართული ტელევიზია უწოდა.
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
კომენტარები